Connect with us

ჯანმრთელობა

9 ნიშანი, რომ ორგანიზმში ცილების ძალიან დაბალი დონე გაქვთ

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის თავიდან აცილებას შეძლებთ, თუ ცილების მოხმარებას გაზრდით.

ცილები ორგანიზმში ბევრ ფუნქციას ასრულებენ, დაწყებული ცხიმების დაწვით და კუნთოვანი მასის გაზრდით და ჩვენი ძვლების გაძლიერებით დასრულებული. ცილების მარაგის შევსება ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

ცილების დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ტკბილი საკვების მიღების ძლიერი სურვილია. ნახშირწყლები, კოფეინი, შოკოლადი, უალკოჰოლო სასმელები, ენერგეტიკული სასმელები, ორცხობილა და ნამცხვარი – მათი მიღების სურვილი სისხლში შაქრის არასტაბილურ დონეზე მიგვითითებენ. ყველა ადამიანს, ვისაც შაქრიანი საკვების მიღება სურს, ცილების დეფიციტი არ აქვს, მაგრამ ცილების ნაკლებობა და სისხლში შაქრის დაბალი დონე ერთმანეთთან კავშირშია.

ცილების ნაკლებობა ნარჩენების, თავისუფალი რადიკალების მოშორების უნარს ამცირებს. ეს საკუთარი უჯრედების დაზიანებას იწვევს. შედეგად, სიმსივნის და სხვა სერიოზული დაავადებების რისკი იზრდება.

ცილების დეფიციტის ნიშნები

ცილების დეფიციტმა შეიძლება ფილტვების და მსხვილი ნაწლავების დაზიანება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ცილების დონის გაკონტროლება და მისი დეფიციტის ნიშნების ცოდნა აუცილებელია.

1. დაძინების და ღრმა ძილის შეუძლებლობა

ცილების დეფიციტმა შეიძლება ღრმად დაძინებას ხელი შეუშალოს. ცილების გარეშე ორგანიზმი ნახშირწყლებს და ჭარბ შაქარს ეტანება. ეს შაქრის მიმართ დამოკიდებულებას ქმნის. შაქარი და ნახშიწყლები სწრაფად იწვებიან, ენერგიის ნაკადს ზრდიან, რაც ძილის დარღვევას იწვევს.

2. პირის კუთხეებში ბზარები და წყლულები

ეს თუთიის, რკინის და B ჯგუფის ვიტამინების (განსაკუთრებით B2, B3 და B12), ასევე ცილების დეფიციტზე საუბრობს. სიმპტომი ვეგეტარიანელებში ხშირად გვხვდება, რადგან მათ ხშირად დაუბალანსებელი კვება აქვთ. ასევე იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი მკვებავ ნივთიერებებს სათანადოდ არ იღებს.

ამ პრობლემას გადაჭრით, თუ რაციონში დაამატებთ: წითელი მხალი, არაქისი, ოსპი, პარკოსანი პროდუქტი, სეზამი და გამომშრალი პომიდორი, ასევე ბროკოლი და წიწაკა.

3. წითელი გამონაყარი კანზე და თმის ცვენა

როცა კანზე გამონაყარი ჩნდება და ამავდროულად თმის ცვენა გაწუხებთ, ეს შეიძლება ცილების ნაკლებობის ნიშანი იყოს. ასევე ორგანიზმს შეიძლება ბიოტინი (B7) აკლდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, მიირთვით სოკო, კაკალი, ორაგული, ავოკადო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბანანი და ჟოლო.

4. ლოყებზე, ხელებსა და დუნდულებზე წითელი ან თეთრი ლაქები

თუ ლოყებზე, ხელებსა და დუნდულებზე თეთრი და წითელი ფერის ლაქები გაქვთ, ეს უცვლელი ცხიმოვანი მჟავების და A და D ვიტამინების დეფიციტით არის გამოწვეული. ამ პრობლემის გადაჭრას შეძლებთ, თუ ტრანს ცხიმების მიღებას შეწყვეტთ. ასევე გაზრდით ისეთი პროდუქტების მოხმარებას, როგორიცაა ორაგული, ნუში, კაკალი, სელის თესლი, ჩია და კანაფი, ასევე მწვანე ბოსტნეულს და ბოლქვებს.

5. ხელებისა და ფეხების დაბუჟება და გაშეშება

თუ ფოლიუმის მჟავა და B ჯგუფის ვიტამინები გაკლიათ, თქვენ ხელებისა და ფეხების დაბუჟებასა და გაშეშებას იგრძნობთ. ეს პერიფერიულ ნერვებს უკავშირდება და ჩვეულებრივ დაღლილობას, დეპრესიას, შფოთვას და ჰორმონალურ დისბალანსს უკავშირდება. პრობლემას გადაჭრით, თუ რაციონს ჭარხლით, ისპანახით, პარკოსანი პროდუქტებით და სატაცურით გაამდიდრებთ.

6. ფეხებსა და ტერფებში კრუნჩხვები და ტკივილი

კიდურების სპაზმები და ტკივილი კალციუმის, კალიუმის და მაგნიუმის დეფიციტით, ასევე ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით არის გამოწვეული. სიტუაციას გამოასწორებთ, თუ თხილს, ბანანს, ნუშს, გოგრას, ვაშლს, ალუბალს, გრეიფრუტს, ბროკოლს და ყველა მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს (განსაკუთრებით ისპანახი) მიირთმევთ.

7. კუნთოვანი მასის დაკარგვა

თქვენ შეიძლება კუნთოვანი მასა დაკარგოთ. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმი ქსოვილებსა და კუნთებში არსებული ცილებით „იკვებება“.

8. ზრდის შეფერხება

არსებობს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზრდის შეფერხება. ცნობილია, რომ ბავშვს, რომელსაც ცხოვრების პირველ წლებში არა სწორად კვებავდნენ, განათლების და ზრდის პრობლემების კარგი შანსი აქვს.

9. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები

ცილების დეფიციტი გულის პრობლემებს, ასევე მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარებას იწვევს. შედეგად სისხლში შაქრის დონე მცირდება, რომელიც ცნობილია, როგორც ჰიპოგლიკემია.