Connect with us

ჯანმრთელობა

კარგი განწყობის და ჯანმრთელობის მარაგი შეივსეთ: ბერების ჩაი

ბერების ჩაის, რომელიც რამდენიმე ასეული წლის წინ შექმნეს, ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედება რთულია გადააჭარბოთ. მისი ძლიერი ენერგეტიკა და ვიტამინების საწყობი მთელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს: დაწყებული ენდოკრინული სისტემით და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატით დამთავრებული.

მას ფიზიკური ძალების აღდგენა, დასუსტებული ორგანიზმის გაძლიერება, ჭრილობების შეხორცება და შინაგანი ორგანოების განკურნება, ტკივილის და სიცხის გაქრობა, ჩაწოლილი ადამიანის ფეხზე წამოყენება შეუძლია.

ბერების ჩაის შემადგენლობა

ამ ჩაის რეცეპტს საიდუმლოს ინახავდნენ და თითოეულ მონასტერში მას თავისი განსაკუთრებულობა ჰქონდა, მაგრამ ძირითადი კომპონენტები უცვლელი რჩებოდა:

  • ასკილის ნაყოფი
  • მზიურას ფესვი
  • კრაზანას ბალახი
  • თავშავას ბალახი
  • შავი ჩაი

თითოეული კომპონენტის სასარგებლო თვისებებზე შეგვიძლია ოდა დავწეროთ, იმდენად ბევრ სარგებელს შეიცავენ!

როგორ მოვამზადოთ ბერების ჩაი სწორად

  1. ბერების ჩაის უნიკალური სამკურნალო თვისება მის მომზადებაში მდგომარეობს.
  2. მთელი დღის მისაღები ჩაი დილით მზადდება.
  3. 2 ს/კ თითოეული ბალახი და 2 ჩ/კ შავი ჩაი აიღეთ. 1 ლ წყალი დაასხით.
  4. მზიურას ფესვებს და ასკილის ნაყოფს მდუღარე წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით გააჩერეთ.
  5. შემდეგ თავშავა, კრაზანა და ჩაი დაუმატეთ და ძალიან სუსტ ცეცხლზე 1 საათით დასაყენებლად გააჩერეთ.
  6. ამის შემდეგ ჩაი გადაწურეთ და ჩაის ნაყენის სახით გამოიყენეთ. ჩაის მისაღებად ცხელ წყალში გააზავეთ.
  7. ბერების ჩაი შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში დალიოთ. გემოვნებით თაფლი და ლიმონი დაუმატეთ.

ყოველდღე ახალი ჩაი მოამზადეთ.

ავადმყოფმა და დასუსტებულმა ადამიანმა ასეთი ჩაი მთელი ავადმყოფობის პერიოდში უნდა დალიოს, სანამ ძალების აღდგენას და დაავადების უკან დახევას არ იგრძნობს.

ასეთი ჩაი სისუსტის, ძალების დაკარვის დროს, ზოგადი ტონუსის ასამაღლებლად, ცუდი განწყობის და დეპრესიის გასაქრობად ძალიან სასარგებლოა.

გემოთი ასეთი ჩაი შეგიძლიათ ჩაიხანას დახვეწილ ჩაის შეადაროთ. პიკანტური, გაჯერებული და ძალიან მწკლარტე.

ბერების ჩაის დალევა აუცილებლად სცადეთ და ურჩიეთ მათ, ვინც ავადაა, დაღლილია და ენერგიის ნაკლებობას განიცდის.