საკითხავი
რატომ არ უნდა უყიდოთ ბავშვებს ქინდერ სიურპრიზი – ამის შესახებ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
თუ ბავშვებს ქინდერის შოკოლადის ბატონებს ან კვერცხს ყიდულობთ, გირჩევთ ასე აღარ მოიქცეთ!
საქმე იმაშია, რომ გერმანულმა კომპანიამ FoodWatch, რომელიც სხვადასხვა საკვები პროდუქტის უსაფრთხოების შესწავლითაა დაკავებული, ახლახანს ამ ბრენდის პროდუქცია დატესტა და უნუგეშო დასკვნამდე მივიდა: „საბავშვო“ შოკოლადი კანცეროგენებს შეიცავს!
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მშობლები რომლებიც ამ ტკბილეულს ბავშვებს ყიდულობენ, მათში სიმსივნის განვითარებას ხელს უწყობენ! ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ზეთი, რომელსაც შოკოლადში სწორი „სუნის“ მისაცემად ამატებენ.
ქიმიკოსები ამ ჰიდროკარბონატს აბრევიატურით MOAH უწოდებენ. ეს ნავთობის გადამუშავების გვერდითი პროდუქტია. „ქინდერის“ გარდა ამ ქიმიკატის სახიფათო კონცენტრაციას გერმანული კანფეტები შეიცავს, რომლებიც Ferrero, Lindt და Rubezhal ბრენდების სახელით იყიდება.
FoodWatch განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს: MOAH-ს სიმსივნის გამოწვევა შეუძლია, მისი მცირე დოზაც კი ადამიანის გენს გარანტირებულად აზიანებს.
უფრო მეტიც, ორგანიზაცია ირწმუნება, რომ ამ კვების პროდუქტების მწარმოებლები გამყიდველ „მეცნიერებს“ და ჟურნალისტებს ფულს რეგულარულად უხდიან, რომ მათ ამ ტკბილეულის პოტენციული საფრთხის შესახებ „სწორი“ ინფორმაცია გამოაქვეყნონ.
„ტკბილეულის მწარმოებლები მომხმარებლების ჯანმრთელობის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით უბრალოდ გვაოგნებენ. იმის ნაცვლად, რომ სახიფათო კანფეტები მაღაზიის დახლებიდან ამოიღონ, საზოგადოებას უმნიშვნელო განცხადებებით და ცრუ სტატიებით ტვინს ურევენ“ – ამბობს ჯონ ჰეგი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) თანახმად, MOAH კანცეროგენული და მუტაგენური ნივთიერებაა.
Ferrero-ში კი შემადგენლობის შეცვლის ნაცვლად ირწმუნებიან, რომ ამ მინერალური ზეთის კვალი „გარემო სამყაროში ყველგან არსებობს”. მისით შეფუთვები და საღებავები სავსეა. ნუთუ ეს გამართლებაა? არა, ასე არაა!
საბავშვო ტკბილეულებში სახიფათო ქიმიკატების გამოყენება დიდი კორპორაციების კომერციული ინტერესებით და გამყიდველი მწარმოებლებით გამართლებული ვერ იქნება.
სანამ ეს კანფეტები ჩვენთან არ აკრძალეს, უბრალოდ არ შეიძინოთ! მეგობრებიც გააფრთხილეთ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც შვილები ჰყავს! სხვათა შორის, მსოფლიოში ამის პრეცედენტი უკვე არსებობს: ქინდერის შოკოლადის კვერცხი ჩილეში უკვე აკრძალეს, სწორედ რომ MOAH-ის გამო!