Connect with us

ვიდეო

მაყვლის შინაურული სიროფი გაციების და ხველის სამკურნალოდ

ადამიანებს შორის თანამედროვე მედიკამენტებზე უარის თქმის და ბუნებრივ ფესვებთან დაბრუნების ტენდენცია ვრცელდება. ერთ-ერთი ასეთი საშუალება, რომელსაც უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ, მაყვალია.

ამ მცენარეს სამკურნალო მნიშვნელობა აქვს და სხვადასხვა მეთოდებით გამოიყენება, მაგალითად ჩაის ან სიროფის სახით.

რატომ უნდა მიირთვათ მაყვალი

მაყვალი უძველესი დროიდან არსებობს, მაგრამ მისი ისტორია უცნობია. ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ მას სამკურნალოდ ბერძნების დროიდან იყენებდნენ.

ბერძნები მაყვალს პოდაგრის სამკურნალოდ იყენებდნენ. რომაელები მისგან ჩაის ამზადებდნენ და სხვადასხვა დაავადებებს კურნავდნენ. ადგილობრივი ამერიკელები მაყვალს კუჭის დაავადებების დროს იყენებდნენ.

მაყვალი ჯანმრთელობისთვის ბევრ სარგებელს შეიცავს, რომლებიც მეცნიერულად დადასტურებულია. თანამედროვე სამკურნალო საშუალებები თავის შემადგენლობაში მაყვალს ხშირად შეიცავენ. თავად მცენარის როგორც ფესვები, ასევე ფოთლები შეგიძლიათ გამოიყენოთ.

როგორ მოვამზადოთ მაყვლის სიროფი ხველის და გაციების საწინააღმდეგოდ

ავად ყოფნა არავის უყვარს. სამწუხაროდ, ასეთი რამ ჯანმრთელ ადამიანებსაც ემართებათ. გაციების შემდეგაც შეიძლება ხველა გაწუხებდეთ, რომლიც არაფრით არ გადადის.

თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს, ახლა ტანჯვა აღარ მოგიწევთ. ხველის საწინააღმდეგო სიროფის მომზადება წარმოუდგენლად მარტივია. ეს მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯს და ინგრედიენტებს მოითხოვს. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ სხვადასხვა სანელებელი და ბალახი დაუმატოთ, რომ კომბინირებული ეფექტი მიიღოთ.

აი, როგორ უნდა მოამზადოთ ხველის საწინააღმდეგო სიროფი მაყვლით.

ინგრედიენტები:

  • 4 ჭიქა მაყვალი
  • 1 ფინჯანი ნედლი თაფლი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 2 ლ წყალი
  • 1 ჭიქა ძმარი (სურვილის მიხედვით)
  • 1 ს/კ მთელი მიხაჯი (სურვილის მიხედვით)

ინსტრუქცია

მომზადების ორი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. პირველი უკფრო გრძელია, მაგრამ უფრო მეტ სიროფს მიიღებთ.

მაყვლის სიროფი № 1

  • მაყვალი გარეცხეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ.
  • დიდ ქვაბში მაყვალი ჩაყარეთ, წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  • სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ მაყვალი არ დარბილდება. ეს დაახლოებით 1 საათს წაგართმევთ.
  • რბილობი საკვების გასატარებელ მანქანაში დააქუცმაცეთ.
  • თესლი და რბილობი მოიშორეთ.
  • წვენი კვლავ ქვაბში ჩაასხით, სანელებლები თქვენი სურვილის მიხედვით დაუმატეთ და 20 წუთით ხარშეთ.
  • გადაწურეთ და წვენი გააგრილეთ, სანამ თბილი არ გახდება.
  • თაფლი დაუმატეთ და სრულ გადნობამდე აურიეთ.

მაყვლის სიროფი № 2

  • მაყვალი გარეცხეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ
  • მაყვალი მინის ქილაში მოათავსეთ და ძმარი დაასხით.
  • 24 საათით დააყენეთ, პერიოდულად აურიეთ და გაწურეთ.
  • ნარევი გადაწურეთ და რაც შეიძლება მეტი წვენის მისაღებად მაყვალი კარგად გაწურეთ.
  • წვენი დიდ ქვაბში გადაიტანეთ და ხარშეთ.
  • თაფლი და დარიჩინი დაუმატეთ და ხშირად აურიეთ.
  • 5 წუთით დააყენეთ, შემდეგ გააგრილეთ.
  • მინის ქილებში შეინახეთ.

თუ სიროფის გამოყენება გსურთ, 1-2 ს/კ სიროფი 1 ჭიქა ცხელ წყალს დაუმატეთ და დალიეთ.