Connect with us

ჯანმრთელობა

კედრის კაკალი – სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები

ბევრი ჩვენგანი არც კი ეჭვობს, რომ კედრის თხილი, რომლის სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები კარგადაა შესწავლილი, სამკურნალო ეფექტს შეიძლება ახდენდეს ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობაზე, თუმცა, უნდა იცოდეთ, როგორი უნდა იყოს დღიური ნორმა, რა რაოდენობით უნდა მოიხმაროთ იგი, როგორ უნდა მივცეთ იგი ბავშვებს და სხვა მნიშვნელოვანი მომენტები. ასევე, კედრის კაკლის ნაყენი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

კედრის თხილი

კედრის თხილი ისეთი ხეების თესლია, როგორებიცაა ციმბირული, ევროპული და კორეული კედარი, და სხვა ფიჭვისებრი სახეობები. კედრის თხილი – პატარა, მოყვითალო ფერის თესლებია, რომლებიც მყარ, მუქ ყავისფერ ნაჭუჭშია მოთავსებული. თხილს სასიამოვნო არომატი და ცოტათი მოტკბო გემო აქვს. ასეთი ნაყოფის კალორიულობა საკმაოდ მაღალია – 100 გ 500-ზე მეტ კკალ-ს შეიცავს. ამიტომაც, ჭარბი წონის შემთხვევაში, ნუ გადააჭარბებთ დღეში 20-30 გ თხილის მიღებას.

კედრის კაკალი სხვა სახეობებისგან, ძირითადად, დიდი რაოდენობით უჯერი ცხიმებისა(55%-მდე) და ცელულოზის შემცველობით გამოირჩევა – ეს თავისებურება არ აძლევს თხილს უჭის გაღიზიანების საშუალებას, ამიტომ მათი მოხმარება უსაფრთხოა გასტრიტის დროსაც.

აღსანიშნავია, რომ კედრის კაკლის შემადგენლობის 40%-მდე ცილაა – ქათმის ფილესაც იგივე მაჩვენებელი აქვს. ამ თვისების წყალობით, თხილი რეკომენდებულია ვეგეტარიანელებისა და ცილების უკმარისობის მქონე ადამიანებისთვის.

კედრის თხილის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით ამინომჟავები(19 სახეობა, რომელთაგანაც 70% შეუცვლელია) და სხვადასხვა მიკროელემენტი. ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებს ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემას.

თხილი გამოირჩევა იოდის, კალიუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, მინერალების, ანტიოქსიდანტების, ფოსფოლიპიდებისა და A, В, Е, Р ვიტამინების შემცველობითაც. ასე, B ვიტამინი ეხმარება ადამიანს სტრესთან გამკლავებასა და სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებაში. E ჯგუფი ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, დადებითად აისახება ფრჩხილების, თმისა და კანის მდგომარეობაზე. P ვიტამინი ამცირებს არტერიულ წნევას და არეგულირებს გულის რიტმს.

ლეციტინი აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას და ხელს უწყობს ქოლესტერინის საჭირო დონის შენარჩუნებას. ფოსფორი პასუხს აგებს ძვლის ქსოვილის გაძლიერებაზე. იოდი აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას. თუთია გავლენას ახდენს კუნთების მდგომარეობაზე, მათ შორის, გულის კუნთისაც.

მამაკაცებისთვის კედრის თხილის სარგებელი მდგომარეობს პოტენციის გაუმჯობესებასა და შარდსასქესო სისტემის სტიმულაციაში, ხოლო ხალხური მედიცინა გვირჩევს თხილის მოხმარებას მამაკაცებში უნაყოფობის დროს, სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესის გასაუმჯობესებლად, ასევე, მათი რეგულარული მიღება პროსტატის ჯირვლის ადენომის პროფილაქტიკაა.

თუ თქვენს ბავშვს არ აქვს ალერგია, შეგიძლიათ, მის რაციონში რამდენიმე მარცვალი თხილი მისცეთ და თანდათან რაოდენობა 100 გრამამდე აიყვანოთ. თუმცა, თავი შეიავეთ ორ წლამდე.

აღსანიშნავია კედრის თხილის შემდეგი სამკურნალო თვისებები:

  • იმუნიტეტის გაძლიერება სერიოზული დაავადების ან ფიზიკური დატვირთვების შემდეგ;
  • ნერვული სისტემის აღდგენა, მათ შორის, უძილობისა და დეპრესიის დროსაც;
  • კნტ-ს ფუნქციონირების გაუმჯობესება: წყლულოვან და ნაღველკენჭოვან დაავადებებთან ბრძოლა;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება – რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლების დაავადებებისი დროს;
  • კედრის თხილი ამცირებს მადას, თუმცა, აუცილებელია ზომიერების დაცვა, რამეთუ დიდი რაოდენობით მისი მიღება სიმსუქნეს იწვევს;
  • შემადგენლობაში არგინინის არსებობა ათეროსკეროზის მკურნალობას უწყობს ხელს;
  • სასარგებლოა დისბაქტერიოზის დროს.

კედრის თხილის სამკურნალო ნაყენი

დაასხით 1 ჭიქა თხილს(ნაჭუჭიანად დანაყულს) 500 მლ არაყი, დააყენეთ 7 დღით. გამოიყენეთ შუშის ჭურჭელი. გააჩერეთ ბნელ ადგილას, იშვიათად შეანჯღრიეთ. 1 კვირის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თვენახევრის განმავლობაში ჭამის წინ, დღეში 1 კოვზის ოდენობით. გემოვნური თვისებების გასაუმჯობესებლად, დაუმატეთ თაფლი.