Connect with us

თავის მოვლა

ტონიკი სახისთვის – სახლის პირობებში

კოსმეტიკური ბაზარი სავსეა უამრავი სახის პროდუქციით, მაღაზიაში შესვლისას თვალები გაგირბის და აღარ იცი თუ რომელ მათგანზე შეაჩერო არჩევანი, თუმცა თუ მათ შემადგენლობას გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ მათი მოხმარება არც თუ ისე სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. მაშინ, რატომ არ უნდა ვცადოთ მატონიზირებელი და გამწმენდი საშუალებების სახლში მომზადება?! ამ სტატიაში სწორედ ასე მოვიქცევით და ტონიკის მოსამზადებელ რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ!

ვარდის ფურცლების ტონიკი

ვარდის ფურცლები კოსმეტოლოგიასა და ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება. მას უამრავი სამკურნალო თვისება აქვს, რომელთა შორისაც კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესების დაჩქარება, შეშუპების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტიც შედის. ვარდის წყლის გამოყენება სახლის პირობებშიც შეიძლება. მისი ტონიკის მოსამზადებლად: 1 ჭიქა ვარდის ფურცლებს, დაასხით 2 ჭიქა მინერალური წყალი და იქამდე ადუღეთ სანამ ვარდის ფურცლები ფერს არ დაკარგავენ. შედეგ გაწურეთ და თამამად გამოიყენეთ ტონიკის სახით. მისი რეგულარული მოხმარების შემდეგ კანი უფრო ელასტიური და ნაზი ხდება, კანის ტონი თანაბრდება, ნაოჭები კი სწორდება.

გვირილასა და ქაცვის ტონიკი

გვირილა ყველაზე პოპულარული და სასარგებლო მცენარეა, მას ხალხურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ოდითგანვე იყნებენ. გააჩნია: გაუტკივარების, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტივირუსული ეფექტი. თუმცა ეს მისი სამკურნალო თვისებების არასრული ჩამონათვალია! მას სარგებლიანობით არც ქაცვი ჩამოუვარდება. დიდი ხანი არ არის რაც ქალბატონებმა მისი სასარგებლო თვისებების გამოყენება კოსმეტოლოგიაში დაიწყეს. მას შეშუპების საწინააღმდეგო, რეგენერაციისა და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

ტონიკის დასამზადებლად: 3 სუფრის კოვზ გვირილასა და ქაცვს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ნელ ცეცხლზე ხარშეთ 10-15 წუთის მანძილზე, გაწურეთ და გამოიყენეთ. ეს ტონიკი გაგისუფთავებთ და დაგიმშვიდებთ კანს, მოახდენს ფორების შევიწროვებას.

ტონიკი ჟოლოს ფოთლებისგან

ჟოლოს ფოთლები ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, ის ათეთრებს, ამკვრივებს და კვებავს კანს. განსაკუთრებით რეკომენდებულია პრობლემური კანის მქონეთათვის. ეს ტონიკი რეგულარული მოხმარების შემთხვევაში ახალგაზრდობასაც შეგინარჩუნებთ. მის მოსამზადებლად: 2 სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 5-7 წუთის განმავლობაში. გაწურეთ, გააგრილეთ და დილის პროცედურების რუტინაში გამოიყენეთ!

ეს ნატურალური ტონიკები შეუცვლელია თქვენი სახის მოვლის პროცედურებისთვის! აუცილებლად გამოიყენეთ ყოველ დღე და დარწმუნდით მათ ეფექტურობაში.

გაითვალისწინეთ: სანამ ტონიკს შეარჩევთ, დარწმუნდით, რომ მის ინგრედიენტებზე ალერგია არ გაქვთ!