Connect with us

ჯანმრთელობა

ჩემი საყვარელი ბრინჯის ბურახი პოდაგრისა და ოსტეოხონდროზის წინააღმდეგ

პერიოდული ტკივილი ზურგში – ასეთ რამეს თითქმის ყველა შევუწუხებივართ. ნაკლებადმოძრავი ცხოვრების წესსა და ორგანიზმში მარილების დაგროვებას სწორედ ასეთ პრობლემებამდე მივყავართ. ამ დროს უნდა აირჩიოთ – დახარჯოთ ფული ძვირადღირებულ პრეპარატებსა და ექიმებზე თუ ხალხური მეთოდებით იმკურნალოთ?!

ბრინჯის ბურახი – გემრიელი არომატითა და მოტკბო გემოთი გამოირჩევა, ის დაგეხმარებათ სახსრებისა და ოსტეოქონდროზის პრობლემების დროს.

ბრინჯის კულტივირება 9 ათასი წლის წინათ დაიწყეს, მას შემდეგ ცნობილი გახდა მისი დადებითი თვეისებებიც. მათ შორისაა ეფექტურობა დეტოკსიკაციის დროს, მარილების დაგროვებისგან გათავისუფლება და ოსტეოქონდროზის მკურნალობა. ბრინჯის ბურახი პირველ რიგში – უდიდესი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.

მათთვის ვინც სახსრებში ტკივილებით იტანჯება, ეს სასმელი ნამდვილი მისწრებაა.

ბრინჯის ბურახის სარგებელი:

რეგულარული მოხმარების დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ, ცვლილებებს ნამდვილად შეამჩნევთ. მაშ ასე, ბრინჯის ბურახი კურნავს:

  • კურნავს პოდგრას
  • რეკომენდებულია რევმატიზმებისას
  • კურნავს რევმატულ პოლიართრიტს
  • კურნავს ოსტეოქონდროზს
  • გამორეცხავს ზედმეტ მარილებს ორგანიზმიდან
  • გვაშორებს ზურგის ტკივილს
  • გამოყავს ტოქსინები
  • გაძლევთ ტონუსს
  • რეკომენდებულია ოპერაციებისა და ავადმყოფობის შემდეგ
  • ებრძვის ქრონიკულ დაღლილობს

ბრინჯის ბურახის რეცეფტი

სასმელის მოსამზადებლად, რეკომენდებულია მრგვალი ბრინჯის გამოიყენება, წყალი უნდა აადუღოთ ან დააყენოთ დღე-ღამის განმავლობაში.

  1. გარეცხეთ 4 სუფრის კოვზი ბრინჯი და დაასხით ერთი ლიტრი წყალი.
  2. დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი შაქარი და 5 მუქი ქიშმიში. აურიეთ.
  3. დააყენეთ 4 დღის განმავლობაში, ზაფხულის ცხელ ამინდებში კი 3 დღეც საკმარისია.
  4. გადაღვარეთ სითხე და გაწურეთ. შეინახეთ მაცივარში.
  5. დარჩენილ ნალექში დაამატეთ 3 სუფრის კოვზი ბრინჯი, ლიტრი წყალი და კიდევ 4 ქიშმიში. დააყენეთ 4 დღე და გადაღვარეთ.

შემდეგი პორციისთვის დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ბრინჯი, 2 სუფრის კოვზი შაქარი და 3 ქიშმიში.

მეორე ჯერზე ბურახს უფრო კარგი არომატი ექნება. შემდეგი მომზადებისთვის უნდა გადაყაროთ მასის ნაწილი და დაუმატოთ 2-2 კოვზი ბრინჯი და შაქარი ქიშმიშით.

ერთი სამკურნალო კურსი 5 კვირა გრძელდება: მიიღეთ 3-ჯერ დღეში, ნახევარი ჭიქა, ჭამის შემდეგ. ამ პერიოდში არამარტო გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა არამედ ორგანიზმიც გაგეწმინდებათ.