Connect with us

ჯანმრთელობა

ფინიკი – ნაყოფი უთვალავი დადებითი თვისებით!

ფინიკი 60-65% ნახშირწყლებს შეიცავს – ეს კი ყველაზე მაღალი პროცენტია სხვა ხილთან შედარებით. ის ასევე შეიცავს: სპილენძს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, მანგანუმს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, ალუმინს, კადმიუმს, კობალტს, გოგირდს, ბორს, ცილას, ზეთს. 23 სხვადასხვა სახეობის ამინომჟავებს – რომელთა უმეტესობა – სხვა, ვერცერთ ხილში ვერ შეგხვდებათ.

ვიტამინები: А, А1, С, В1, В2, В6, ნიაცინი, რიბოფლამინი, ასევე პანტოტენის მჟავა რომელიც ნახშირწყების ათვისებას უწყობს ხელს, არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს და ცხიმოვანი მჟავების შემცველობას.

პექტინები – საკვებო ბოჭკო რომელიც ამცირებს ზოგიერთი სიმსივნური დაავადების გაჩენის რისკს.

ფტორი კბილებს კარიესისგან იცავს.
სელენი ამცირებს სისმსივნური დაავადებების გაჩენის რისკს, ამაღლებს იმუნიტეტს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის შესაძლებლობას.

როგორც მცენარეული საკვების უმეტესობა, ფინიკი არ შეიცავს ქოლესტერინს.

იმის გამო, რომ ფინიკი დაბალკალორიულია და სასაგრებლო ნივთიერებების ძალიან დიდ რაოდენობას შეიცავს, რეკომენდებულია ტკბილეული მისით ჩაანაცვლოთ, ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ ვინც დიეტაზეა ან უბრალოდ ცდილობს წონა ნორმაში შეინარჩუნოს.

ფინიკი ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა ონკოლოგიურ დაავადებებთან, ტუბერკულოზთან, სიმსივნეებთან, ინფექციურ და სხვა ტიპის დაავადებებთან საბრძოლველად.

ითვლება, რომ გამომშრალი ფინიკი დადებითად მოქმედებს ტვინზე და მის შრომისუნარიანობს 20%-თ ან მეტით ზრდის.

უძველესი დროიდან, ფინიკი ცნობილი იყო თავისი სამკურნალო თვისბებით. ითვლება, რომ ფინიკის პალმის ნაყოფი ძალას და გამძლეობას გვაძლევს, ზრდის ჩვენი სიცოცხლის ხალგრძლივობას, აძლიერებს მამაკაცის პოტენციასა და ამაღლებს ლიბიდოს.

ის ამაგრებს გულს, ღვიძლს და თირკმელებს, ხელს უწყობს ნაჭლავში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, ეხმარება ორგანიზმში მჟავის ბალანსს და კვებავს სისხლს. ის ორგანიზმს ეხმარება სხვადასხვა ინფექციებთან ბრძოლაში, მათ შორის ვირუსულ ინფექციებთანაც.

ფინიკი ანემიისა და ჰიპერტონიის დროსაც სასარგებლოა, ასევე დიდი სარგებელი მოაქვს მკერდისა და ფილტვებისთვის, ამცირებს ხველას და ხელს უწყობს ნახველის გამოდევნას. არაჩვეულებრივად სასარგებლო და შეუფასებელია ტვინის მოქმედებისთვის. საკვები ბოჭკო, რომელსაც ფინიკი შეიცავს – სიმსივნური დაავადებების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს!