Connect with us

ჰოროსკოპი

ჭკვიანი როგორც გვირილა: ყვავილების ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი

ყველა გოგონა სინამდვილეში – ნაზი ყვავილია ან, ნაზი თუ არა, ეკლიანი ან შხამიანი… ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადეთ. გსურთ გაიგოთ რომელი ყვავილი ხართ?! მაშინ ჩვენი ჰოროსკოპი წაიკითხეთ!

გაზაფხულის ყავილები

ყაყაჩო 1-10 მარტი

ფრთხილად, სახიფათო მომენტი: ისინი საშინლად მომაჯადოვებლები, ძალიან საიდუმლოებით მოცულნი და წინააღმდეგობრივი ხასიათისანი არიან, თვითონ არ იციან რა სურთ და არც ცდილობენ ამის გარკვევას, ასე ხომ საინტერესო აღარ იქნება….

ლილია 11 – 20 მარტი

იდუმალებით მოცული ნატურაა, შეუძლია რამდენიმე ფრაზით მოგაჯადოვოთ. მათი ჭეშმარიტი ფიქრები და გრძნობები გასაიდუმლოებული რჩება ყველაზე ახლობელი ადამიანებისთვისაც კი, ერთადერთი რაც დაგრჩენიათ – ესაა იფიქროთ და დასკვნები გამოიტანოთ, რაც როგორც წესი მცდარი იქნება.

ფუტკარა 21-31 მარტი

სპორტსმენი და უბრალოდ ლამაზმანი, თავდაჯერებული და უკომპრომისო ქალბატონი, რომელიც არაჩვეულებრივი ლიდერი იქნებოდა, თუკი თავის თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას არ აიღებდა მათ მაგივრად ვინც მას მიყვება. ამ ბალასტის გარეში ის ადვილად დაიპყრობდა მწვერვალებს.

მაგნოლია 1-10 აპრილი

უჩვეულო და ეფექტური ქალბატონი, რომელსაც ჰაერივით სჭირდება გარშემომყოფთა ყურადღება. გვერდიდან ის ჩამოუყალიბებელი და არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, პატარ-პატარა რომანები და დაუსრულებელი წვეულებები მის შესახებ ამ აზრს საკმაოდ ამყარებენ – სანამ მაგნოლია, როგორც რუხი კარდინალი, შეუმჩნევლად ახვევს თავს გარშემომყფებს თავის სურვილებს.

ჰორტენზია 11-20 აპრილი

გვერდიდან ჩანს, რომ ჰორტენზია – ყველაზე დიდი ექსტრავერტია. მაგრამ, ყველა ვინც მუდმივად ჰორტენზიას გარშემო ტრიალებს, არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევს მის მყუდროებას და შინაგან სიმარტოვეს. ეს მას სრულიად აკმაყოფილებს: ჰორტენზიას ხალხში მხოლოდ კარგის დანახვა მოსწონს, აი გაწბილება და იმედგაცრუება  კი -არა! ამიტომ ის მხოლოდ რჩეულებს უშვებს თავისთან ახლოს!

გეორგინა 21-30 აპრილი

ქალბატონი გეროგინა ბევრს წინააღმდეგობრივი ეჩვენება, ხოლო ზოგს კი მლიქვნელი, თუმცა სინამდვილეში ის უბრალოდ მრავალმხრივი ნატურაა. ამასთანავე კრისტალურად სუფთა და ძალიან მორიდებულია!

დუმფარა 1-10 მაისი

ფანტაზიორი და მეოცნებე, ამჯობინებს ცხოვრების უდიდესი ნაწილი შინაგან სამყაროში გაატაროს. რეალურ ცხოვრებას შორიდან ადევნებს თვალყურს, თუმცა მას ბოლომდე არ შეიგრძნობს! რატომ?! ყველაფერი რაც საინტერესო და საჭიროა – თვითონ მივა მასთან!

დანდური 11-20 მაისი

პესიმისტი ფეთქებადი ხასითით: ცხოვრებისგან მუდმივად დაგებულ მახეს ელოდება. ამიტომ ამჯობინებს წინასწარ იყოს შემზადებული. სინამდვილეში კი არაფერის ხდება რადგან მას ყველა ნაბიჯი გათვლილი აქვს. ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ გეგმა “ბ” კი არა, გეგმა “გ”, გეგმა “დ” და გეგმა ანბანის საერთოდ ყველა ასოზე აქვს!

გვირილა 21-31 მაისი

წმინდა უბრალოება: მიმზიდველი, ფაქიზი და არაჩვეულებრივად საყვარელი ქალბატონი, ოდნავ დაბნეული, არაპუნქტუალური და ძალიან მიმნდობი. სინამდვილეში ის უბრალოდ თავს გაჩვენებთ, მაგრამ, არა იმიტომ რომ გავნოთ, არა! უბრალოდ ეს ხელოვნებისადმი სიყვარულის გამო მოსდის!

ზაფხულის ყვავილები

ზარი 1-10 ივნისი

ძალიან კონსერვატიული ქალბატონია. ვერ იტანს ნებისმიერ ცვლილებას და საერთოდ არ ისწრაფვის რაიმე ახლის შეცნობისკენ. ცდილობს ერთხელ და სამუდამოდ აირჩიოს თავისი სახლი, საქმე და სიყვარული. შემდეგ კი ეს ყველაფერი გააუმჯობესოს და სრულყოფილებამდე მიიყვანოს. რაც ნამდვილად გამოსდის!

მარგარიტა 11-21 ივნისი

მეგობრული და მორცხვი, ადამიანი რომელიც ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხს, მას შეუძლია კარგი ნებისმიერში დაინახოს. ძალიან კეთილი და გულისხმიერია.

ტიტა 22 ივნისი – 1 ივლისი

ფანტასტიურად იღბლიანი ქალბატონია. თავის თავს უარს არაფერზე ეუბნება და ყოველთვის ახერხებს ცხოვრებისეული დარტყმების თავიდან აცილებას. არასდროს იღლება ექსტრემისგან. ოჯახსაც გვიან ქმნის, თუმცა ძალიან წარმატებით! მისი შვილები უდარდელად ცხოვრეობენ სანამ თვითონ არ გახდებიან მშობლები. ბებია – ტიტამ შეიძლება შვილიშვილები გამოსასვლელ დღეებში მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წაიყვანოს…

ლოტოსი 2-12 ივლისი

ლოტოსს მსუბუქი ხასიათ აქვს, დარწმუნებულია რომ ყველაფერი კარგად იქნება, არ დარდობს წარუმატებლობების შესახებ და იმედგაცრუების ტვირთსაც არ ატარებს. ის ძალიან უანგაროა და გარშემომყოებს ძალიან უყვართ მისთვის გულის გადაშლა, რაც მას სულაც არ აღიზიანებს!

ია 13-23 ივლისი

ჰარმონიული პიროვნება: მყარი თავის გადაწყვეტილებებში, მაგრამ, არა აგრესიული, მეგობრული, მაგრამ არც ისე მიმნდობი. ნიჭიერი მაგრამ არ არის მიდრეკილი შემოქმედებითი კრიზისიადმი. მომთხოვნი, მაგამ არა მოსაწყენი. სამართლიანი და პრინციპული. საერთო ჯამში ის პიონერი და ნამდვილი მაგალითია გარშემომყოფთათვის!

ასკილი 21 ივლისი – 2 აგვისტო

ჯიუტი, უკომპრომისო, აგრესიული და ეკლიანი – გარეგნულად, შინაგანად კი –  ნაზი და იოლად მოწყვლადი ყვავილია. ყველაფერი რაც მას სჭირდება – ეს სიმშვიდე და თავისუფლებაა. მას სურს, რომ  არავინ შეეხოს. მაშინ ასკილი ნაზად და მზრუნველად გადაიქცევა.

მზესუმზირა 3 – 12 აგვისტო

ტყვიაგაუმტარი ყვავილი, მას ასფალტის გახვრეტა და გაზრდაც კი შეუძლია. თავის ადგილს მზის ქვეშ – ყველგან იპოვის! არასდროს კარგავს სასიცოცხლო ძალებს. მთავარია მას გარშემომყოფები აფასებდნენ და აქებდნენ.

ვარდი 13-23 აგვისტო

ყვავილების დედოფალი. დარწმუნებულია აკუთარ უნიკალურობაში და იმაში, რომ გარშემომყოფები მას უნდა აღმერთებდნენ და პატივისცემით ეპყრობოდნენ. მას ძალიან ბევრი ღირსება აქვს თუმცა ის მათ გადაჭარბებას მაინც ცდილობს. მისი ატანა სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ასეთი გულწრფელად მადლიერი რომ არ იყოს. გარშემო ყველა ცდილობს მის დახმარებას: რადგან მათ ეს დახმარება, არაჩვეულებრივად გულუხვად დაუფასდებათ.

დელფინიუმ 24 აგვისტო – 2 სექტემბერი

საშინლად მომთხოვნი გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის მიმართ.  საშინლად იტანჯება როდესაც ქვეყნიერების არასრულყოფილებას უმზერს, ამასთანავე თავის ნაკლობანებებს დიდ ყურადღებას არც კი აქცევს. სინამდვილეში კი მათ ნამდვილი ნაკლი მხოლოდ 1 აქვთ –  სიზარმაცე!  როდესაც მას სიზარმაცე არ აწუხებს – თუნდაც მთის გადატრიალება შეუძლია – იმდენად ჭკვიანი და ნიჭიერია.

შემოდგომის ყვავილები

მიხაკი 3-11 სექტემბერი

სიმართლის მოყვარული და მისთის მებრძოლი. არ ერიდება სიმართლის პირდაპირ თქმა. ის გარშემომყოფებს თავისი საზომით ზომავს. ფაქტს, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან – მისი გონება ვერ იაზრებს. საბედნიეროდ, ის პოულობს ადამიანს რომელიც ბოლომდე იზიარებს მის შეხედულებებს და ფასეულობებს

ასტრა 12-22 სექტემბერი

ნათელი და ქარიზმატული – იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობით. მასთან 5 წუთიანი ურთიერთობაც უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით აგავსებთ. ის სიხარულით უნაწილებს სხვებს თავის მოჭარბებულ ენერგიას, რადგან ის სხვა რამეში ენერგიას ვერ დახარჯავს, მის ცხოვრებაში ზედმეტი არაფერია, არც ზედმეტი ნივთები, არც ზედმეტი საქმეები და არც ზედმეტი ადამიანები. ცხოვრებისეული ნაგვისგან ის იოლად და სინანულის გარეშე თავისუფლედება.

ერიკა (მანანა) 23 სექტემბერი – 3 ოქტომბერი

მოსიარულე ენციკლოპედია. ძალიან ჭკვიანი და ერუდირებული, თუმცა პანიკურად ეშინია საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის და ამით თავისი იდეალური ცხოვრებისეული სიმშვიდის დარღვევის. ის მიდრეკილია რეფლექსიისადმი, ამიტომ თავის ყველაფრის ტოტალური კონტროლის გამანადგურებელ თისებას როგორც წესი უსაფრთხო საქმიანობაზე მიმართავს, მაგალითად  სამსახურზე და მადლობა ღმერთს, რომ გარშემომყოფებზე არა!

კამელია 4-13 ოქტომბერი

მამაცი გული, მდიდარი წარმოსახვა, თავგადასავლების წყურვილი და შეუდარებელი არტისტიზმი – ეს არაჩვეულებრივი კოქტეილი კამელიას ალბათ დიდ პრობლემებს მოუტანდა, რომ არა მისი ძალების სწორად განსაზღვრის უნარი. მისი ხშირად შურთ რადგან გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ ცხოვრებისეული  სიკეთეები ძალიან მარტივად უცვივა მას ხელში, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება.

იასამანი 14-23 ოქტომბერი

თავქარიანი გოგონა, რომელსაც ადვილად უყვარდება და თაყვანისმცემლებს ხელთათმანებივით იცვლის. ინფანტილურია და ცხოვრებას ბავშვის თვალებით უმზერს – მისგან მხოლოდ უსასრულო ზეიმს ელის – ტკბილი ბამბითა და კარუსელით. სინამდვილეში იასამანმა იცის როგორ არ მიაქციოს არანაირი მნიშვნელობა ცხოვრებისეულ პრობლემებს.

ფრეზია 24 ოქტომბერი – 2 ნოემბერი

ვირტუოზი მანიპულატორი. სხვისი სურვილი მისთვის პლასტელინია რომლისგანაც იმას გამოძერწავს რაც მას სურს, მას კი როგორც წესი გამარჯვება სურს! ფრეზიასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, თავს ისე მოგაჭამთ – გვარსაც არ გკითხავთ! მისი სიყვარული რთულია, ძნელია გაიგო მისი ჭეშმარიტი გრძნობები. მასთან მეგობრობა კი აუტანელია რადგან მისთვის მხოლოდ ორი აზრი არსებობს მისი საკუთარი და მცდარი. მისი სიყვარულის ობიექტი თუ გახდებით აი მაშინ გადაგეშლებათ ბრილიანტებით მოჭედილი ცა და სხვა არა ამქვეყნიური მშვენიერებები.

ორქიდეა 3-12 ნოემბერი

ქალბატონი მისტიური აზროვნებით: ყველაფერში ნიშნებს, ბედის გაკვეთილებს და წინასწარმეტყველებებს ხედავს. ამასთანავე საინტერესოა, რომ პრაქტიკულად არასდროს ცდება. შეიძლება იმიტომ, რომ არანაირ ავტორიტეტებს არ ცნობს, ყოველთვის თავისებურად იქცევა და ლოგიკითა და საღი აზრით ორინტირდება მაგრამ, მისტიურობის ნისლის გამოშვება არასდროს ავიწყდება.

პიონი 13-22 ნოემბერი

არაჩვეულბრივი მეგობარი, ერთგული და მართალი, მზად არის უკანასკნელიც კი გასცეს და თავი გასწიროს მეგობრისთვის.  მას უსასრულო რაოდენობის მეგობრები ყავს და ყოველი მათგანი გულწრფელად უყვარს. სწორედ ეს არის მისი ცხოვრებისეული წარმატების საიდუმლო: როგორც კი პრობლემები უჩნდება, მისი აუკეთესო მეგობრების არმია სწრაფად ერთვება ბრძოლაში, პიონს ბედის უკუღმართობიდან იხსნიან და სახლში აბრუნებენ

გლადიოლუსი 23 ნოემბერი – 2 დეკემბერი

შრომისმოყვარე და ბეჯითი. არაჩვეულებრივი თვისებებია რომლებსაც გლადიოლუსი სხვისი ხელმძღვამელობის გარეშე ვერ იყენებს. არა იმიტომ, რომ ეზარება, არამედ იმიტომ, რომ ეშინია: ყველაფერი კარგად რომ არ გამოვიდეს?! გლადიოლუსი საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს და მუდმივად იმეორებს მათ. რატომ?! უბრალოდ იმიტომ, რომ გლადიოლუსია!

ბაბუაწვერა 3-12 დეკემბერი

“მიყვარს მხიარულება, განსაკუთრებით ჭამა!” – აი მისი დევიზი. ნაცრისფერი სამუშაო დღეები მას ნელ-ნელა კლავენ, ამიტომ მათ გემრილობებითა და მხირული, არასტანდარტული ხუმრობებით ალამაზებს. ამის შედეგები არაპროგნოზირებადია.

ლოტოსი 13-22 დეკემბერი

მადლიერი და გულწრფელი ქალბატონი მორალური პრინციპების სადარაჯოზე. მისი ცუდი საქმეებისკენ გადაბირება უბრალოდ შეუძლებელია. ის ცუდის კეთების უფლებას არც თავის თავს მისცემს და არც სხვებს აპატიებს ამას. ურჩევნია მარტო იყოს, ვიდრე ნებისმიერთან. შეუდარებელი ქალბატონი, თვით სრულყოფილება!

ედელვაისი 23-31 დეკემბერი

თავისუფლების მოყვარული და დიდსულოვანი. ვერ იტანს რუტინას და მოწყენილობას, მონოტონური ცხოვრება მას ანადგურებს. ჭკვიანია, რაციონალური და მიდრეკილია ყველაფრის დაგეგმვისკენ. ის თავის ცხოვრებას ისე გეგმვას, რომ რუტინა ძალიან მცირე დროს იკავებს.

ზამთრის ყვავილები

ნაღველა 1-10 იანვარი

ინტროვერტი და ალტრუისტი. არჩვეულებრივად კეთილი, თუმცა ხალხი დისტანციურად უყვარს, ვერ იტანს როდესაც სულში უძვრებიან. ის, ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს, რომ კეთილი საქმეებისთის მადლობა ელექტრონული ფოსტით უხდიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავს საშინლად უხერხულად გრძნობს.

ნარშავი 11-20 იანვარი

ფეთქებადი, მიდრეკილი სიბრაზის შეტევებისკენ. არაჩვეულებრივად ერკვევა ადამიანებსა და მათ საქციელებში. ამასთანავე ზომიერია და ცდილობს ბოროტი კეთილით დააბალანსოს. ის ძალიან ტემპერამენტიანია, რას ვიზამთ…

ნეგო 21-31 იანვარი

მისი საყვარელი საქმიანობა სხვისი დახმარებაა, ყოველგვარი საფასურის გარეშე. ეს არ ნიშნავს, რომ მას საკუთარ თავზე ფიქრი არ შეუძლია. ნეგო მოდის მთავარი მიმდევარია. ამიტომ მისი ხშირად შურთ, რაც მას სულაც არ ადარდებს. მან იცის, თუ როგორ უნდა დააიგნოროს ისინი.

ფითრი 1-10 თებერვალი

ის საპირისპირო სქესისგან უყურადღებოდ არასდროს რჩება. მას ეს ყურადღება ჰაერივით სჭირდება. ამავდროულად, ის პირად ფრონტზე კონკურენციას ვერ იტანს და მზად არის მათ გასანადგურებლად ყველაფერზე წავიდეს.

ბელადონა 11-20 თებერვალი

ამ სიმპათიური სახელის უკან სასიკვდილოდ შხამიანი მცენარე იმალება. ის ძალიან მიმზიდველია თუმცა თუ მას არ სურს, მასთან დაახლოება იოლი არ არის. მისთვის დამახასიათებელი არ არის დელიკატურობა, ყოველთვის იმას ამბობს რასაც ფიქრობს. თუ ფიქრობს, რომ არ მოსწონხართ – აჯობებს მალე დატოვოთ სიმშვიდეში, თორემ კარგი არაფერი გელით.

მიმოზა 21- 28/29 თებერვალი

ძალიან ნაზი – ნებისმიერმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა მას შესაძლოა დიდი სულიერი ტკივილი მიაყენოს. ვერ იტანს მარტოობას და საშინლად იყანჯება თუ გვერდით არავინ ყავს.  მიუხედავად ზემოთქმულისა, მისი გატეხვა იოლი არ არის, ის სწრაფად ახერხებს სიტუაციაში გარკვევას და ელვისებური სისწრაფით იღებს გადაწყვეტილებებს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გადაწყვეტილებები ყოველთვის სწორია!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.