Connect with us

ჯანმრთელობა

კამა, თაფლი და კატაბალახა – სისხლძარღვები ხარვეზის გარეშე მუშაობენ

სისხლძარღვებმა ხარვეზის გარეშე რომ იმუშაონ, ასეთი ნაყენი მოამზადეთ:

1 ჭიქა კამის თესლი და 2 ს/კ დაფქული კატაბალახის ფესვები აურიეთ, 2 ლ მდუღარე წყალი დაასხით. როცა ნაყენი 40 გრადუსამდე გაგრილდება, 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ და ერთი დღით დააყენეთ. ნაყენი თბილად შეფუთეთ. ამის შემდეგ 1 ს/კ ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

ახალგაზრდობის ტიბეტური რეცეპტი

ბალახების ჩაის მომზადება, რომელსაც ახალგაზრდობის ტიბეტურ რეცეპტს უწოდებენ, სირთულეს არ წარმოადგენს. ასეთი გასაოცარი ნაყენი დიდ ძალისხმევას და ბევრ ინგრედიენტს არ მოითხოვს. სამკურნალო ეფექტს მთელი 5 წლის მანძილზე იგრძნობთ.

ტიბეტური ბალზამისთვის დაგჭირდებათ 100 გრ ბალახი – კრაზანა, გვირილა, უკვდავა, არყის კვირტი. ბალახები კარგად დააქუცმაცეთ და მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ.

საღამოს 1 ს/კ ნარევი ნახევარ ლიტრიან თერმოსში დააყენეთ. ძილის წინ 1 ჭიქა არომატული ჩაი ერთ კოვზ თაფლთან ერთად დალიეთ. თერმოსში დარჩენილი ნაყენი დილით, საუზმის მიღებამდე 15-20 წუთით ადრე მიიღეთ, სასმელი ყოველდღე დალიეთ, სანამ დაქუცმაცებული ნარევი არ დაგიმთავრდებათ.

ამ სამკურნალო ბალახების მიღებით ნივთიერებათა ცვლა გაუმჯობესდება, ორგანიზმი წიდების, ცხიმებისა და ნარჩენებისგან გათავისუფლდება. სისხლძარღვები უფრო მოქნილი გახდება, ინფარქტის, სკლეროზის, ინსულტის, ჰიპერტონიის რისკი შემცირდება, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა გაქრება, მხედველობა აღდგება და მთელი ორგანიზმი გაიწმინდება.

ეს რეცეპტი შეგიძლიათ 5 წელიწადში ერთხელ გამოიყენოთ.