Connect with us

ჯანმრთელობა

იოგურტის სარგებელი ორგანიზმისთვის

ძალიან მიყვარს ბამბის ნაყინი, იმიტომ რომ მას სულ რაღაც 1 კოვზი შაქრისგან ამზადებენ. კოკა კოლაში 6 კოვზი შაქარი იმალება, პატარა კექსში კი 11 ჩაის კოვზამდე…

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების მავნებლობაზე, სკოლის მოსწავლესაც კი აქვს ინფორმაცია, მაგრამ, რა ხდება რძის პროდუქტებთან დაკავშირებით?! იგულისხმება დიეტური იოგურტები და საბავშვო ხაჭო…

ნატურალური იოგურტი?!

ექიმები მამაკაცებს შაქრის რაოდენობის 36 გრამით, ქალბატონებს კი 20 გრამამდე შეზღუდვას ურჩევს. აქ იგულისხმება არა მხოლოდ შაქრის ფხვნილი, არამედ ყველა პროდუქტი რომელიც შაქარს შეიცავს. ჭარბი ტკბილეულის მიღება სიმსუქნეს, დიაბეტს, გულთან და ტვინთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს!

რძემჟავა პროდუქტები ყოველთვის სასარგებლოდ ითვლებოდა. თუ სატელევიზიო რეკლამებს დავუჯერებთ, მათში სასრგებლო ნივთიერებების მაქსიმალური კონცენტრაცია და ცოცხალი ბაქტერიებია თავმოყრილი. მაგრამ, მოდით შევხედოთ კლასიკური, დასალევი იოგურტის შემადგენლობას! სიაში პირველი რძე დგას მაგრამ, მას ან შაქარი მოსდევს ან შაქრის სიროფი, შემდეგ მოდიან შემსქელებლები და “ნატურალურთან იდენტური” დანამატები…

შაქარს ცხიმ გამოცლილ იოგურტებშიც შეხვდებით. 300 მილიგრამიან ბოთლში 8 ჩაის კოვზი შაქრის შემცველობაა, ეს კი ქალებისთვის რეკომენდებულ დოზას უკვე აჭარბებს. ნუ დაგეგმავთ დიეტას იოგურტით, ან წონაში მოიმატებთ, ან რამდენიმე კილოგრამს დაიკლებთ – საკუთარ ჯანმრთელობაზე, უდიდესი ზიანის მიყენების ფასად!

ეტიკეტებზე ხშირად გვხვდება ორი დასახელება – იოგურტი და იოგურტის პროდუქტი. რა განსხვავება მათ შორის?! ექსპერტები და მეცნიერები გვპასუხობენ: ორივე უსარგებლოა!

ნატურალური იოგურტი 1 გრამ პორდუქტზე – 11 მილიონ სასარგებლო ბაქტერიას უნდა შეიცავდეს. მაღაზიის თაროებზე არსებული არცერთი პროდუქტი არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს და მეტიც: გაყიდვაში არსებულ იოგურტებში არსებული ბაქტერიების რაოდენობა – მათ ეტიკეტზე დაწერილი ბაქტერიების რაოდენობაზე 100-ჯერ ნაკლებია!

იოგურტის პროდუქტი კი ბაქტერიებს საერთოდ არ უნდა შეიცავდეს, რადგან ის პასტერიზებულია! “რძემჟავა ბაქტერიებს აქვთ თვისება – შეაჩერონ მავნე ბაქტერიების ზრდა, რაც ძალიან სასარგებლოა საკვების მონელებისა და ნაწლავებისთვის. სწორედ ამიტომ იოგურტში კონსერვანტების დამატება საჭირო არ არის, რადგან ყველა ცუდ ბაქტერიას – კარგი ბაქტერია ებრძვის. სამწუხაროდ, ყველა მწარმოებელი არ უშვებს “ცოცხალ” პროდუქტს და ამჯობინებს იოგურტს პასტერიზაცია გაუკეთოს. ჩვენ კი ვყიდულობთ მათ პროდუქტს და გვგონია, რომ ორგანიზმის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ…”

კიდევ ერთი ხაფანგი მყიდველისთვის – კალცით გამდიდრება. დანამატების გარეშე, იოგურტში 110 მგ კალცი უნდა იყოს – ყოველ 100 გრამ პროდუქტზე! თუმცა ლაბორატორიებში ჩატარებულმა შემოწმებამ სხვა მონაცემები აჩვენა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მათგანში (მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქციაშიც) იმაზე ნაკლები კალცი აღმოჩნდა ვიდრე რძეში!

დიეტოლოგების თქმით, მწარმოებლები პროდუქტს ზოგჯერ არაორგანული კალცით “ამდიდრებენ”, თუმცა ეს სრუალიად უსარგებლო პროცესია, რადგან მისი ათვისება საერთოდ არ ხდება! თუ იოგურტი უცხიმოა, ეს უფრო აუარესებს მდგომარეობას, რადგან გაუცხიმოვნების შემდეგ რძე А და D ვიტამინებს კარგავს. სწორედ ეს ორი ვიტამინი უწყობს ხელს კალცის ათვისებას.

სასმელი იოგურტი მდიდარია ხილის არომატიზატორებით და საღებავებით, სასარგებლო ბაქტერიები კი მათში ძალიან ცოტაა. რძის პროდუქტებში ნატურალურ ვანილს არავინ ამატებს! იყენებენ სინთეტიკურ შემცვლელს რომელიც სხვადასხვა ტოქსიკურ და მავნე ნივთერებებს შეიცავს.

რძის პროდუქტების კიდევ ერთი პრობლემა, მათი ვარგისიანობის ვადაა!
არსებობს ერთი უბრალო წესი, რომელიც უკეთესი იოგურტის არჩევაში დაგეხმარებათ: აირჩიეთ იოგურტი რომელსაც უფრო ნაკლები ინგრედიენტები და მინიმალური ვარგისიანობის ვადა აქვს. ოპტიმალურია 5-7 დღე. წარმოგიდგენიათ, რამდენი ქიმიის გამოყენება მოგიწევთ, რძის პროდუქტისთვის ვარგისიანობის ვადის 30 დღემდე შესანარჩუნებლად?!

ძალიან ხშირად გადამზიდავები და დისტრიბუტორები შენახვის ტემპერატურას არღვევენ! ასეთი პროდუქტი განსაკუთრებით საშიშია, რადგან შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს!

გახსოვდეთ, რომ რეკლამასა და ეტიკეტებზე გამოყენებული ფრაზები: “ლაქტობაქტერიების მაღალი შემცველობა”, “საგულდაგულოდ შერჩეული ნატურალური ინგრედიენტები”, “ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას” – ეს ყველაფერი მომხმარებლების მოსაზიდი ფანდია და რეალობასა და ნატურალურ იოგურტთან კავშირი არაფერი აქვს!

სახლში გაკეთებული იოგურტი გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა! დაუმატეთ მას თხილი, ხილი, თაფლი და დატკბით ნატურალური, ჯანმრთელი პროდუქტით!