ტესტები
აირჩიეთ, თუ რომელ ჭაში ჩააგდებდით ხურდას და გაიგეთ თქვენი მომავლის შესახებ!
აირჩიეთ, თუ რომელ ჭაში ჩააგდებდით ხურდას და გაიგეთ თქვენი მომავლის შესახებ!
თქვენს წინაშეა 6 ჭა და მხოლოდ 1 მონეტა. ჩააგდეთ ის ერთ-ერთ მათგანში. თქვენს მიერ არჩეული ჭა თქვენს შესახებ მოგითხრობთ იმას, რაც შეიძლება ვერც კი წარმოგედგინათ!
ჭა ნომერი 1. მიმდობი და ყურადღებიანი
თქვენთვის პატიოსნება ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა. თქვენ გულწრფელი, პატიოსანი და სამართლიანი ადამიანი ხართ. პატივისცემით ეპყრობით სხვა ადამიანებს და გსურთ ისინიც ისე გექცეოდენ როგორც, თქვენ ექცევით!
ზედმეტად ახდენთ ადამიანების იდეალიზებას და ეს თქვენი ძირითადი პრობლემაა! მნიშვნელოვანია ენდობოდეთ ადამიანებს მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია გაარჩიოთ თუ ვის უნდა ენდოთ. სამყარო სავსეა ადამიანებით რომლებსაც უყვარხართ და გაფასებენ, ამიტომ ისწავლეთ მათი ამოცნობა!
ჭა ნომერი 2. ნაზი და ფრთხილი
თქვენ მშვიდი, მოსიყვარულე და ჩუმი ადამიანი ხართ. გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მუდამ მშვიდობა და ჰარმონია სუფევდეს, სწორედ ამიტომ გაურბიხართ ყველანაირ კონფლიქტს. თქვენ საკუთარი ცხოვრების მებაღე ხართ და თქვენივე კეთილსინდისიერი დამოკიდებულების ნაყოფს იმკით. თქვენი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას საქმიანობთ ახლა!
ჭა ნომერი 3. გულუხვი და კეთილშობილი
თქვენ კეთილშობილი ადამიანი ბრძანდებით, მუდამ მზად ხართ სხვებს დაეხმაროთ და სანაცვლოდ არაფერს ელით! ასე განაგრძეთ და თქვენი ცხოვრება დღითიდღე უფრო ბედნიერი და წარმატებული გახდება! სიკეთე ყოველთვის ფასდება!
ჭა ნომერი 4. მკაცრი და დეტალების მიმართ ყურადღებიანი
თქვენი დევიზია: ყველაფერი პირველივე ჯერზე გაკეთდება! თქვენ ჭკვიანი, რაციონალური და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. თქვენ არ გიყვართ სპონტანურობა, ამიტომ ყოველთვის ცდილობთ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვათ წესები.
თქვენი მთავარი ამოცანაა – გაიგოთ, რომ ძალიან მაღალი სტანდარტები გაქვთ და მუდმივად სრულყოფილების ძიებაში ხართ, ეს კი საბოლოოდ, რასაც ელოდით იმით არ სრულდება! თქვენ ბუნებრივი ნიჭი გაქვთ – მიაღწიოთ თქვენსას, მაგრამ ნუ დაგაბრმავებთ სრულყოფილებისკენ სწრაფვა, ეს ხელს შეგიშლით თქვენი შრომის შესანიშნავი ნაყოფით ტკბობაში!
ჭა ნომერი 5. რაციონალური და მიზანსწრაფული
თქვენ ხართ ადამიანი რომელმაც ზუსტად იცის თუ რისი მიღწევა სურს ცხოვრებაში და რა უნდა გააკეთოს ამისთვის! როდესაც რაიმე მიზნისკენ მიისწრაფით, თქვენ შეუსვენებლად, სიყვარულით და ნებისყოფით შრომობთ, სანამ იმას არ მიიღებთ რაც გსურთ! თქვენი მკაცრი ორიენტირება მიზნის მიღწევაზე, ზოგჯერ უგრძნობს გხდით და გაშორებთ სხვა ადამიანებს, სწორედ ამაშია თქვენი პრობლემა! გახსოვდეთ, რომ ჩვენ ყველა მოსწავლეები და მასწავლებლები ვართ!
არცერთი შეხვედრა შემთხვევითი არ არის! თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ნებისმიერი ადამიანისგან ან ასწავლოთ ნებისმიერს ვინც თქვენს ცხოვრებაში მოდის. როდესაც ამას გაითავისებთ, თქვენი ცხოვრება უფრო ინტენსიური, სავსე და ბედნიერი გახდება!
ჭა ნომერი 6. იმპულსური ექსტრავერტი
თქვენ იმპულსური ადამიანი ხართ, რომელსაც გარისკვა უყვარს. ცხოვრობთ ემოციებით, ამიტომ სამსახურსა და ურთიერთობებში თქვენს თავზე ზედმეტს იღებთ. მართეთ თქვენი დრო და ენერგია. მნიშვნელოვანია, რომ სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და კარგად მოახდინოთ დროის ორგანიზება, რათა არ დაარღვიოთ ის მოვალეობები რომლებიც თქვენი თავისა და სხვების წინაშე გაქვთ აღებული!