Connect with us

სახლი და დიზაინი

რამდენიმე იდეა ბაღის ყვავილებისთვის

ფანტაზიის უნარი საკმაოდ განვითარებული მაქვს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამ უკანასკნელს არც სხვები უჩივიან! ინტერნეტში შესვლისთანავე რამდენიმე საინტერესო იდეას წავაწყდი, მთელი საღამო ვტკბებოდი და ვფიქრობდი როგორ შეიძლება მათი საკუთარ ბაღში განხორციელება.

ზოგჯერ საკმარისია მიმოიხედო და მიხვდები თუ რამდენად გასაოცარი ნივთების შექმნა შეგიძლია საკუთარი ხელით, თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ და შექმნა გიყვართ, სამუშაო მასალად ნებისმიერი ნივთი გამოგადგებათ.

ნახეთ რა არაჩვეულებრივი იდეაა!

 

აბაზანაში ხომ არა მარტო უნიტაზი, არამედ სხვა ნივთებიც “ცხოვრობენ”?! სად წავიღოთ ძველი ნიჟარა?! აბაზანა?! ამ უკანაკნელის გაბარიტების გამო საქმე ცოტა რთულადაა, თუმცა თუ გული გულობს მოცულობა ვერ შეგაჩერებთ!

აი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს მეუღლეს ძალიან მოეწონა, მან მსგავსი ვაზონები გაკეთა. თავისი საყვარელი ფეხსაცმელი რომლის ჩაცმასაც აღარ აპირებდა მაგრამ, გადასაგდებადაც ენანებოდა ვაზონად გადააკეთა და მათ ახალი სიცოცხლე შესძინა!

თუ მისი ქუსლიანი ფეხსაცმელი ვაზონად გადაიქცა, მაშინ ჩემს ძველ ჩექმას ამაში ხელს ვერაფერი შეუშლიდა და ისიც არაჩვეულებრივი ყვავილების ახალ სამყოფელად გადავაქციეთ.

აი რამდენიმე სურათი რომელიც ძალიან მოგვეწონა. ეს საკმაოდ უცნაური და საინტერესო მეთოდებია ბაღისა და ბოსტნის სივრცეების მოსართავად.

ეს კი ჩვეულებრივი უნიტაზია, რომელიც უტილიზაციას გადაურჩა და ყელა შანსი აქვს, რომ ხელოვნების ნიმუშად იქცეს!

თუ ფანტაზიას ნებაზე მიუშვებთ, თქვენი ქმნილებები გაცილებით ბევრ სიხარულს მოგიტანენ. ისღა დაგრჩენითათ, აირჩიოთ აგარაკს მრავალწლოვანი მცენარეები და ამ სტატიაში ნანახი იდეები თქვენს ბაღში განახორციელოთ!