ჯანმრთელობა
როგორ გავაუმჯობესოთ საჭმლის მონელება ვაშლის ძმრის მეშვეობით. 3 რეცეპტი
ვაშლის ძმარი მუცლის შებერილობასა და კუჭის პრობლემებსაც კი აქრობს. მას შეუძლია სისხლში შაქრის დონის კონტროლშიც დაგეხმაროთ, გარდა ამისა დაგეხმარებათ კანის, ფრჩხილებისა და თმების აღდგენასა და გამაგრებაში. მისი დამატება ყველა რეცეფტში შეიძლება, თუმცა ზოგჯერ მისი ყოველდღიურად მოხმარებისთვის უბრალოდ დრო არ გვყოფნის, ამიტომ შეგიძლიათ ის უბრალოდ წყალში გააზავოთ და დალიოთ. შეგიძლიათ ჩვენს რეცეფტებს სხვა პროდუქტებიც დაუმატოთ და უფრო სასარგებლო გახადოთ.
ეს 3 ორიგინალური რეცეფტი, დაგეხმარებიან საჭმლის მონელება გაიუმჯობესოთ.
“ტროპიკული” ვაშლის ძმრით
მიიღეთ ტროპიკების გემო ამ ხილის რეცეფტისგან. სტევია ნაზავს ცოტაოდენ შაქარს უმატებს და ძმრის გემოსაც ნიღბავს (სტევია (ლათინურად Stévia) თაფლოვანი, ანუ ტკბილი მცენარე). ეს სასმელი ვახშმის მერე მოსამზადებლადაც კარგია, ის ძილის წინ საჭმის მომნელებელ სისტემას გაგისუფთავებთ.
ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
- 1 გამოწურული ფორთოხლის ნაჭერი
- 2 წვეთი თხევადი სტევია
ცხარე ლიმონათი
ეს რეცეფტი დილით იოლად გამოგაფხიზლებს – კაიენის წიწაკის მეშვეობით, ის ნარევს ცოტაოდენ სიცხარეს შესძენს. ლიმონმჟავა და ძმარი კარგად ავსებენ ერთმანეთს. ამასთანავე აგავა გემოს არბილებს. კაიენის წიწაკა განსაკუთრებით კარგია რადგან ის ბუნებრივი გზით გვათავისუფლებს დაავადებათა გრძელი სიისგან, ამ დაავადებებს შორისაა: მჟავიანობა, ყელის ტკივილი, ბუასილი და გულის რევა.
1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 მწიკვი კაიენის წიწაკა, 1 ჩაის კოვზი აგავას ნექტარი.
ჟოლო და თაფლი
ცოტაოდენი ნეკერჩხლის სიროფი, ჟოლოს არომატი – ეს ზაფხულით ტკბობაა. ნარევი 1/2 ჩაის კოვზი თაფლიანი წყლითაც შეგიძლიათ დაატკბოთ.
- 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
- 1 ჟოლოს პიურე
- 1/2 ჩაის კოვზი ნეკერჩხლის სუფთა სიროფი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უბრალოდ რამდენიმე მაგალითია ბევრთაგან. შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ინგრედიენტების მეშვეობით – თქვენი პერსონალური რეცეფტებიც მოიფიქროთ, შეუთავსოთ ის ვაშლის ძმარს და კუჭის მოქმედებაც გაუმჯობესოთ.
შეგიძლიათ ეს ნარევები უზმოზე ან საჭმლის შემდეგ გამოიყენოთ.