Connect with us

ჯანმრთელობა

5 რეცეპტი ფეხებზე თრომბებისა და კვანძების მოსაშორებლად

წარმოგიდგენთ რეცეპტებს, რომლებიც ბალახებით მკურნალმა, ალექსეი გოლოვკოვმა, გაგვიზიარა.

1. მწვანე ბერძნული კაკლები მოათავსეთ ემალის ჭურჭელში და დაასხით ზეითუნის ზეთი. ჭურჭელი გააჩერეთ მზეზე არანაკლებ 40 დღით. გადაწურეთ და შეიზილეთ ამ ნაყენით დაზიანებულ მონაკვეთებში დღეში ერთხელ.

2. აიღეთ კალანჰოეს ახალი ფოთლები. გაატარეთ ხორცსაკეპში. გაავსეთ ერთლიტრიანი ქილა ნახევრამდე და პირთამდე დაასხით არაყი. დააყენეთ 1 კვირით ბნელ ადგილას, შეანჯღრიეთ ყოველდღე. გადაწურეთ მარლის გამოყენებით. გააზავეთ წყალთან 1:1 პროპორციით. ეს სითხე შეიზილეთ ფეხებში, დაწყებული ტერფიდან. პროცედურა დღეში 1-2-ჯერ უნდა ჩაიტაროთ.

3. სალბის 1 ს.კ. ბალახს დაასხით 200 მლ წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 1-2 წუთით, შემდეგ დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ. მიღებული ნაყენით დაიზილეთ დაზიანებული მონაკვეთები დღეში ერთხელ.

4. მოაგროვეთ თეთრი აკაციის ყვავილები და გაავსეთ ქილა ბოლომდე(ოღონდ არ დაპრესოთ). დაასხით არაყი, დააყენეთ 1 კვირით და გადაწურეთ. გააზავეთ წყალთან 1:1 პროპორციით. მიღებული ნაყენი შეიზილეთ ფეხებზე დღეში ერთხელ.

5. ხელებით დაზილეთ აბზინდის ახალი ფოთლები და კვირტები, შმდეგ შეურიეთ 1 ს.კ. მომზადებული ნედლეული 1 ს.კ. მჟავე რძეს ან არაჟანს და წაუსვით მარლაზე სწორ ფენად. მარლა დაიდეთ დაზიანებულ ადგილას 30 წუთით. შეასრულეთ პროცედურა დღეში ერთხელ.

რეკომენდებულია საშუალებების პერიოდული ჩანაცვლება. ნებისმიერი სახის მალამოს გამოყენებამდე, გაიარეთ ალერგიის ტესტი: დაიტანეთ მცირე რაოდენობით საშუალება მაჯაზე დაელოდეთ თქვენი კანის რეაქციას.