Connect with us

თავის მოვლა

აქტუალური იდეები 2020 წლის ვარცხნილობებისთვის

თუ არ იცით 2020 წელი რით დაიწყოთ, აჯობებს იმიჯი შეიცვალოთ. დავიწყოთ ვარცხნილობით! ამ სტატიაში 2020 წლის ყველაზე მოდურ ვარცხნილობებს წარმოგიდგენთ.

2020 წელს, მოდური, მოკლე ვარცხნილობა იმიჯის შეცვლასა და გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ. მას ნაკლები დროის დათმობა ესაჭიროება და მოსავლელადაც უფრო იოლია.

დრეს მოკლე ვარცხნილობები სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს შორის არის პოპულარული. თანამედროვე მოდა მოკლე ვარცხნილობების უდიდეს რაოდენობას გვთავაზობს. ჩვენ კი ყველაზე მოდური იდეები შეგიგროვეთ!

ასიმეტრიული კარე

მოდურ ტენდენციებს შორის კარე განსაკუთრებულ ნიშას იკავებს. 2020 წელს ის კვლავ აქტუალურად რჩება. წლების მანძილზე ვარცხნილობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა თუმცა სტილისტები ასიმეტრიულ კარეზე შეჩერებას გვირჩევენ, რადგან ის თმის თითქმის ყველანაირ სტრუქტურას უხდება და მოდური იმიჯის შექმნაში დაგეხმარებათ.

ასიმეტრია თავის ყოველ მხარეს, თმის განსხვავებულ სიგრძეს გულისხმობს (მეტ-ნაკლებად).

პიქსი

ექსპერიმენტების მოყვარულები ამ ულტრამოდური ვარცხნილობისგნ ნამდვილად აღფრთოვანებულები დარჩებიან. ეს არის თამამი გადაწყვეტილება, რომელიც გაბედულებასა და რომანტიზმს აერთიანებს.

ვარცხნილობა ნებისმიერი ასაკის ქალბატონს მოუხდება: ის ახალგაზრდა გოგონებს მოდურად და არაორდინალურად წარმოაჩენს, შედარებით უფროსებს კი – გააახალგაზრდავებს. ეს ვარცხნილობა მოუხდება თხელი თმის სტრუქტურის მქონეთ. პიქსის ბევრი ვარიანტი არსებობს:

  • აპარსული გვერდებით
  • მკვეთრ ფერებში შეღებილი
  • შუბლთან დაგრძელებული თმით
  • ასიმეტრიული
  • დახვეული ბოლოებით

ნებისმიერს შეუძლია, თავისთვის შესაფერისი იმიჯი აირჩიოს.

გრადუირებული ბობი

ეს უკანასკნელი 2020 წელს ტრენდში გახლავთ. ამ მომენტისთვის მისი სამი ნაირსახეობა არსებობს: მსუბუქი, ოპტიმალური და ინტენსიური. ეს ვარცხნილობა დაგეხმარებათ ნაკლი დამალოთ – მასიური და ფართო შუბლი, შეამცირებს ცხვირის ხაზს.

კარე შუბლზე შეჭრილი თმით

სტილისტების თქმით ეს ყველაზე მოდური ვარცხნილობა იქნება წელს. ეს ვარიანტი ყველა ასაკის ქალს მოუხდება თუმცა მრგვალი სახის მქონეებმა აჯობებს თავი შეიკავონ ამ ვარცხნილობის გაკეთებისგან, რადგან ის ვიზუალურად ადიდებს ნაკვთებს.

ვარცხნილობები ფიგურების ამოპარსვით

თამამი ტრენდია, რომლის დროსაც გვერდებზე აპარსულ თმაზე, სხვადასხვა ფიგურები გამოჰყავთ.

ახალი ვარცხნილობა – არაჩვეულებრივი საშუალებაა გარეგნობის შესაცვლელად, იმისთვის, რომ უფრო ეფექტური და ახალგაზრდაც კი გახდეთ. არაფერს ცვლის გოგონას ისე, როგორც მოდური ვარცხნილობა. ასე, რომ სწრაფად აირჩიეთ სასურველი ვარიანტი და საქმეს შეუდექით!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.