Connect with us

საკითხავი

რატომ არ შეიძლება ანადუღარი წყლის კვლავ ადუღება

ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომ არ შეიძლება წყლის ხელმეორედ ადუღება? ექიმები გირჩევენ, რომ ჩაის და ყავის მოსამზადებლად მხოლოდ ის წყალი გამოიყენოეთ, რომელიც მხოლოდ ერთხელ იყო ადუღებული.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაიდანში წყალი ყოველ ჯერზე უნდა განაახლოთ და ახალი წყლის დამატებამდე ძველი უნდა გადაასხათ.

რა ემართება წყალს გაცხელების დროს?

წყლის სასმელად და საკვებად გამოსაყენებლად ადამიანებმა ადუღება მოიფიქრეს. მიზეზი ერთია – ყველა შესაძლო ბაქტერიისა და მიკრობის განადგურება, რომლებიც ნედლ წყალში მდებარეობს.

ნამდვილად, ბაქტერიებისა და მიკრობების უმეტესობა მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით იღუპება. კიდევ რა ხდება H2O შემადგენლობაში 100 გრადუსის მიღწევის დროს?

  1. ადუღების დროს ჟანგბადი და წყლის მოლეკულები ორთქლდება.
  2. ნებისმიერი წყალი გარკვეულ ჭუჭყს შეიცავს. მაღალი ტემპერატურის დროს ისინი არსად ქრება. 100 გრადუსზე წყლის ატომები და ჟანგბადი ქრება, მაგრამ ყველა მარილი რჩება. რაც ყველაზე საინტერესოა, მათი კონცენტრაცია იზრდება, რადგან წყალი უფრო ნაკლები დარჩა.
  3. წყლის მოლეკულებში წყალბადის იზოტოპები მდებარეობს. ეს რთული ქიმიური ელემენტია, რომელიც 100 გრადუსამდე ტემპერატურაზე მდგრადია. ისინი ძირზე ილექებიან.

სახიფათოა თუ არა ხელმეორედ ადუღება?

რისთვის არის საჭირო ამის გაკეთება? ბაქტერიები ჯერ კიდევ პირველი ადუღების დროს დაიღუპნენ. ხელმეორედ თერმული დამუშავების საჭიროება არ არსებობს.

  1. ანადუღარ წყალს გემო აღარ აქვს. თუ მას რამდენჯერმე აადუღებთ, ძალიან უგემური გახდება.
  2. დუღილი წყალს „კლავს“. რაც უფრო ხშირად ხდება თერმული დამუშავება, სითხე მით უფრო უსარგებლო ხდება. ჟანგბადი ორთქლდება და ქიმიური თვალსაზრისით H20-ს ბუნებრივი ფორმულა ირღვევა. ამ მიზეზით „მკვდარი წყლის“ დასახელება წარმოიქმნა.
  3. ადუღების შემდეგ ყველა ჭუჭყი და მარილი რჩება. რა ხდება ყოველ ხელმეორე ადუღების დროს? ჟანგბადი და წყალი ქრება. შესაბამისად, მარილის კონცენტრაცია იზრდება. რა თქმა უნდა, ორგანიზმი ამას იმწამსვე ვერ აღიქვამს.
  4. როგორც წესი, ქლორიან წყალს ვადუღებთ. 100 გრადუსამდე გაცხელების პროცესში ქლორი ორგანულ ნივთიერებებთან რეაქციაში შედის. შედეგად კანცეროგენები წარმოიქმნება. ხშირი ადუღება მათ კონცენტრაციას ზრდის. ეს ნივთიერება კი ადამიანისთვის უკიდურესად არასასურველია, რადგან სიმსივნურ დაავადებებს იწვევს.

ანადუღარი წყალი ნაკლებად სასარგებლოა. განმეორებითი ადუღება მას საზიანოს ხდის.

სწორედ ამიტომ, შემდეგი მარტივი წესები დაიცავით:

  • ასადუღებლად ყოველ ჯერზე ჩაიდანში ახალი წყალი ჩაასხით;
  • სითხე ხელმეორედ არ აადუღოთ და მის ნარჩენს ახალი წყალი არ დაუმატოთ;
  • სანამ წყალს აადუღებთ, რამდენიმე საათით დააყენეთ;

თქვენ წყალს ბევრჯერ ადუღებთ თუ ყოველ ჯერზე ჩაიდანში ახალ წყალს ასხამთ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.