Connect with us

ჯანმრთელობა

თუ სახსრების განკურნება გსურთ, პირველ რიგში, თქვით უარი ამ პროდუქტებზე. სამკურნალო ნაყენის რეცეპტი

ართრიტი – საშიში დაავადება, რომელიც ცხოვრების ხალისს გვიკარგავს. მოცემული პრობლემა ყველაზე ხშირად სწორედ ხანდაზმულ ადამიანებს აწუხებთ, თუმცა ართრიტს ახალგაზრდებში და ბავშვებშიც კი ვხვდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების მრავალი სახეობა არსებობს, დიეტოლოგები მას ყველაზე ხშირად სწორედ არასწორ კვებას უკავშირებენ. მრავალი წლის განმავლობაში ართრიტი პირადად მაწუხებდა და პრობლემა დღითიდღე მწვავდებოდა. მიუხედავად არაერთი სამედიცინო პრეპარატის მიღებისა, მას ვერაფრით ვუმკლავდებოდი. საბედნიეროდ, დღეს თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, რაც არა ძვირადღირებული სააფთიაქო აბებისა და მალამოების, არამედ ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი ხალხური საშუალების დამსახურებაა, რომელიც ჩემი ოჯახის ახლობელმა ექიმმა გამიზიარა.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით იმ საკვები პროდუქტების შესახებ, რომელთაც დამანგრეველი გავლენა აქვს ჩვენს სახსრებზე და მათი მიღება ართრიტის დროს კატეგორიულად აკრძალულია. გარდა ამისა, შემოგთავაზებთ ნატურალურ საშუალებას, რომლის დახმარებითაც პირადად გავუმკლავდი პრობლემას მინიმალურ ვადაში, თანაც მინიმალური ძალისხმევით. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.

სახსრების აღდგენა ოპერაციის გარეშე

გასაკვირია, თუმცა დღევანდელ ჩამონათვალში თქვენ იხილავთ ისეთ საკვებ პროდუქტებსაც, რომელთაც ამ დრომდე არა უბრალოდ უსაფრთხოდ, არამედ სასარგებლოდაც კი აღიქვამდით. უარის თქმა ამ პროდუქტებზე – საუკეთესო გზა ართრიტის პროფილაქტიკისთვის.

1. კილკა

თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ კილკა საზიანო ჩვენი სახსრებისთვის მარილის მაღალი შემცველობის გამოა, თუმცა ეს ასე არ არის. მოცემული პროდუქტი შეიცავს პურინებს – ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრისას იწვევს პოდაგრას. კილკის ხშირი მიღების შედეგად, ორგანიზმში საგრძნობლად იზრდება შარდმჟავის დონე, რომელიც ილექება სახსრების ზედაპირზე და აზიანებს მათ.

2. მზესუმზირა

ყველასათვის საყვარელი მზესუმზირის მარცვლები შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ომეგა 6-ის ცხიმოვან მჟვებს. ჭარბი რაოდენობით ეს ნივთიერება იწვევს არა მხოლოდ სახსრების, არამედ კანის დაავადებებსაც კი (ეგზემა, აკნე და ა.შ.). ომეგა 6-ის ცხიმოვანი მჟავები ილექება სახსრებზე, რის შედეგადაც ზიანდება ხრტილოვანი ფენა და თავს იჩენს სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები.

3. ხმელი ყველი

პროდუქტი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით კალციუმის იონებს. ხმელი ყველი მცირე რაოდენობით მართლაც რომ სასარგებლოა, თუმცა რეგულარულად მისმა მიღებამ შეიძლება განაპირობოს კუნთების სპაზმები და სახსრების გაუსაძლისი ტკივილი.

ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ეს 3 პროდუქტი კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ისინი მხოლოდ ამწვავებს სიტუაციას და ართულებს, აფერხებს მკურნალობის პროცესს. აუცილებლად გამორიცხეთ რაციონიდან ეს საკვები პროდუქტები იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ ან უბრალოდ მიირთვით ისინი პერიოდულად მკაცრად განსაზღვრული პატარა ულუფებით. ასე თქვენ შეძლებთ ართრიტის პროფილაქტიკას.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ართრიტის ბოლომდე განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია ქირურგიული ჩარევის შემთხვევაშიც კი. თუ სახსრების ტკივილი გაწუხებთ, მაქსიმალურად მოერიდეთ სხვადასხვა სააფთიაქო პრეპარატებს, რომელთათვის არაერთი უკუჩვენებაა დამახასიათებელი და დახმარებისთვის ერთ მარტივ, ხელმისაწვდომ და აბსოლიტურად ნატურალურ საშუალებას მიმართეთ. ის ხანმოკლე დროში შეგიმსუბუქებთ ართრიტის სიმპტომებს და გაგათავისუფლებთ ტკივილებისგან.

ყველაზე პოპულარული მეთოდი ართრიტის წინააღმდეგ საბრძოლველად – ვაშლის ძმრის გამოყენებაა. ყოველ ჯერზე საკვების მიღებამდე თქვენ უნდა მიირთვათ 1 ჩაის ჭიქა წყალში ჩამატებული 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. კურსის ხანგრძლივობა – 2 კვირა. თუ პაციენტს კუჭთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, ძმრის ულუფა 2-ჯერ უნდა შევამციროთ, ხოლო კურსის ხანგრძლივობა – 2-დან 4 კვირამდე გავზარდოთ.

სახსრების გამაჯანსაღებელი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი პროდუქტი ნიორია. აიღეთ 5 თავი ნიორი, გაასუფთავეთ კანისგან, თითოეული კბილი კარგად დააქუცმაცეთ და დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი. მიღებული ნარევი დააყოვნეთ ბნელ აადგილას 10 დღის განმავლობაში. მზა ნაყენი უნდა მიირთვათ 1 ჩაის კოვზის ოდენობით ყოველ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ორივე მეთოდი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და მინდა, მათი ეფექტურობა დაგიდასტუროთ. ეს საშუალებები საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას ართრიტის დროს და დააჩქარებს გამოჯანსაღების პროცესს. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!