ჯანმრთელობა
რა დაავადებებზე საუბრობს სახის ფერი და ნაოჭები
სწრაფად დამჭკნარი, ჩამოწელილი კანი ლოყებზე გაფრთხილებთ, რომ შესაძლოა შარდის ბუშტის დაავადებები გქონდეთ. შეშუპებული ნიკაპი და ყელის ქვედა ნაწილი თირკმლების ცუდ მუშაობას უკავშირდება.
ნაოჭებიანი, ნაკეცებიანი ლოყები კუჭის, ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების ნიშანია.
ნაოჭები ნიკაპის გასწვრივ ნაღვლის ბუშტის სტაგნაციაზე, ღვიძლის ფუნქციების დაქვეითებასა და შარდის ბუშტის ან სასქესო ორგანოების დაავადებაზე მიგითითებთ.
გამომშრალი კანი ლოყებზე ცუდი მუშაობის ან გასტრიტის საწყისი სტადიის ნიშანია.
ნიკაპის პერიოდული შეშუპება გულის და სისხლძარღვების დაავადებების საწყის სტადიაზე მიგანიშნებთ.
ცხვირის გაფართოება, ცხვირის კუთხეებში სისხლძარღვების ბადის გაჩენა, ცხვირზე ბორცვებიანი კანი მოწითალო შეფერილობის – ფილტვების დაავადების დაწყების ან მსხვილი ნაწლავის პათოლოგიის ნიშნებია.
ცხვირ-ტუჩის კუთხეში მსხვილი ნაოჭები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ფუნქციების შემცირებასა და პათოლოგიებზე, ასევე საჭმლის მონელების პრობლემებზე საუბრობს.
თუ ცხვირის კუთხიდან ნაკეცები ნიკაპამდე ჩადის, კუჭის წყლულზე, მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტზე, კოლიტზე, ენტეროკოლიტზე, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის არსებობაზე გამოკვლევა ჩაიტარეთ.
ზედა ტუჩთან ნაოჭები, რომელიც ტუჩის ირგვლივ პარალელურად მიდის, გინეკოლოგიური დაავადებების შესახებ გაფრთხილებთ.
ტუჩის ჩამოწეული კუთხეები, ტუჩიდან ნიკაპამდე კუთხეში ნაოჭები ნულოვანი ან დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების ნიშანია.
თუ ტუჩი და პირის ირგვლივ კანი უამრავი ღარით დაფარულია, ეს მსხვილი ნაწლავის სპაზმებზე ან საჭმლის მონელების პრობლემებზე საუბრობს.
ტუჩის ირგვლივ და ცხვირის ქვეშ ფერმკრთალი კანი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებსა და გულის უკმარისობაზე გაფრთხილებთ.
ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის კანის მოლურჯო ელფერი სუნთქვის უკმარისობის, ასთმის, პნევმონიის და ბრონქიტის ნიშნებზე საუბრობს.
თუ პირის კუთხეებში მუდმივად ბზარები გიჩნდებათ, ეს A, B, E ვიტამინების დეფიციტზე, დისბაქტერიოზზე, თირკმლის მუშაობის დარღვევაზე, ჰიდრონეფრიტსა და წყალი-მარილის ბალანსის დარღვევაზე საუბრობს.
ცხვირის ფუძეზე ნაოჭებს უამრავი ჯვრის ფორმა აქვს – ეს ხერხემლის დაავადების და თიაქრის დაწყების ნიშანია.
ცხვირის ფუძეზე განიერი ნაოჭები ოსტეოქონდროზის, სქოლიოზის და ბრტელტერფიანობის განვითარებაზე საუბრობს.
თუ შუბლზე უამრავი ღრმა ნაოჭი გაქვთ, ეს შაკიკის ნიშანია.
ცხვირის ფუძეზე ვერტიკალური, ღრმა ნაოჭი სხეულის შეშუპებისკენ მიდრეკილებაზე, ჰიპოდინამიასა და ჟანგბადის დეფიციტზე მიგანიშნებთ.
წარბებს შორის, ცხვირის ფუძეზე ღრმა ვერტიკალური ნაკეცები ღვიძლის ფუნქციების დარღვევის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, დისკინეზიის ნიშნებია.
თუ ცხვირის ფუძეზე ღრმა ვერტიკალური ნაკეცი მარცხენა მხარეს უფრო გამოხატულია, ეს ელენთას დარღვევის ნიშანია.
შუბლის ცენტრში ვერტიკალური ნაოჭი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და საჭმლის მონელების ფუნქციების დარღვევაზე საუბრობს.
შეშუპებული ქვედა ქუთუთოები, ნახევარ მთვარის ფორმის ნაოჭები თირკმლის და შარდის ბუშტის ცუდ მუშაობაზე საუბრობს.
მუდმივად შეშუპებული ქუთუთოები თირკმლის უკმარისობის ნიშანია.
ქვედა ქუთუთოს მუდმივი შეშუპება, განსაკუთრებით დილით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ სიგნალს გაძლევთ.
მცირე პერიმეტრზე მუდმივად აწითლებული ლოყები ფილტვების სერიოზულ პრობლემებზე, ალვეოლის დარღვევასა და ტუბერკულოზზე საუბრობს.
მოყვითალო ან მომწვანო-მონაცრისფერო სახის კანი ღვიძლის დაავადებებზე (ჰეპატიტი, ციროზი) მიგანიშნებთ.
სახეზე „მიწისფერი“ კანი კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციების დარღვევაზე საუბრობს.
„ცვილოვანი“ სახე და სახის მოყვითალო ფერი ონკოლოგიური დაავადებების შესაძლო განვითარებაზე საუბრობს.
სახის კანის მუდმივი ბზინვარება ჰორმონალურ დარღვევებზე, ფარისებრი ჯირკვლების დაავადებებზე საუბრობს.
სახის კანის ძლიერი პიგმენტაცია, თუ ორსულად არ ხართ, შეიძლება ღვიძლის ფუნქციების დარღვევაზე ან საკვერცხეების და საშვილოსნოს დაავადებებზე საუბრობდეს.
მრავალჯერადი გამონაყარი, რომლებიც სახის ქვედა ნაწილში, ნიკაპზე, ლოყაზე ან მკერდზე უფრო მეტად გვხვდება, ენდოკრინული სისტემის სერიოზულ პრობლემებზე, ფარისებრი ჯირკვლების, ღვიძლის და საკვერცხეების დაავადებებზე საუბრობს.
თუ გამონაყარი დიდწილად შუბლზე, ლოყაზე, ცხვირის კუთხეებში გაქვთ – ეს ნაწლავების მუშაობის დარღვევის, დისბაქტერიოზის ნიშანია.
თუ თვალის შიდა კუთხეებში კანს მოიისფრო ან ცისფერი ფერი აქვს, თირკმლები დროულად უნდა გამოიკვლიოთ.
მუდმივად გაფართოებული თვალის გუგა ნერვული სისტემის დაავადებებზე, ნევროზზე, ფსიქიკურ აშლილობაზე, ინტოქსიკაციასა და ნარკოტიკული საშუალებების მიღებაზე საუბრობს.
მუდმივად შევიწროებული თვალის გუგა შეიძლება შიდა ქალის წნევის ზრდის, სამკურნალო საშუალებებით მოწამვლის, ნარკოტიკების მიღების, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევის და მენინგიტის ნიშნები იყოს.
ამოზნექილი თვალები ჰიპერთირეოზის დაწყებაზე გაფრთხილებთ.
თვალის მოყვითალო გარსი ორგანიზმის მოწამვლაზე, ჰეპატიტზე ან ღვიძლის ფუნქციების დაქვეითებაზე საუბრობს.
მუდმივი ცრემლდენა შეიძლება კალიუმის დეფიციტის ნიშანი იყოს.
თვალის გარსის მუდმივი სიწითლე შეიძლება შიდაქალის ნწევის მატების, თვალისშიდა წნევის ზრდის, ბადურის დაშროვანების, გლაუკომას და ქრონიკული დაღლილობის ნიშნები იყოს.
თუ თვალის გარსი მოცისფრო ფერისაა, ეს ავიტამინოზის და დაბალი ჰემოგლობინის შესახებ საუბრობს.
სახის მიხედვით დაავადების დიაგნოზი ძირითადი არაა, მაგრამ სახლის პირობებში მასზე დაკვირვებით დაავადების პირველი ნიშნების აღმოჩენას შეძლებთ. ყველა შესაძლო სახიფათო ნიშნის აღმოჩენისას მკურნალ ექიმს მიმართეთ და გამოკვლევა ჩაიტარეთ, რომ სერიოზული დაავადებები გამორიცხოთ. სახის მიხედვით დაავადებების გამოცნობა ყველამ უნდა იცოდეს.