Connect with us

ჯანმრთელობა

ლეღვის 10 სამკურნალო თვისება. სარგებელი და გემო, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერთ

ალბათ, ბევრს სმენია ისეთი არაჩვეულებრივი ხილის შესახებ, როგორიცაა ლეღვი. ის დაფარულია თხელი კანით. ხშირად გვხვდება მოყვითალო–მომწვანო ნაყოფი, მაგრამ ასევე არსებობს წითელი, შავი და თეთრი სახეობაც. მას ღვინის კენკრასაც უწოდებენ.

ლეღვი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო და გემრიელი ხილია. ის სეზონური ხილია, მაგრამ მისი შეძენა ხმელი სახით მთელი წელი შეგიძლიათ. ის მდიდარია A და B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე ფოსფორით, კალციუმით და რკინით. მასში შედის ბევრი ადვილად ათვისებადი შაქარი, რომელსაც თქვენს სხეულის ფორმებზე ზიანის მიყენება შეუძლია.

ლეღვის სასარგებლო თვისებები

1. სუნთქვას აჯანსაღებს

პირის ღრუს უსიამოვნო სუნი რომ მოიშოროთ, 2–3 ლეღვი შეჭამეთ.

2. სექსუალურ ლტოლვას ზრდის

ლეღვს უძველესი დროიდან პოტენციის გასაზრდელად იყენებდნენ. მთელი ღამით 5 ლეღვი რძეში ჩაალბეთ და დილით შეჭამეთ.

3. თირკმლებში კენჭებს შლის

6 ლეღვს 1 ჭიქა წყალი დაასხით და აადუღეთ. ეს სასმელი ყოველდღე 1 თვის განმავლობაში დალიეთ, რომ თირკმლებში კენჭები დაშალოთ. ეს მეთოდი მხოლოდ დაავადების საწყის სტადიაზე გამოიყენეთ.

4. გამონაყარს აშრობს

ახალი ლეღვის რბილობი სახეზე 20 წუთით წაისვით. ეს საშუალება აკნეს სამკურნალოდ გამოგადგებათ. ახალი ლეღვის წვენის დახმარებით მეჭეჭების მოშორებას შეძლებთ. ასეთი კომპრესი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ.

5. დიაბეტს აკონტროლებს

ლეღვი შეიცავს კალიუმს, რომელიც სისხლში ინსულინის შემცირებას ხელს უწყობს. ყოველდღე 5 ლეღვის თესლი 1 ჩ/კ თაფლთან ერთად შეჭამეთ, რომ დიაბეტი გააკონტროლოთ. უკვე პირველი კვირის შემდეგ შედეგს დაინახავთ.

6. ძვლებს აძლიერებს

დიდი რაოდენობით კალციუმის შემცველობით ლეღვი თქვენს ძვლებს გააძლიერებს.

7. ჩუტყვავილას დროს

ლეღვს იღებენ ისეთი დაავადების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ჩუტყვავილა.

8. ეფექტურია წონაში დასაკლებად

ლეღვის ჩირი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, წონის შემცირებას ხელს უწყობს და მადას აქვეითებს. წონაში რომ დაიკლოთ, ლეღვის კომპოტი გააკეთეთ.

9. ყელის ტკივილს ამცირებს

ყელის ტკივილის შესამცირებლად 3 ლეღვს 1 ჭიქა ცხელი რძე დაასხით. 10 წუთით ხარშეთ. მიღებული ნახარში თბილი სახით დალიეთ.

10. ყაბზობას კურნავს

ყაბზობის სამკურნალოდ თაფლში არეული ლეღვის ჩირი 1 თვე, ყოველ დილით შეჭამეთ.

ლეღვი ძალიან სასარგებლო ტკბილეულია, როგორც ახალი, ასევე ხმელი სახით. ეს ვიტამინების და მიკროელემენტების ნამდვილი საწყობია. ლეღვი ძალიან ტკბილია და ხშირად დესერტების მოსამზადებლად იყენებენ. ფანტაზია ჩართეთ და ლეღვის დახმარებით ნებისმიერი კერძი ხელოვნების ნიმუშად აქციეთ.

ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.