თავის მოვლა
იღლიიდან არასასურველი თმის მოცილება, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე, სულ რაღაც 2 წუთში
არასასურველი თმის მოცილება ყოველთვის აღელვებდათ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს. როგორ გამოცდასა და ტანჯვას აღარ უძლებენ ქალები, ჭარბი თმის მოსაცილებლად…
იღლიის არეში კანს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება. გარდა იმისა, რომ იქ საოფლე ჯირკვლები მდებარეობს, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ეს არე ძალიან მგრძნობიარეა.
დეპილაცია იღლიებში
იღლიის არეში არასასურველი თმის გაჩენისგან თავის დაღწევა ისეთი საშუალებებით შეიძლება, რომელთა შეძენასაც ნებისმიერ პროდუქტის მაღაზიაში შეძლებთ.
კურკუმა
კურკუმა თმის ზრდის შენელებაში დაგვეხმარება, ამისთვის აურიეთ 1 სუფრის კოვზი კურკუმა და 2 სუფრის კოვზი რძე სანამ პასტისებურ მასას არ მიიღებთ. შემდეგ ეს მასა იღლიის არეში წაისვით და სრულად გამოშრობამდე დაიტოვეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კურკუმამ შეიძლება სხეულზე ყვითელი ლაქები დატოვოს და მათ მოსაცილებლად კანი რძით გაიწმინდეთ.
ლიმონი და შაქარი
აურიეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი შაქარი, მიიღებთ პასტისებურ მასას. ეს მასა კანზე რამდენიმე წუთით დაიდეთ და შემდეგ სუფთა, ნოტიო ნაჭრის მეშვეობით მოიცილეთ.
კვერცხი და სიმინდის ფქვილი
აურიეთ 1 კვერცხი და 1.5 სუფრის კოვზი, ურიეთ სანამ პასტისებურ მასას არ მიიღებთ. დაიდეთ ის იღლიის ზონაში და სრულად გამოშრობამდე დაიტოვეთ. შემდეგ კი თბილის წყლით ჩამოიბანეთ.
ამ მეთოდებიდან ნებისმიერი გამოიყენეთ, კვირაში რამდენჯერმე, 1 თვის შემდეგ კი შედეგსაც დაინახავთ – თმების რაოდენობა შემცირდება, შემდეგ კი ისინი საერთოდ გაქრებიან.
გარდა ამისა, ნატურალური ინგრედიენტები, რომლებსაც გამოიყენებთ, ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით არის მდიდარი. ისინი კანის დამშვიდებაში დაგეხმარებიან და მას გაცილებით აბრეშუმისებრსა და ტენიანს გახდიან.