Connect with us

სხვა

ცივი ოფლი და მოჭარბებული ოფლიანობა: მიზეზები, რისკები და მკურნალობა

ამ სტატიაში ბევრ სამედიცინო ინფორმაციას მიიღებთ ოფლისა და ოფლდენის შესახებ.

დიაფორეზი და ჰიპერფეროზი

დიაფეროზის დროს ჭარბი ოფლიანობა სხეულის ლოკალიზებულ ადგილებში აღინიშნება. ჰიპერფეროზის დროს კი ეს პრობლემა მთელს სხეულზე ერთდროულად ჩნდება.

მათი გამომწვევი მიზეზები შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს. ჰიპერფეროზის მიზეზი ჩვეულებრივ ნევროლოგიურია. დიაფორეზი მოულოდნელად იწყება და შეიძლება სხვა სიმპტომებთან ერთად გაჩნდეს.

ოფლიანობას რამდენიმე რამდენიმე ფუნქცია აქვს, მაგალითად ტოქსინებისა და გარკვეული ნარჩენების მოშორება და სხეულის ტემპერატურის რეგულირება. მთელს სხეულში 3 მილიონი საოფლე ჯირკვალია განაწილებული. მათ დღეში ნახევარი ლიტრიდან 10 ლიტრამდე ოფლის გამოყოფა შეუძლიათ. რაოდენობა ტემპერატურასა და ფიზიკურ დატვირთვებზეა დამოკიდებული.

ოფლიანობა ნერვული სისტემის მიერ რეგულირდება, ის სიგნალს სხეულის ტემპერატურის სხვადასხვა დონეების მიხედვით იძლევა. ეს სიგნალები შეიძლება გარკვეული ქიმიური და ჰორმონალური სტიმალუციებით გაძლიერდეს ან შესუსტდეს.

ცივი ოფლის მიზეზები

ცივი ოფლი შეიძლება რამდენიმე დაავადებასთან იყოს კავშირში:

  • მენოპაუზა: ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც ესტროგენის დაბალი დონიტ არის გამოწვეული.
  • ორსულობა
  • ჰიპერთირეოზი
  • ჭარბწონიანობა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ნებისმიერი წარმომავლობის შოკი
  • გულის უკმარისობა
  • ალკოჰოლიზმი
  • შფოთვა
  • პანიკური კრიზისი
  • ალკოჰლზე უარის თქმა
  • ჰიპოგლიკემია, სისხლსი შაქრის დონის ნაკლებობა
  • სიმსივნური დაავადებები, ლიმფომა
  • თირმელზედა ჯირკვლის სიმსივნე
  • ლეიკოზი
  • კარცინიოდური სიმსივნე
  • პარკინსონის დაავადება
  • სეფსისი
  • ტუბერკულოზი
  • მძიმე ალერგიული რეაქციები
  • მიოკარდის ინფარქტი

ზოგიერთი პრეპარატის მოხმარება:

  • ანტიობიოტიკები
  • ვირუსების საწინააღმდეგო წამლები
  • გაუტკივარების პრეპარატები მაგალითად, ოკსიკოდონი
  • ჰორმონალური პრეპარატები, როგორიცაა ინსულინი
  • ანტიდეპრესანტები
  • ზოგიერთი ქიმიოთერაპიული პრეპარატები.

როგორ შეიძლება შევაჩეროთ ჭარბი ოფლიანობა?

ზოგჯერ შეუძლებელია მისი სრულიად მოცილება, მაგრამ არსებობენ ზოგიერთი პროფილაქტიკური საშუალებები რომლებიც საშუალებას მოგვცემენ დიაფორეზის რისკი ან შედეგები შევამსუბუქოთ. მაგალითად:

  • დიაბეტის კონტროლი
  • გახდომა
  • ბალანსირებული დიეტა და ზედმეტი ყავისა და ალკოჰოლისგან თავის არიდება. ასევე თავი მოარიდეთ ძალიან ცხელ და ცხარე საკვებს.
  • ყოველდღიური ვარჯიში
  • ჩაიცვით ამინდის შესაფერისი სამოსი.

როგორ იკურნება დიაფორეზი?

უპირველესად აჯობებს იზეზი გაარკვიოთ და მის მიხედვით დაიწყოთ მკურნალობა.
მკურნალობის ზოგიერთი ვარიანტი:

ნემსებით თერაპია: ისინი საკმაოდ წარმატებულად გამოიყენება.
რეგულარული აბაზანები სალბით, საკვები სოდითა და ზღვის მარილით  არაჩვეულებრივ შედეგებს გვაძლევს.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და გაარკვიეთ ცივი ოფლის მიზეზები, ეს შესაბამისი მკურნალობის ვარიანტის პოვნაში დაგეხმარებათ.