Connect with us

საკითხავი

მკითხაობა ყავის ნალექზე

ყავის ნალექზე ნახატების დაკვირვებით თქვენი ბედის გამოცნობას შეძლებთ. ასეთი მკითხაობა სიყვარულზე, წარმატებასა და მომავალზე დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. სწორედ ამიტომ, დალეული ყავის ჭიქის გარეცხვა არ იჩქაროთ.

ყავაზე მკითხაობისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • ნატურალური დაფქული ყავა მოამზადეთ.

ყავა აუჩქარებლად დალიეთ. სჯობს ამ მიზნით ყავის ჭიქა გამოიყენოთ. შემდეგ თეფშზე დადეთ. მისი დახმარებით წარსულის განსაზღვრას, ხოლო ჭიქით მომავლის გაგებას შეძლებთ.

როგორ ვიმკითხაოთ:

  • თეფშზე ყავის ნახაზებს კარგად დააკვირდით. თუ გაწონასწორებული ადამიანი ხართ, ნახატებს მკაფიო კუთხეები ექნება.
  • როცა ნალექი ბოლომდე გაშრება, მკითხაობას შეუდექით. ნახატების დათვალიერება კუთხიდან დაიწყეთ. კუთხური სიმბოლოები მომავალზე მიგანიშნებთ. ჭიქის ძირი გიჩვენებთ იმას, რაც თქვენ გულში გაქვთ. ცენტრი იმ მოვლენებზე გიამბობთ, რაც გელოდებათ. სქელი ნალექი დარდს მოასწავებს, ხოლო პატარა მაცნე გიამბობთ, რომ დარდი უკვე წარსულს ჩაბარდა.
  • თუ ჭიქის ძირი ძალიან სავსეა და მასში სურათის დანახვას ვერ ახერხებთ, ჭიქა გადმოაბრუნეთ. ასე ზედმეტი ნალექის მოშორებას შეძლებთ. მსხვილი სურათები დაათვალიერეთ. ისინი მკითხაობის საგანს წარმოადგენს.

მკითხაობა ყავის ნალეზე

ზოლებს ყურადღება მიაქციეთ:

  • თუ ბევრი ზოლია, თქვენ ხანგრძლივი ცხოვრება გექნებათ.
  • მოკლე ხაზები საქმიანობის შეცვლას მიუთითებს.
  • ჭიქის ძირის შუა ნაწილში ხაზი სასიამოვნო მოგზაურობაზე მეტყველებს.
  • ბევრი წყვეტილი ხაზი – მძიმე ფინანსური მდგომარეობა.
  • დაკლაკნილი ხაზი მძიმე ავადმყოფობაა.

ყავის ნალექზე ყოველდღიური ცხოვრებიდან რაიმე ნივთის მკაფიოდ დანახვა შეიძლება, რაც ნიშნავს:

  • თვალის დანახვა – ცხოვრებაში ცვლილებებს ელოდეთ.
  • გვირგვინი – წარმატება.
  • სახლი – ფულის ხარჯვა.
  • ლარნაკი – დარდი, ცრემლი.
  • ველოსიპედი – ხანგრძლივი მოგზაურობა.
  • აქლემი – სიმდიდრე.
  • ჩემოდანი – სასიამოვნო შეხვედრა.
  • მხედარი – დახმარება ძლიერი ადამიანისგან.
  • ბუ – სწავლება.
  • ბოქლომი – უსიამოვნება.
  • კურდღელი – ახალი მეგობრის შეძენა.
  • გველი – ცვლილებები.
  • წრე – ბავშვები.
  • ბუჩქი – შორეული გზა.
  • ძროხა – სიმდიდრე.
  • გედი – განშორება.
  • ყვავილი – სიყვარული.
  • ცხენი – ხეტიალი.
  • ჭიანჭველა – პრემია.
  • დათვი – უხეშ ადამიანთან შეხვედრა.
  • წისქვილი – შფოთვა.
  • ირემი – წარმატებული გადაწყვეტილების მიღება.
  • მაიმუნი – ცრუ ნაცნობობა.
  • სამკუთხედი – აღმოჩენა.
  • არწივი – ბრძოლა.
  • უნაგირი – მოგზაურობა.
  • გული – ვნება.
  • ქათამი – საფრთხე.
  • ბადე – სასჯელი.

თუ დაინახეთ ციფრები:

  • 1 – თქვენ საყვარელი ადამიანი გელოდებათ.
  • 2 – წარუმატებლობას ელოდეთ.
  • 3 – წარმატებული მოლაპარაკება.
  • 4 – მოვლენების წარმატებული შედეგი.
  • 5 – ჭორებს ერიდეთ.
  • 6 – დაოჯახება არ იჩქაროთ.
  • 7 – შინაურ კერას გაუფრთხილდით.
  • 8 – ახლობლებს დაუთმეთ.
  • 9 – მოულოდნელი ნაცნობობა.
  • 10 – იღბალი.
  • 100 – ბედნიერი ცხოვრება, თუ ბევრს შრომობთ.

თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ და ჭიქა ყავაზე დაპატიჟეთ.