Connect with us

ტესტები

რატომ სარგებლობენ ხასიათის განსაზღვრის ტესტები პოპულარობით

ვინ შეიძლება საკუთარ თავზე უკეთ გიცნობდეს?! ალბათ იფიქრებთ, რომ არავინ, მაგრამ ყოველ ჩვენგანში არსებობს საიდუმლო კუთხეები რომლის შესახებაც თვითონ არ ვიცით. სწორედ ამიტომ მოიგონეს უბრალო და ძალიან ეფექტური ტესტები. ისინი საკუთარ თავსა და ხასიათს სხვა კუთხით დაგვანახებენ. რაღაც მხრივ ისინი საკუთარი თავის შეცნობაში დაგეხმარებიან.

ამ სტატიაში პატარა ტესტი მოგიმზადეთ, რომელიც თქვენი ხასიათის მთავარ შტრიხებზე მოგითხრობთ და საკუთარ თავში უფრო ღრმად ჩაგახედებთ.

ხასიათის ძირითადი შტრიხები

1. ჭიქა ფისუნიათი

დადებითი ადამიანი ხართ. აფასებთ მყუდროებას, თბილ ადამიანებს და გულწრფელ ქმედებებს. გიყვართ სულიერი საუბრები საინტერესო ადამიანებთან. ყველა კეთილშობილ ადამიანად გთვლით და მართლებიც არიან, თქვენ ადამიანში მხოლოდ დადებითს ხედავთ და ეს თავადაც გახარებთ. ზოგჯერ ეს ადამიანების მიმართ არსებული რწმენა თქვენსავ საწინააღმდეგოდ გიბრუნდებათ.

2. ორნამენტებიანი ჭიქა

ცხოვრებაში თქვენთვის ხარისხია მნიშვნელოვანი და არა რაოდენობა. დელიკატური ადამიანი ხართ რომელიც ვერ იტანს თუ რამე გეგმის მიხედვით არ მიდის. შეიძლება ყველა იმაზე საუბრობდეს, რომ რუტინა მოსაწყენია მაგრამ, თქვენ მასში თავს კომფორტულად გრძნობთ. თქვენ შექმენით ნამდვილი კომფორტის ზონა რომლის დატოვებაც არ გსურთ. თავდაჯერებულად გამოიყურებით მაგრამ, ამის უკან დაბალი თვითშეფასება იმალება.

თქვენ ის ხართ ვინც ყველას აკონტროლებს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიყავს. ჭკუა და სიბრძნე გარშემო ყველაფრის კონტროლში დაგეხმარებათ. ეს ყველაფერი კარგია მაგრამ, ზოგჯერ ისეთ ადამიანებს ენდობით ვინც ამას არ იმსახურებს. იყავით ფრთხილად თქვენს გარემოცვასთან.

3. წიქა ბაჭიით

შესაძლოა არ გინდათ ამის აღიარება მაგრამ, თქვენთვის მნიშვნელოვანია თავს სხვებისთვის საჭირო ადამიანად თვლიდეთ. თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაფასებდნენ. გარშემომყოფთა შეფასება განსაზღვრავს თქვენს მოქმედებებს.

თქვენ წარმატებული ხართ სამსახურში, შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ამოცანას გაართვათ თავი. იდეალური თანამშრომელი ხართ, რომელიც ნებისმიერ სირთულეს უმკლავდება. აი პირად ცხოვრებაში კი პირიქითაა: გიჭირთ წონასწორობის პოვნა და ხშრად ნერვიულობთ ამის შესახებ. ამისთვის აუცილებელია ბალანსი იპოვოთ.

5. ჭიქა გულებით

სულ სადღაც გეჩქარებათ. ძალიან ბევრი საქმე და შეხვედრები გაქვთ. რომ შეგეძლოთ ოქროს თევზს დღე ღამეში მეტი საათების დამატებას თხოვდით. თუმცა ამ ყველაფრის უკან საკუთარ ფიქრებთან დარჩენის შიში იმალება. სწორედ ამიტომ ცდილობთ თავი რამით დაიკავოთ.

ყოჩაღი ხართ და ეს კარგად გამოგდით, მაგრამ აჯობებს დაფიქრდეთ, რა გინდათ ცხოვრებისგან. დაამუხრუჭეთ და დატკბით სამყაროთი!

5. ჭიქა ყვავილით

თქვენ ძალიან კეთილი ადამიანი ხართ, მაგრამ ცხოვრებაში ემოციები არ გყოფნით. მომავალი განუსაზღვრელად გეჩვენებათ, მიზნები კი დაუსახავი. თქვენთვის თქვენი ახლობლები არიან მნიშვნელოვანი და ნამდვილად აფასებთ ცხოვრებასა და კარგ დასვენებას, ხოლო მუშაობაში ბედნიერებას ვერ პოულობთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თავს საჭიროდ და ფასეულად გრძნობდეთ, ამისთვის კი სცადეთ გაიგოთ, რას მოაქვს თქვენთვის ბედნიერება.

6. ჭიქა კოპლებით

ცვალებადი და შრომისმოყვარე ხართ. გიჭირთ გრძნობების გამოხატვა, თუმცა დარწმუნებული ხართ რომ სამყაროს შეცვლა შგიძლიათ. გარშემომყოფები აფასებენ თქვენს უბრალოებასა და გულწრფელობას. თქვენთან იოლია ურთიერთობა, სასიამოვნო და მყუდრო.

ხანდახან სისუსტეს ავლენთ და იოლად ექცევით უმიზეზო სევდაში. არ ღირს ამის გაკეთება, მით უმეტეს არ ღირს დარდში ღრმა აზრის ძიება, ეცადეთ უარი თქვათ ამაზე და სამყაროს სხვა თვალით შეხედოთ.

7. ჭიქა რომბებით

გიყვართ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა, რათა სიურპრიებს გაექცეთ. ხშირად შფოთვა გიპყრობთ, ნერვიულობთ მიზეზით და უმიზეზოდ. დაგეგმვა კი გშველით და ამ ემოციებს ამშვიდებს. ნუ გეშინიათ ცხოვრების სადავეების მოშვება და მასზე კონტროლის შემცირება, დაკბით მისით სრულად!

8. ჭიქა რვაფეხით

თქვენ საქმისთვის თავმიძღვნილი ადამიანი ხართ, რომლის წყობიდან გამოყვანაც ძალიან ძნელია. ჭკვიანი ხართ და კარგად იცით თქვენი საქმის კეთება, ინტელექტთან დაკავშირებითაც ყველაფერი რიგზე გაქვთ. თქვენს თავში ნოვატორული იდეები და გეგმები იბადება, თუმცა მათი გახმოვანება გიჭირთ. ჩაკეტილი ადმაიანი ხართ, ინტროვერტი მდიდარი შინაგანი სამყაროთი.

9. ჭიქა ფიფქით

შინაგანად ანათებთ როდესაც ვიღაცას უყვარხართ და გაღმერთებთ! თქვენი იდეალური დღე საუბრების, კარგი წიგნების, ახალი ცოდნისა და საყვარელი მუსიკისგან შედგება. თქვენთვის გატაცებები – ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ წინააღმდეგი არ ხართ საკუთარი მიღწევებით იამაყოთ, ეს კი ხშირად თქვენს იმიჯს აფუჭებს.

თქვენი თვითშეფასება და საკუთარი თავის სიყვარული ისეთია, რომ ნებისმიერს შეშურდებოდა, თუმცა ისწავლეთ, რომ ეს სხვების ხარჯზე არ უნდა აკეთოთ. მიმოიხედეთ გარშემო და გაიგეთ, რომ კიდევ ბევრი საინტერესო რამ არსებობს!