Connect with us

ვიდეო

როდის უნდა მიიღოთ იბუპროფენი, პარაცეტამოლი და ასპირინი

უსიამოვნების წარმოქმნის დროს ადამიანებს ხშირად უამრავი ეჭვი აწუხებთ, თუ ტკივილის დროს რომელი მედიკამენტის მიღება ღირს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მედიკამენტი არსებობს. რა განსხვავება არსებობს მეტნაკლებად უფრო ცნობილ სამკურნალო მედიკამენტებს შორის?

პარაცეტამოლი

ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. მედიკამენტი არა მხოლოდ ტკივილს ამცირებს, არამედ ტემპერატურასაც დაბლა წევს. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი არ გააჩნია. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მისი მიღება კუჭს არ აზიანებს.

აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში (აუცილებელი არაა ჭამის შემდეგ) დალიოთ. მიუხედავად ამისა, ჭარბი რაოდენობით მიღება ღვიძლში ტოქსინების რაოდენობას ზრდის.

  • თავის ტკივილი
  • კბილის ტკივილი
  • მენსტრუაციული ტკივილი
  • გრიპის ნიშნები
  • ნებისმიერი ტკივილი ანთების გარეშე
  • მაღალი ტემპერატურა

იბუპროფენი

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. წამალი შედის მედიკამენტების ჯგუფში, რომელიც ცნობილია როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ანუ, კორტიზონს არ აწარმოებს.

სიცხის დამწევი ეფექტის გამო ტემპერატურის დაწევაც ხდება. მისი მიღება რეკომენდებულია უსიამოვნებასთან დაკავშირებული ანთების დროს.

პარაცეტამოლისგან განსხვავებით იბუპროფენი ჭამის შემდეგ უნდა მიიღოთ, რადგან გვერდითი ეფექტის სახით კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ახასიათებს.

  • თავის ტკივილი
  • კბილის ტკივილი
  • ჰემატომა ან დაზიანება
  • მყესების გაღიზიანება
  • კუნთების ან სახსრების ტკივილი
  • ციებ-ცხელება

მეტამიზოლი

ტკივილის და ციებ-ცხელების სამკურნალო მედიკამენტი, რომლის მთავარ ინგრედიენტს მეტამიზოლი წარმოადგენს, მას ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სპაზმის მომხსნელი მოქმედება აქვს.

როგორც სპაზმის მომხსნელი საშუალება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ტკივილი გარკვეული ორგანოების კუნთების შეკუმშვით არის გამოწვეული. მაგალითად, ნაღვლის და ნაწლავის სადინარები. მეტამიზოლი, როგორც პარაცეტამოლი, კუჭს ზიანს არ აყენებს, მაგრამ მისი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით ხდება.

  • ოპერაციის შემდგომი ტკივილი
  • დაზიანების შემდგომი ტკივილი
  • კოლიკი
  • ფებრილური პროცესი, როცა სხვა წამალი არ მოქმედებს
  • ნაღვლის სადინარები

აცეტილსალიცილის მჟავა

წამალი, რომელიც თრომბოციტების აგრეგაციას ამცირებს და შედეგად, თრომბის წარმოქმნას ამცირებს. ერთ-ერთი ყველაზე ძველი მედიკამენტია, რომელსაც ხანგრძლივი, მაგრამ ნელი ეფექტი გააჩნია.

მისმა მიღებამ შეიძლება სისხლდენას ხელი შეუწყოს. სწორედ ამიტომ, მისი მიღების რეკომენდაციებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ და ფრთხილად მოიხმარეთ.

  • თავის ტკივილი
  • კბილის ტკივილი
  • მენსტრუაციული ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • სახსრების ტკივილი
  • წელის ტკივილი
  • ციებ-ცხელება