Connect with us

ყვავილები

იდეების ნაკრები სახლის მცენარეებით მორთვისთვის

ვაზონები სახლში თითქმის ყველას აქვს მაგრამ, ცოტას თუ უფიქრია როგორ უნდა მოვახდინოთ მათი სწორად განაწილება და კომბინირება. სწორად შერჩეული კომპოზიციის წყალობით ხომ ხარვეზების დაფარვა და ინტერიერში ნათელი ჩანართების შექმნა შეიძლება.

ამ სტატიაში იდეების ნაკრებს გაგაცნობთ, რომლებიც ინტერიერის ღირსებებს გაუსვამენ ხაზს.

1. მცენარეები სახლის ინტერიერში

ოთახის მცენარეები შენობას ვიზუალურად აფართოებენ, ქმნიან განსაკუთრებულ ატმოსფეროს და საშუალებას გვაძლევენ ბინაში სივრცე გავანაწილოთ.

2. რაფა ყველაზე პოპულარული ადგილია ვაზონების განსათავსებლად. ორიგინალურად გაფორმებული რაფა თავად წარმოადგენს დეკორის ელემენტს და განსაკუთრებულ სტილს ქმნის.

3. მოზრდილი მცენარის დამატებით – ყველაზე სადად მოწყობილ ოთახსაც კი მყუდროდ გადააქცევთ. ასეთი მიზნისთვის სხვადასხვა ტიპის პალმები, ფიკუსი ან გიბიკუსი გამოგადგებათ. მცოცავი მცენარეებიდან – მონსტერა – მისთვის საყრდენი დაგჭირდებათ.

ვაზონები დაწნულ კალათებშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებიან. დეკორის ასეთი ელემენტები უდავოდ შეჰმატებენ სიმყუდროვეს.

4. მცენარეთა კომპოზიციამ შეიძლება ფუნქციური დანიშნულებაც შეასრულოს, მაგალითად, შირმის.

5. კიდევ რამდენიმე საინტერესო ვარიანტი სახლისთვის

6. თაროებიანი სადგამები ბინაში ადგილის ეკონომიას აკეთებენ და ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნიან. ისინი შეიძლება სხვადასხვა მასალისგან იყვნენ დამზადებული. ხის თაროები არც თუ ისე პრაქტიკული და ხანგრძლივი მოხმარებისაა, რადგან დროის განმავლობაში ხე ფორმას კარგავს და სოკო უჩნდება, თუმცა ხე არაჩვეულებრივად ესადაგება ქანთრის, პროვანსის, კლასიკურ, სკანდინავიურ და მსგავს ინტერიერებს.

მეტალის თაროები ნებისმიერ ინტერიერს უხდება, განსაკუთრებით მინიმალიზმს, მოდერნს, ჰაი ტეკს და ლოფტს. გამოირჩევა ექსპლუატაციის მაღალი ხარისხით. შუშის თაროები ეკოლოგიურიც არის, უსაფრთხოც და ძალიან მოდურად გამოიყურება, პლასტმასის თაროები კი უფრო იაფი და ბიუჯეტურია.

გამოიყენეთ ეს იდეები თქვენი სახლისა და ინტერიერისთვის. მცენარეები სახლს სიმყუდოვეს მატებენ, ნეგატიური ენერგია მიაქვთ და თვალსაც ახარებენ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.