Connect with us

ჯანმრთელობა

„ქლოროფილიპტის“ ხსნარი ყველაფერს კურნავს: ანგინით დაწყებული ფეხის სოკოთი დამთავრებული

ევკალიპტი მედიცინაში ცნობილია, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი. „ქლოროფილიპტის“ ხსნარში მცენარის ფოთლების ექსტრაქტი და დამხმარე ნივთიერებები (სპირტი, ზეთი და სხვა) შედის.

სამკურნალო საშუალება არაერთხელ გამოცდილია და არა მხოლოდ ყელის და პირის ღრუს მრავალრიცხოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ნატურალური ანტიბიოტიკი ჩირქოვან ჭრილობას, ძირმაგარას და ანთების სხვადასხვა ფორმას შესანიშნავად უმკლავდება. ზაფხულში ჭარბი ოფლიანობის და სპეციფიკური სუნის საწინააღმდეგოდ გამოგადგებათ.

როგორ გამოვიყენოთ „ქლოროფილიპტი“:

1. ყელის ტკივილი, მწვავე რესპირატორული დაავადება, ფარინგიტი

1 ს/კ სპირტიანი ხსნარი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ამ ნარევით ყელი დღეში 4-5-ჯერ, საკვების მიღებებს შორის გამოივლეთ. პირის ღრუს სავლებთან ერთად შეგიძლიათ საწუწნი აბები და სპრეი გამოიყენოთ.

2. ანგინა, ტონზილიტი

1 კვირის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ნუშისებრი ჯირკვლები ზეთიან ხსნარში გაჟღენთილი ბამბის ტამპონებით გაიწმინდეთ. ნაპრალები სჯობს სპირტიანი ხსნარით გაიწმინდოთ, ამისთვის 1 ჩ/კ ხსნარი 150 მლ, თბილ წყალში გახსენით. მიღებული ნარევით დიდი შპრიცი გაავსეთ და პირდაპირ ნუშის ჯირკვლებზე შეისხით. შეგიძლიათ ქრონიკული ტონზილიტის დროსაც გამოიყენოთ.

3. სურდო, გაჭედილი ცხვირი

ბამბა დაახვიეთ და „ქლოროფილიპტის“ ზეთიან ხსნარში ოდნავ დაასველეთ. შემდეგ ცხვირის ნესტოებში ჩაიდეთ და 10-15 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა სრულ გამოჯანმრთელებამდე გააგრძელეთ.

4. ოქროსფერი სტაფილოკოკი

თუ ცხვირ-ხახის ღრუში Staphylococcus-ის ოჯახის ბაქტერია აღმოაჩინეს, ანტიბიოტიკების მიღება არ იჩქაროთ. წინასწარ ბაქტერიოფაგების კონკრეტულ ჯგუფზე მგრძნობელობის ტესტი გაიკეთეთ. სანამ შედეგს ელოდებით, ცხვირში 2-3 წვეთი ზეთოვანი ხსნარი ჩაიწვეთეთ და ყელში გამოივლეთ.

5. გამონაყარი

ბამბის ჩხირი სპირტიან ხსნარში დაასველეთ და ანთებაზე დაიდეთ.

6. სტომატიტი, ღრძილის ანთება, ჰერპესი

ყელი შემდეგი ხსნარით გამოივლეთ: 1 ჩ/კ სოდა და 1 ჩ/კ ქლოროფილიპტის სპირტიანი ხსნარი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. პირის ღრუ რაც შეიძლება ხშირად, აუცილებლად ჭამის შემდეგ გამოივლეთ. ტუჩზე ჰერპესი სპირტიანი ხსნარით მოწვით.

7. ჭრილობები და ნაკაწრები

ახალი ჭრილობის და ნაკაწრის სადეზინფექციოდ სპირტიანი ხსნარი შესანიშნავად გამოგადგებათ. თუ დაინფიცირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ და ჭრილობაზე ჩირქი გაჩნდა, ღამით მტკივნეულ ადგილას ზეთოვან ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონი დაიდეთ.

8. ქუსლებზე ნახეთქები

საღამოს, ფეხის აბაზანა სოდით (2 ს/კ სოდა 3 ლ წყალზე) გაიკეთეთ. შესაძლებლობის მიხედვით ქუსლს კანი მოაშორეთ. გაამშრალეთ და ღამით ზეთოვანი ხსნარის კომპრესი დაიდეთ. ზემოდან თბილი წინდა ჩაიცვით.

9. ძვლოვანი წამონაზარდი და ქუსლის დეზი

3 მლ ზეთოვანი ხსნარი „ქლოროფილიპტი“ და 1 მლ „დიმექსიდი“ აურიეთ. ამ ხსნარში რამდენიმე ფენად გაკეცილი ბინტი ან ბამბის მსგავსი ქსოვილი დაასველეთ და ფეხზე დაიდეთ. ზემოდან პოლიეთილენის პაკეტი დაიფარეთ. სახვევით დააფიქსირეთ და ზემოდან და თბილი წინდა ჩაიცვით. პროცედურა გაიმეორეთ, სანამ მტკივნეული შეგრძნება არ გაქრება.

10. ჭარბი ოფლიანობა

ოფლიანობის და ოფლის სუნის მოსაშორებლად ასე მოიქეცით: 3 ს/კ სპირტიანი ხსნარი, 1 ს/კ სოდა, 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი 150 მლ თბილ წყალს აურიეთ. მიღებული ნარევი იღლიების ქვეშ წაისვით და სრულად გაშრობა აცადეთ.

პროცედურა დღეში 2-ჯერ გაიკეთეთ – დილას და საღამოს. უკვე ერთ კვირაში შეამჩნევთ, რომ ოფლიანობა შემცირდა და უსიამოვნო სუნი გაქრა. პროცედურა შეგიძლიათ ფეხზეც გამოიყენოთ.

11. სოკო

ფეხის თბილი აბაზანა სოდით და „ქლოროფილიპტის“ სპირტიანი ხსნარით გაიკეთეთ. წყლის პროცედურის შემდეგ დაზიანებულ ადგილას ჩაის ხის ზეთი წაისვით.