Connect with us

ყვავილები

რომელი ბოსტნეულის გაზრდა შეიძლება ფანჯრის რაფაზე

საკუთარ ბოსტანში ბოსტნეულის მოყვანა ჩვეულებრივი საქმეა. ცოცხალი ბუნების და ჯანსაღი კვების მოყვარულები თავისუფალ დროს ბოსტანში ატარებენ და ამის შესახებ ყველაფერი იციან. თუმცა ბოლო დროს, სხვადასხვა კულტურის სახლის პირობებში მოყვანა საკმაოდ პოპულარული გახდა.

ქალაქის აივანზე ან სამზარეულოს ფანჯრის რაფაზე ზედმეტი მწვანე კულტურის, სალათის, სანელებლების, პატარა პომიდვრის, წიწაკის და კიტრის გაზრდას წარმატებით შეძლებთ. სხვათა შორის, აქ საქმე უფრო წარმატებულია, ვიდრე ღია ნიადაგზე, რადგან სახლში მცენარე მავნე სიუპრიზებისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისგან, დაავადებებისა და მავნებლებისგან დაცულია.

პატარა, მოკრძალებულ ლოჯიაშიც რამდენიმე ბაღის მცენარე შეგიძლიათ მოათავსოთ. დიდ აივანზე კი მთელი ბოსტნის გაშენება შეგიძლიათ. თუ თქვენი ლოჯია ან აივანი შემინული და შეფუთულია, ბოსტნეულის გაზრდას მთელი წელი შეძლებთ.

რა შეიძლება გაზარდოთ

შინაურული ბოსტანი არა დიდი მოსავლის მისაღები საქმიანობა, არამედ თავად პროცესით სიამოვნების მიღებაა. ასეთ ბოსტანში ყველაზე მეტად გემრიელი მწვანილია – სხვადასხვა სალათი, კამა, ქინძი, ბაზილიკი, ოხრახუში, მწვანე ხახვი. ასევე კიტრის გაზრდას მარტივად შეძლებთ. ამასთან, ზამთარში დამატებითი განათებით უზრუნველყოფა არ დაგავიწყდეთ.

პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი მრავალწლიანი მცენარეებია, რომლებიც საჭირო სითბოს და სინათლის პირობებში შეგიძლიათ მთელი წელი გაზარდოთ. სწორი მოვლის და სასუქის მიწოდების პირობებში შეიძლება 2 წელი გაიზარდოს.

თუ გარკვეული მიზეზით საჭირო პირობის შექმნას ვერ ახერხებთ, სჯობს თესლი შუა მარტში დარგოთ, ხოლო აღმოცენებული მცენარე მაისის დასაწყისში გადარგოთ. სახლის მინი-ბოსტნისთვის მწვანილის, კიტრის, პომიდვრის, წიწაკის და ბადრიჯნის თესლი გამოიყენოთ. არსებობს ზოგადი წესები, რომლებიც ჯიშის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ. შერჩეული ჯიში უნდა იყოს:

  • კომპაქტური და უხვ მოსავლიანი;
  • ჰაერის დაბალი ტენიანობის და ცუდი განათების მიმართ გამძლე;
  • ხელოვნური სინათლის ქვეშ კარგად უნდა იზრდებოდეს;

სჯობს ამ მიზნით სპეციალურად გამოყვანილი ჯიში და ჰიბრიდი დარგოთ, რომელიც ცუდი განათების პირობებში კარგ მოსავალს მოგცემთ. ნახეთ, ასეთ სახეობებში რომელიც ბოსტნეული შედის.

პომიდორი

ეს კომპაქტური, პატარა ნაყოფის მქონე სახეობა ფორმირებას, მიმაგრებას და შეხვევას არ საჭიროებს. პომიდორი ჩერი პატარა ტკბილი ნაყოფით ყველა სხვა დანარჩენზე უფრო გემრიელია. მასში 2-3-ჯერ უფრო მეტი შაქარი შედის, ვიდრე ჩვეულებრივ პომიდვრის ჯიშში.

წითელი ნაყოფის ჩერი პომიდორს „ბები“, „წითელი საბადო“, „წითელი ქუდი“ ღია ფერის, 15-20 გრ წონის ნაყოფი აქვს. მომწიფების ვადა 80-90 დე. თუმცა ეს ვადა პირობის შექმნაზე დამოკიდებულია. ეს წესი ყველა ბოსტნეულის კულტურას ეხება.

წითელი ნაყოფის ჩერი პომიდორთან შეგიძლიათ დარგოთ ნარინჯისფერი და მოყვითალო ნაყოფის სახეობა „ნარინჯისფერი ქუდი“ და „ყვითელი ქუდი“. ნერგის ამოსვლიდან მომწიფებამდე პერიოდი 85-90 დღე. სწორედ, რომ დაბალი მჟავიანობის და თითქმის ჯუჯა პომიდორი სახლის პირობებში გასაზრდელად საუკეთესოა.

კაშპო ამპელური მცენარეებით აივანზე უჩვეულოდ და ძალიან მოდურად გამოიყურება. ამ კომპოზიციას თუ პომიდორს დაუმატებთ, რა მოხდება? სწორი მოვლის პირობებში გრძელი წითელი ან ნარინჯისფერი ნაყოფით რამდენიმე თვე დამშვენდება. ამპელური სახეობის პომიდორი ძალიან ბევრი არაა, მაგრამ შეგიძლიათ აირჩიოთ „ოქროსფერი მტევანი“ და „ქაცვისფერი მარცვლები“ (ნერგის აღმოცენებიდან მომწიფებამდე პერიოდი 80-85 დღე).

წიწაკა

აივანზე შეგიძლიათ ერთდროულად, როგორც ცხარე, ასევე ტკბილი წიწაკა დარგოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვადასხვა ბოლოში, მინიმუმ 3-4 მეტრის დაშორებით დარგეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, მცენარეები გადაიკვეთება და ტკბილი წიწაკა ცხარე გახდება.

ტკბილი წიწაკის სახეობა და ჰიბრიდი, მათ შორის სახლის პირობებში გასაზრდელად ძალიან ბევრია. არჩევანი კომპაქტური, პატარა ნაყოფის სახეობაზე გააკეთეთ, რომელიც მალე მწიფდება. მაგალითად, „ტიომა“ (ნარინჯისფერი სახეობა, აღმოცენებიდან მომწიფებამდე პერიოდი – 95-100 დღე) და „კუზია“ (წითელი ნაყოფის, აღმოცენებიდან მომწიფებამდე პერიოდი 90-95 დღე).

ცხარე წიწაკა ძალიან დეკორატიულია. მათი პიკანტური ნაყოფი კულინარიაში წარმატებით გამოიყენება. ფანჯრის რაფაზე, ლოჯიაში ან აივანზე გასაზრდელად გამოგადგებათ კომპაქტური სახეობა „დრაკონი F1” (წითელი, აღმოცენებიდან მომწიფებამდე პერიოდი 95-100 დღე), „ფენიქსი“ (წითელი, აღმოცენებიდან მომწიფებამდე პერიოდი 80-85 დღე), „ოქროსფერი“ (ნარინჯისფერი, აღმოცენებიდან მომწიფებამდე პერიოდი 90-95 დღე). „მექსიკური“ ჯიშის სახეობას შეფერილობა მოყვითალოდან მეწამულამდე და ღია წითლამდე ეცვლება. მოსავლის აღების პერიოდი – 78-90 დღე.

ბადრიჯანი

სახლის პირობებში კომპაქტური სახეობა შესანიშნავად იზრდება. „ზოლებიანი“ სიმაღლეში 45 სმ-ს აღწევს და კვერცხის ფორმის მრავალ ლამაზ ნაყოფს ითავსებს და 80 გრამამდე იწონის. ბადრიჯანი „მედალიონი“ მეწამული მოგრძო კვერცხის ფორმის ლამაზი ნაყოფით გულუხვად დაგაჯილდოვებთ. ნერგის აღმოცენებიდან მოსავლის მიღებამდე პერიოდი ჩვეულებრივ 90-95 დღეს შეადგენს.

კიტრი

სახლის პირობებში გასაზრდელად მხოლოდ ჰიბრიდები გამოგადგებათ. ფანჯრის რაფაზე გასაზრდელი კიტრი უპრეტენზიო, მშრალი ჰაერისთვის გამძლე და სასურველია კომპაქტური იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფიტონათურის ქვეშ უპრობლემოდ იზრდებოდეს, რადგან ეს მცენარე ხელოვნური სინათლის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა – ზოგიერთი სახეობის ფოთოლი შეიძლება ნეკროზით დაიფაროს, ასე ფიტოსინათლეზე რეაქცია ვლინდება.

ეს ნაკლი არ აქვს ჰიბრიდებს „ქალაქის კიტრი F1” და „ქალთა გულთამპყრობელი F1” – მოკლე და გემრიელი ნაყოფის მისაღებად აღმოცენებიდან დაახლოებით 40 დღეა საჭირო.

ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ და ბოსტნეული სახლის პირობებში გაზარდეთ. ეს ძალიან გასართობი საქმიანობაა!