Connect with us

ჯანმრთელობა

შეიძლება თუ არა ბროწეულის კურკებით მირთმევა

არსებობს ბროწეულის დაახლოებით ათეულ სახეობაზე მეტი და მართალია მათი ნაყოფი გემოთი განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანს მარცვლების სიმრავლე აერთიანებს. ბროწეულის მარცვალი უამრავი დაავადებისგან კურნავს და უგემრიელესი საშუალებაა ნაოჭების წინააღმდეგ. ამ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ ეხმარება ბროწეული ჩვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

ბროწეულის თვისებები

1. მას ფართოდ იყენებენ ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, ბუნებრივი წარმოშობის ანტისეპტიკს.
ანგინის, ფარინგიტისა და სტომატიტის დროს: ყელისა და პირის ღრუში ბროწეულის ქერქისა და წყლის ნახარში ან ბროწეულის წვენი გამოივლეთ. ეს ტკვილსაც მოგიხსნით და ინფექციასაც გაანადგურებს.

2. ანტიოქსიდანტებისა და С, Р, B6 და В12 ვიტამინების შემცველობის წყალობით – ბროწეულის რეგულარული მოხმარება ანელებს დაბერების პროცესს, გვეხმარება ნაოჭებისგან გათავისუფლებაში, აღადგენს კანს დაზიანების შემდგომ და მას უფრო გლუვს, მკვრივსა და ახალგაზრდას ხდის.

3. ბროწეული – არა მარტო დაშვებულია, არამედ სასარგებლოც გახლავთ დიაბეტის მქონეთათვის. გამოიყენეთ სულ რაღაც ჩაის კოვზი ბროწეულის წვენი დღეში 4-ჯერ ჭამამდე და ეს თქვენი შაქრის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

4. ბროწეულის წვენი და მისი მარცვლები აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ახდენს საკვების მომნელებელი პროცესების ნორმალიზებას და აუმჯობესებს საკვების მონელებას. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ახალგამოწურული ბროწეულის წვენი ბევრ მჟავას შეიცავს და აჯობებს ის ანადუღარ წყალში გააზავოთ!

5. ბროწეული არა ამრტო ამაგრებს იმუნიტეტს, არამედ არაჩვეულებრივად გეხმარებათ ანემიის დროს, აღადგენს ორგანიზმის ძალებს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ!

6. ხალხი რეგულარულად იყენებს ბროწეულის მარცვლებს მის კურკებთან ერთად, ეს ნერვული სისტემის მუშაობას აუმჯობესებს: ასუსტებს თავის ტკივილებს და აუმჯობესებს ძილს.

7. ნიღაბი ოდნავ შებრაწული, დაფქული ბროწეულის კანისგან, ზეითუნის ზეთით – არაჩვეულებრივი საშუალებაა მათთვის ვისაც ცხიმიანი კანი აქვს!

ბროწეულის კურკები

ბროწეულის კურკის საკვებში გამოყენება არა თუ შეიძლება, არამედ ზოგჯერ აუცილებელიც გახლავთ. სპეციალისტების აზრით ის ასტიმულირებს და აუმჯობესებს ნაწლავის მუშაობას, ხოლო E და F ვიტამინების შემცველობას კი აუმჯობესებს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს.

ჯანმრთელი ნაწლავის ქონის შემთხვევაში შეგიძლიათ თავისუფლად გადაყლაპოთ კურკები. ხოლო მათ ვისაც ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, აჯობებს ბროწეული და მით უმეტეს კურკები ძალიან იშვიათად მიიღონ.

ბავშვებში ბროწეული მადას ასტიმულირებს, ხოლო წვენი კი ამაგრებს ღრძილებს. მისი მიღება ბავშვებში – სამი წლის ასაკიდან გახლავთ დაშვებული.