Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმი იღლიების ზონიდან

ამ დეფექტის კორექტირებას 3-4 კვირიანი ვარჯიშით შეძლებთ, ხოლო სრულად მოსაშორებლად რამდენიმე თვე დაგჭირდებათ.

მოწყობილობა: 35 სმ დიამეტრის მქონე საბავშვო რეზინის ბურთი, ჩვეულებრივი ძლიერი პირსახოცი, დივნის ელასტიკური ბალიში ან მუთაქა პილატესის ვარჯიშისთვის.

განტვირთვა. 5 წუთის განმავლობაში ოთახში სწრაფი ნაბიჯებით იარეთ, მუხლები ზემოთ მაღლა ასწიეთ. თქვენი მიზანი ოდნავ გაოფლიანებაა. შემდეგ მკერდის წინ 30-50-ჯერ ხელებით ტაშის კვრა დაიწყეთ. ხელების შეერთებისას ზურგი ძლიერ მოხარეთ. ასე კუნთების გახურებას შეძლებთ და ვარჯიშისთვის მოემზადებით.

ვარჯიში 1: ბურთზე დაჭერა სამ პოზიციაში

სწორად დადექით, ბურთი ხელში აიღეთ, თავს ზემოთ ასწიეთ და ბურთის ზედაპირს ხელისგულებით ძლიერ დააჭირეთ. ეცადეთ, რომ ზურგი არ მოამრგვალოთ, მხრები ყურებამდე არ აიტანოთ. მხოლოდ მკერდის და ხელების კუნთები დაჭიმეთ. ამ პოზაში 30 წამით გაჩერდით.

შემდეგ ხელები იატაკის პარალელურად გამართეთ, კვლავ ბურთს დააჭირეთ და ამ პოზაში 30 წამით გაჩერდით. შემდეგ ბურთი თეძოებთან მიიტანეთ და კვლავ 30 წამით ბურთს დააჭირეთ. მთელი ციკლი 4-5-ჯერ გაიმეორეთ. ვარჯიშის დროს თანაბრად ისუნთქეთ.

ვარჯიში 2: პირსახოცის გაწელვა

ხელებით პირსახოცი 40-60 სმ დაშორებით დაიჭირეთ, ხელის და მკერდის კუნთები დაჭიმეთ, მხრები დაასტაბილურეთ, დაჭიმულობა 30-60 წამით შეინარჩუნეთ, 20-30 წამით შეისვენეთ. ვარჯიში 3-4-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში 3: პირსახოცის გაწელვა თავს ზემოთ

წინა პოზიციაში ხელების მდგომარეობა არ შეცვალოთ და პირსახოცი თავს ზემოთ გაწელეთ. მთელი ძალით გაჭიმვა სცადეთ, მკერდის ზედა კუნთები დაჭიმეთ. დაძაბულობა 30-60 წამით დააფიქსირეთ. მცირე დასვენების შემდეგ ვარჯიში 4-5-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში 4: პლანკა

იატაკს ხელისგულები მხრების სიფართეზე დაადეთ, პრესი დაჭიმეთ და პლანკის პოზა მიიღეთ. 30-60 წამით დააფიქსირეთ. ვარჯიში 4-5-ჯერ გაიმეორეთ. ვარჯიშებს ჩვეულებრივ ძალოვანი ვარჯიშების ნაკრები დაუმატეთ, ან ცალკე 3-4-ჯერ შეასრულეთ. ვარჯიში ყოველ მეორე დღეს შეასრულეთ.