Connect with us

ყვავილები

რატომ უნდა ჩავარჭოთ ლურსმანი ოთახის მცენარის ქოთანში

დიასახლისების უმეტესობას სახლში ერთი ოთახის მცენარე მაინც მოეპოვება. ზოგჯერ მცენარეებს ბევრ დროს ვუთმობთ, მიწას ვუფხვიერებთ, დროულად ვრწყავთ, მაგრამ პრობლემები მაინც ექმნებათ… რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?! ალბათ, საქმე რკინის ნაკლებობათან გვაქვს. დღევანდელი სტატია სწორედ ამ პრობლემას განიხილავს.

რკინა მცენარეებისთვის

არსებობს ესეთი პრობლემა, რომელსაც ქლოროზი ეწოდება. ოთახის მცენარეებს ამ პრობლემის ინფექციური ფორმა ნაკლებად ემუქრებათ, თუმცა მისი საჭირო მინერალების არ ქონით პროვოცირება ნამდვილად შეიძლება. ქლოროზი ქლოროფილის წარმოქმნას და ფოტოსინთეზის აქტივობას ანელებს. ხშირ შემთხვევაში დაავადებული მცენარის გადარჩენა ვეღარ ხერხდება, ამიტომ საჭიროა იზრუნოთ იმაზე, რომ თქვენს მცენარეს ყოველთვის ყოფნიდეს რკინა! ბუნებრივი გზით მათი მიღება უმარტივესია და ამისთვის ჟანგიანი ლურსმნებიც კი გამოგადგებათ! ჩაარჭეთ რამდენიმე ჟანგიანი ლურსმანი ყვავილის ქოთანში, ფესვების სიახლოვეს და კარგად მორწყეთ. დანარჩენი თავისთავად მოხდება.

რკინა მცენარეებისთვის და სხვა რჩევები

ლურსმანი ნელ-ნელა უფრო მეტად ჟანგდება, ნიადაგი ნოყიერდება, თქვენი სახლის ბაღის მდგომარეობაც ნელ-ნელა უმჯობესდება. აი კიდევ რამდენიმე რჩევაიმის შესახებ თუ როგორ მოუაროთ თქვენს საყვარელ მცენარეებს.

1. თუ გინდათ, რომ თქვენი მცენარეების ფოთლები მზის შუქზე ბზინავდნენ, მათი ფოთლები სველი ხელსახოცებით გაწმინდეთ. სპირტის შემცველი ანტისეპტიკური ხელსახოცის სითხე მალე ორთქლდება და მცენარეს ზიანს არ აყენებს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ხერხს დრაცენა, კლივია და იუკა არ ექვემდებარებიან.

2. ნიადაგი შეგიძლიათ საინტერესო ნარევით გაამდიდროთ. ის ბანანის ქერქისგან, ორი კვერცხისა და დაფქული, შავი ყავისგან მზადდება. ყველაფერი დააბლენდერეთ და მორწყვის დროს ნიაგადს დაუმატეთ. 1 ჩაის კოვზი საკმარისი იქნება. შეგიძლიათ ეს ფაფა ნიადაგს მთელს პერიმეტრზე წაუსვათ.


3. სასუქის ბიუჯეტური და ხალხური ფორმა – კარტოფილის ნახარში. ის პიურეს მომზადების პარალელურად მზადდება. წყალი ნიჟარაში კი არ გადაღვაროთ, არამედ შეინახეთ, გააგრილეთ და შემდეგ ყვავილები მორწყეთ.

ამ ხერხებს თუ ხშირად გამოიყენებთ, თქვენს მცენარეებს პრობლემები არ შეექმნებათ და თავს შესანიშნავად იგრძნობენ. ნუ დაგავიწყდებათ მათი დროული მორწყვა და ზრდის პარალელურად, მათი უფრო დიდ ქოთანში გადატანა.