ჯანმრთელობა
ნივრისა და კეფირის კომბინაცია ჭარბი წონის ძლიერი მტერია. გაგათავისუფლებთ პარაზიტებისგანაც
ბავშვობაში ყველას გვქონია ის მომენტი, როდესაც მშობლები ყოველ დილას ნივრის მირთმევას გვაიძულებდნენ, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც სხვადასხვა ვირუსული და ინფექციური დაავადებები მასიურად არის გავრცელებული.
ჩვენ არაერთხელ გვსმენია ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ: ის გვიცავს ვირუსებისგან, ანადგურებს ორგანიზმში ბინადარ პარაზიტებს, წმენდს სხეულს ტოქსინებისგან და წიებისგან, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში და ა.შ. გარდა მრავალი სასარგებლო და სამკურნალო თვისებისა, ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ეს პროდუქტი ძალიან ეფექტურია წონის დასაკლებად და ცხიმის წვის პროცესის სტიმულირებისთვის, რაზეც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.
კეფირი ნიორთან ერთად
არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერები დაინტერსდნენ ნივრის თვისებით, დააჩქაროს წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესი. განსაკუთრებულ წარმატებებს ამ კვლევაში ისრაელის უნივერსიტეტის, ვაიზმანის მეცნეირებმა მიაღწეის. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დამტკიცდა, რომ ალიცინი, რომელსაც ჭარბად შეიცავს მოცემული ნატურალური პროდუქტი, არაჩვეულებრივად ამცირებს მადას. ყველაზე სასიხარულო კი ის ფაქტია, რომ მოცემული მეთოდით დაკლებული კილოგრამები უკან ბუმერანგის პრინციპით არ გვიბრუნდება და შედეგის საიმედოდ დაფიქსირებას ვახერხებთ.
ნივრისთვის დამახასიათებელია კიდევ არაერთი თვისება, რომელიც წონის დაკლებაში გვიწყობს ხელს: ის არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, სტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფურ დრენაჟს, წარმატებით ებრძვის ცუდ ქოლესტერინს და უწყობს ხელს ორგანიზმს კარგი ქოლესტერინის მარტივად ათვისებაში. ადამიანებს, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ, დარღვეული აქვთ ადრენალინის გამომუშავების პროცესი. ნივრის რეგულარულად მიღება ამ პრობლემასაც ეფექტურად უმკლავდება.
ჩვენი ძლიერმოქმედი სასმელის მეორე კომპონენტი, რომელიც ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში, კეფირია. გამოცდილი დიეტოლოგების უმრავლესობა საკუთარ პაციენტებს ჭარბი წონის წინააღმდეგ საბრძოლველად კვების რაციონის მოცემული პროდუქტით გამდიდრებას ურჩევს, რასაც თავისი მიზეზი აქვს. თუ კეფირსა და ნიორს გააერთიანებთ, თქვენ მიიღებთ ეფექტურ საშუალებას, რომელიც წარმატებით გამოიყენება ჭარბი წონის წინააღმდეგ საბრძოლველად, ორგანიზმში ბინადარი პარაზიტების გასანადგურებლად და დისბაქტერიოზის დასამარცხებლად. გარდა ამისა, ასეთი სასმელი აძლიერებს იმუნიტეტსაც.
ასეთ კომბინაციას დადებითი გავლენა აქვს არა მხოლოდ ჩვენს ფიგურაზე, არამედ მთელ ორგანიზმზე. ძილის წინ მირთმეული მსუბუქი ვახშამი კეფირისა და ნივრისგან, შეგიწყობთ ხელს ხარისხიანად გამოძინებაში და წონის კლების პროცესის სტიმულირებაში.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევებში კეფირისა და ნივრის კომბინირება უკუჩვენებითია: კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირების დარღვევისას და გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას. ყველა სხვა შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ დახმარებისთვის ნივრისა და კეფირის კომბინაციას, რომელიც იმედებს არ გაგიცრუვებთ! მოცემული საშუალებისთვის დამახასიათებელია შარდმდენი ეფექტი, რის ხარჯზეც ის გვიწყობს ხელს შეშუპების დამარცხებაში და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში.
წონის კლების პროცესის მასტიმულირებელი სასმელის დასამზადებლად, დასრისეთ ნივრის 1 ან 2 კბილი და ჩაამატეთ ის 1 ჩაის ჭიქა კეფირში. ახლადმომზადებული სასმელით ჩაანაცვლეთ ვახშამი, რათა მიიღოთ მაქსიმალური შედეგი მინიმალურ დროში.
გარდა ზედმეტი კილოგრამების მოშორებისა, ეს სასმელი გაგათავისუფლებთ პარაზიტებისგან. საკმაოდ ხშირად ჭარბი წონის პრობლემა სწორედ ჩვენს ორგანიზმში ბინადარი უცხო სხეულებითაა განპირობებული. თუ დღიურ კალორაჟს ოდნავ შეამცირებთ და ყოველ საღამოს ამ საშუალებით ივახშმებთ, თვის განმავლობაში დაახლოებით 6-7 კილოგრამის მოშორებას შეძლებთ.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ უბრალო სასმელის გასაოცარი თვისებების შესახებ. ისინი მადლიერები დარჩებიან!