თავის მოვლა
ვამატებთ მოცულობას! საუკეთსო ვარცხნილობები თხელი თმისთვის
მოდური ვარცხნილობები თხელი თმის მქონე ქალბატონებისთვის. თითოეული მათგანი საუკეთესოა!
თხელი თმისთვის ფორმის მიცემა ადვილია, თუმცა მათ მფლობელებს მუდმივად აქვთ თმისთვის მოცულობის მიცემის პრობლემა. შეიძლება სცადოთ ამ ეფექტის მიღება სხვადასხვა სპეციალური საშუალებით ან უბრალოდ შეიცვალოთ ვარცხნილობა, ისე რომ ვიზუალურად თქვენს თმას მოცულობა და ხშირი თმის ეფექტი მისცეთ.
1. კლასიკური «კიბე» – გრძელ თმაზე ვარცხნილობას უფრო ტექსტურულს ხდის. მცირე ზომის თმის კიბეები რომელიც თანდათანობით გრძელდება ყოველთვის აქტუალურია და ქალურობას უსვამს ხაზს. ამავდროულად სწორედ თხელი და სწორი თმა იძლევა ამ ვარცხნილობის მთელი შარმის გამოვლენის საშუალებას და არ ითხოვს არანაირ განსაკუთრებულ მოვლას.
2.”კასკადი” – მოცულობის მიცემა თხელი თმისთვის შეუძლია ვარცხნილობა „კასკად“ -ს. თმის ზედა ნაწილი საგრძნობლად მოკლე უნდა იყოს რაც იმის საშუალებას მოგცემთ, რომ მრგვალი სავარცხელით ადვილად მისცეთ მათ მოცულობა და ხშირი თმის ეფექტი.
3. „ასიმეტრიული კარე“ – ძალიან ადვილი დასაყენებელია, მთავარია გამოიყენოთ მოცულობის დასამატებელი საშუალება კეფაზე არსებული თმისთვის, ეს ვარცხნილობას განსაკუთრებულ სილამაზეს შესძენს.
4. გრძელი ბობი – კიდევ ერთი ვარცხნილობა თხელი თმის მფლობელთათვის, სახესთან თმა უფრო გრძელია ვიდრე უკან, ხოლო ბოლოები უმჯობესია არათანაბარი იყოს.
5. მსუბუქი ტალღები – არაფერი არ უხდება გრძელ თხელ თმას ისე როგორც მსუბუქი ტალღები, გაითვალისწინეთ არა კულულები არამედ ტალღები, რომელთა გაკეთებაც თმის დასახვევი უთოთიც ძალიან ადვილია.
6. “ბიჭური” – რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სწორედ რომ «ბიჭური» ვარცხნილობა გამოიყურება საოცრად ქალურად და ნაზად თხელი თმის ქონის შემთხვევაში. პარადოქსია მაგრამ ფაქტი. ასეთი ვარცხნილობისთვის მოცულობის დამატება თმის ცვილით შეიძლება.
7. სწორი თმა – ოპტიმალური სიგრძე თხელი თმისთვის არის მხრებამდე, უფრო გრძელი თმის შემთხვევაში ისინი ფრო უსიცოცხლოდ გამოიყურებიან და მოითხივენ განსაკუთრებულ მოვლას. თუ შენ მხრებამდე თხელი თმა გაქვს უბრალოდ გაისწორე ისინი.
8. დახვეული ბობი – თუ გსურთ რომ თქვენი „ბობი“ განსხვავებულად გამოიყურებოდეს – მსუბუქად დაიხვიეთ თმა თმის უთოთი. ეს მას მხატვრული უწესრიგობის იერს მისცემს, რაც ძალიან ტრენდულია.
9. “გაწეწილი ბოლოები” – არათანაბარი ბოლოები განსაკუთრებულ იერს და მოცულობას სძენს თხელ თმას. ამ ვარცხნილობის დასაყენებლად გაიშრეთ თმა ისე, რომ ბოლოები „გაწეწილს“ გავდეს, და თმა აჩეჩილის შთაბეჭდილებას ტოვებდეს.
10. გრძელი კარე – იდეალური და ძალიან ქალური ვარიანტია „გრძელი კარე“. კეფაზე თმა გაშრობისას ოდნავ აწიეთ, ხოლო დანარჩენი თმა თავისუფლად ჩამოასწორეთ.
11. „მოზრდილი პიქსი“ – მას არანაირი მოცულობის მიცემა და სპეციალური დაყენება არ სჭირდება, უბრალოდ თმის ნაწილი გადაიწიეთ ყურებზე და თქვენი ვარცხნილობა მზადაა.
12. ასიმეტრია – თხელი თმისთვის ყველაფერია! თმის ზოლები რომლებიც არათანაბარი სიგრძისაა და უსწორმასწოროდ ერწყმის ერთმანეთს – ეს სწორედ ისააა რაც თქვენ გჭირდებათ.
13. კლასიკური „პიქსი“ – ძალიან ლამაზად გამოიყურება, განსაკუთრებით მაშინ თუ თმა კეფაზე საგრძნობლადაა დამოკლებული ხოლო წინა ნაწილი კი პირიქით, გრძელია. ამ ვარცხნილობას ძალიან უხდება ფერთა თამაში, ასე რომ გაბედულად გაიხალისეთ თმის ფერი.
14. მოუწესრიგებელი «არათანაბარი კარე» – მხრების სიგრძეზე ოდნავ მოკლე და ერთი სიგრძის თმა, ბუნებრივად გამშრალი – ეს ის ვარცხნილობაა რომელიც განსაკუთრებულ შარმს შეგძენთ.
15. და ბოლოს ძალიან მოკლე თმის მოყვარულთათვის ჩვენ შევარჩიეთ „პიქსი“ – თხელი თმა ადვილად დამორჩილებადია, ასევე ადვილია მისით მანიპულირება და ამ ვარცხნილობის მეშვეობით თქვენ ყოველთვის მოდურად გამოიყურებით.