ჯანმრთელობა
რატომ არის სასარგებლო უზმოზე ცხელი წყლის დალევა
ალბათ გაღვიძებისას სამზარეულოსკენ მიემართებით და ჭიქა წყალს მიირთმევბთ. მე ასე ვიქცევი. ამაში გასაოცარი არაფერია, რადგან ამას თავითონ ორგანიზმი გვკარნახობს.
თუმცა ჩემს ცხოვრებაში არსებობს 1 წესი, რომელსაც უკვე დიდი ხანია მივსდევ – დილით ცივს კი არა, თბილ წყალს ვსვამ.
რატომ ვიქცევი ასე?!
თბილი წყლის ჭიქა ჭამის წინ არა მხოლოდ კუჭს, არამედ მთლიან კუჭ-ნაწლავის სისტემას რგებს. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა – როგორ შეიძლება საჭმლის მონელება უზმოზე გაუმჯობესდეს?
ამბობენ, რომ ჭიქა წყლის მიღება დილიდანვე კარგია, თუმცა არავინ აკონკრეტებს როგორი უნდა იყოს წყალი. მე გადავწყვიტე ამ პროცესში უკეთ გავრკვეულიყავი.
აღმოჩნდა, რომ ეფექტურობისთვის, თბილი წყალი უნდა მიიღოთ, რომელიც 40 გრადუსზე გრილი არ უნდა იყოს!
რატომ უნდა იყოს წყალი თბილი?!
საქმე იმაშია, რომ თუ თბილ წყალს დალევთ ორგანიზმი მის შეთბობაზე ენერგიას აღარ დახარჯავს. როდესაც ცივ წყალს ვსვამთ,მანამ სანამ კუჭში მოხვდება – ეს წყალი თბება! ამაზე კი ორგანიზმის ენერგია იხარჯება. მაცივრის წყალი ძალიან ცუდია ორგანიზმისთვის! ამიტომ უკეთესი იქნება თუ თბილ წყალს დალევთ, აუცილებელი არაა ეს აუცილებლად წყალი იყოს, ზოგჯერ მწვანე ჩაის მირთმევაც შეგიძლიათ. მწვანე ჩაის შესახებ ჩვენს საიტზე საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა!
ყველას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ!