Connect with us

სხვა

ტესტი ხასიათის ფარული ნიშნების დასადგენად

ადამიანის ცხოვრება მისი ხასიათის თვისებებსაც განსაზღვრავს, მართალია ეს თვისებები ასაკთან ერთად შესაძლოა შეიცვალოს, მაგრამ მათი განსაზღვრა მაინც შეიძლება სხვადასხვა წვრილმანებზე დაკვირვებით. მაგალითად, ადამიანის სიარულის მანერით მისი თავდაჯერებულობის განსაზღვრა შეიძლება, ხოლო საყვარელი სასმლით კი მისი ტემპერამენტის.

საქმე იმაშია, რომ ადამიანის დადებითი და უარყოფითი თვისებები არ შეიძლება სულ იმალებოდეს. ისინი მოქმედებებში, მანერებში და ყოველ გაცნობიერებულ არჩევანში გამომჟღავნდებიან. გასაოცარი არაა, რომ გაკეთებული არჩევანის ანალიზი მისი შინაგანი თვისებების გაგების საშუალებას გვაძლევს.

ხასიათის დადებითი თვისებები

გთავაზობთ სურათზე მოცემული გოგონებიდან ყველას ყურადღებით დააკვირდეთ, წარმოიდგინეთ რომელი მათგანი იქნება ყველაზე ლამაზი როდესაც შემოტრიალდება. ამ შემთხვევაში საზოგადოებაში მიღებულ სილამაზის კრიტერიუმებს კი ნუ გათვალისწინებთ არამედ, გადაწყვეტილება თქვენი გემოვნების მიხედვით მიიღეთ.

1. თუ ყველაზე ლამაზად პირველი გოგო მიგაჩნიათ – ესეიგი, საიმედო და გაწონასწორებული ადამიანი ხართ. წინააღმდეგობები არ გაშინებთ, რადგან იცით, რომ მათ გადაწყვეტას იოლად შეძლებთ. იოლად იღებთ გამოწვევებს და თავდაუზოგავად აკეთებთ ყველა სამუშაოს.

ბედის მკვეთრ მოსახვევებში, თქვენი შინაგანი მზადყოფნის გამო – თქვენი წყობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია. ასევე შესანიშნავი მოთმინების უნარი გაქვთ რაც გეხმარებათ მიაღწიოთ მიზანს იქ სადაც ბევრი იმედგაცრუებული ტოვებს საქმეს.

2. თუ მეორე გოგონა აირჩიეთ ეს თქვენს მეგობრულობაზე მეტყველებს. იოლად ეცნობით და უმეგობრდებით ადამიანებს. ამ ყველაფერში თქვენი გულუბრყვილობა გეხმარებათ. ამიტომ ხშირად ხართ კეთილგანწყობილ ხასიათზე.

ამჯობინებთ ხალხთან მხირულად იყოთ, მოწყენით კი მხოლოდ მარტო ყოფნისას იწყენთ. მართალია ცხოვრებისეულად ცდილობთ პოზიტიურ ადამიანად დარჩეთ, მაგრამ გაუფრთხილებელმა სიტყვებმა შესაძლოა ძალიან დაგწყვიტოთ გული.


3. მესამე გოგონას ლამაზად ძირთადად მორცხვი და თავმდაბალი ადამიანები მიიჩნევენ. თქვენთვის იოლი არ არის გაიხსნათ სხვა ადამიანების წინაშე და ჩვეულებრივ დიდი დრო გჭირდებათ სანამ ამის გაკეთებას გადაწყვეტთ. მოულოდნელობები არ მოგწონთ, გიყვართ გეგმაზე მიყოლა და მისი გადახვევის ყველა შემთხვევა თქვენში კმაყოფილებას იწვევს.
სულის სიღრმეში უკონფლიქტო ადამიანი ხართ, რომელიც წყენას დიდხანს არ იმახსოვრებს. გარდა ამისა ყოველთვის ცდილობთ, რომ სხვის გრძნობებს და მოქმედებებს გაგებით მოეკიდოთ, ცდილობთ ადამიანების ყველაზე საშინელ მოქმედებასაც კი მოუძებნოთ გამართლება. შეიძლება თქვენს თავსაც კი ატკინოთ გული იმისთის, რომ სხვებს არ ავნოთ.


4. მეოთხე გოგონას არჩევა ძლიერ თვითფლობაზე მეტყველებს. ხშირად ხელმძღვანელობთ ფხიზელი გონებით ვიდრე გულისთქმით. იცით, რომ ბევრის მიღწევა შეგიძლიათ, ამიტომ სირთულეების არ გეშინიათ.
თქვენ ამაყი ადამიანი ხართ, რომელსაც თავის თავთან ჰარმონიაში ცხოვრება შეუძლია. თუმცა თქვენი დიდსულოვან ადამიანად დახასიათებაც შეიძლება რადგან არასდროს აწყენინებთ სხვას, თუნდაც ის მიზნის მიღწევაში გიშლიდეთ ხელს. გვერდიდან შეიძლება ცივი ადამიანი ჩანდეთ მაგრამ, სინამდვილეში ძალიან მეგობრული ადამიანი ხართ რომელიც მუდამ მზადაა დასახმარებლად.

5. მეხუთე გოგონას დამოუკიდებელი და მზიანმიმართული ადამიანიები ირჩევენ, რომლებიც მიჩვეულნი არიან მიზენების მიღწევას, ამიტომ იციან და უყვართ საკუთარ თავზე მუშაობა. მათ არ უყვართ დახმარების თხოვნა, თუნდაც გარს სანდო და კეთილი ადმაიანები ეხვიონ.
ამასთანავე თქვენთვის დამახასიათებელია სიჯიუტე და თუ არჩევანს აკეთებთ, თქვენი გადარწმუნება რთულია. სხვა ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის იოლი საქმე არ არის, ახალი ნაცნობობაც კი ძნელად გამოგდით. თუმცა თუ ვინმე თქვენთვის ახლობელ ადამიანად იქცა – მას ყოველთვის შეეძლება თქვენი დახმარების იმედის ქონა!

არჩევანი რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ შემთხვევითი არ არის, არჩევანის გაკეთების დროს ვსაზღვრავთ იმას რაც უფრო მეტად მოგვწონს და გვიხდება, ამ დროს ჩვენს შინაგან პრინციპებზე ვორიენტირდებით. ამიტომ, თუნდაც 1 არჩევანით შეგვიძლია გავსაზღვროთ თუ როგორი ტიპის ადამიანი დგას ჩვენს წინაშე.