Connect with us

ჯანმრთელობა

ჭინჭარი – გაზაფხულის ნამდვილი მკურნალი. აი როგორ უნდა გამოიყენოთ ის

ცოტამ თუ იცის, რომ ჭინჭარს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს. ეს სამკურნალო მცენარე მდიდარია ვიტამინი К და В2-ით. ისინი კაროტინის, ასკორბინის მჟავის, პანტოტენის მჟავის, ცილების, სახამებლის, ნახშირწყლების, მარილების, რკინისა და კალიუმის საკმაოდ დიდ რაოდენობას შეიცავენ. ჭინჭრის ფოთლები და ფესვები 22%-მდე ცხიმოვან ზეთებს შეიცავენ.

ჭინჭრის ძირითადად გამწმენდი თვისებები აქვს. ის ზრდის ერითროციტების რაოდენობას, ახდენს სისხლის შემადგენლობის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს და ორგანიზმს ვიტამინებით ამდიდრებს.

ყველაზე იოლი ჭინჭრისგან ჩაის მომზადებაა. საკმარისია 2 სუფრის კოვზ მშრალ ფოთლებს 1 ჭიქა მდურარე წყალი დავასხათ და დავაყენოთ.

დალიეთ 50 – 50 მილიგრამი სასმელი სამჯერ დღეში, 1 თვის განმავლობაში. სახსრები, კუნთები და კბილის ტკივილი სწრაფად გაქრება, მხედველობა კი გაუმჯობესდება.

ასეთი ჩაი თქვენი იმუნური სისტემისთვისაც კარგია. მდიდარია A, C, D, E და K ვიტამინებით, ლეციტინით და ანტიოქსიდანტებით. ჭინჭრის ჩაის სტრესსა და დაღლილობასთან ბრძოლაც შეუძლია. ის კლავს ორგანიზმში არსებულ ცუდ ბაქტერიებს. თუნდაც უბრალოდ გაცივდეთ – მოამზადეთ ეს ჩაი!

მას შარდმდენი და გამხსნელი ეფექტიც აქვს, ასუფთავებს თირკმელებს, საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, არეგულირებს საჭმლის მონელებასა და ებრძვის ამ ორგანოებში არსებულ ინფექციებს.

ჭინჭარი დიარეასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ და დაასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. ეს ეფექტები მის ანტიოქსიდანტურ თვისებებთან ერთად – იდეალურია გახდომისთვის!

ჭინჭარი აუმჯობესებს გულის მუშაობას, К ვიტამინი აძლიერებს სისხლის შედედების დროს. ჭინჭარს ანტიჰემორაგიული ეფექტიც აქვს, შეგიძლიათ მისი დამდუღრული ფაფა გაჭრილ ადგილებზე დაიდოთ.

ჭინჭრის ჩაი კანზე დადებით გავლენას ახდენს, რადგან ის მხარს უჭერს რეგენერაციას, აჩქარებს ნაწიბურების განვითარებას და ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას.

ჭინჭარი – ეს არის ინგრედიენტი, რომელიც ხშირად გამოიყენება შამპუნებსა და თმის ცვენის ან მტვრევადობის საწინააღმდეგო პროცედურებში, ის არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას და აწონასწორებს კანის სტრუქტურას პრობლემურ ადგილებში.