Connect with us

ჯანმრთელობა

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ სჭირდება ჩვენს ტვინს მაგნიუმი

მაგნიუმი მიკროელემენტია, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის მრავალი ქსოვილის სწორი ფუნქციონირებისთვის, მათ შორის, ტვინისთვისაც.

ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის მაგნიუმს ტრადიციული კვების დროს, თანაც, მაგნიუმის დეფიციტი ასაკთან ერთად უარესდება. ეს ფაქტი ერთ-ერთი მიზეზია მოხუცებში მეხსიერებისა და კოგნიტური შესაძლებლობების გაუარესებისა.

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ სჭირდება ტვინს მაგნიუმი:

1. მაგნიუმი აუმჯობესებს მეხსიერებას

მაგნიუმი აძლიერებს სინაფსებს, განლაგებულს ჰიპოკამპში – ესაა ტვინის სტრუქტურა, რომელიც გვეხმარება ხანგრძლივი მოგონებების შენარჩუნებაში. ამავე სახით, ეს მინერალი თავის უცვლელ ფუნქციას თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქში ასრულებს.

ამ მიკროელემენტის დამსახურებით, ჩვენ შეგვიძლია ყველა იმ მოგონების აღდგენა, რომლებიც კატალოგიზებულია ჩვენს ტვინში, როგორც ხანმოკლე(მაგალითად, სად დავტოვეთ გასაღები, ღუმლის გამორთვა, რძის ყიდვა…) მეხსიერება.

მაგნიუმი, ასევე, აძლიერებს სინაპტიკურ ნერვულ დაბოლოებებს, რომლებიც პასუხს აგებს ინფორმაციის, მოგონებებისა და მონაცემების გადაცემაზე.

2. მაგნიუმი აუმჯობესებს დასწავლის უნარს

ბევრი ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ ასაკთან ერთად დასწავლის უნარი იკარგება. გასაგებია, რომ 3 წლისა და 70 წლის ასაკებში ჩვენი დასწავლის პოტენციალი ვერ იქნება ერთნაირი, თუმცა ჩვენი ტვინი დაუჯერებელი შესაძლებლობების მქონე ორგანოა.

თუ ტვინს ისევე ვავარჯიშებთ, როგორც კუნთებს, და მასზე ვზრუნავთ, ეს გვაძლევს შესანიშნავი კოგნიტური შესაძლებლობების შენარჩუნების გარანტიას ხანში შესვლისასაც კი.

ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა მაგნიუმის შემცველი დანამატების მიღება.

ამ მინერალის დამსახურებით, ჩვენს ნერვულ უჯრედებს უმარტივდებათ ერთმანეთთან დაკავშირება, რაც აუმჯობესებს მეხსიერებას, განწყობას და ვხდებით უფრო მგრძნობიარე ახალი ინფორმაციის მიმართ.

3. მაგნიუმი გვეხმარება სტრესის დაძლევაში

როცა სტრესს განვიცდით, ჩვენი სხეული სისხლში დიდი რაოდენობით კორტიზოლს გამოყოფს. ეს აზიანებს ტვინის ძალიან სპეციფიკურ სტრუქტურას – ჰიპოკამპს, რაც იწვევს მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რთულდება კონცენტრირება და ჩვენი ნეგატიური ემოციები ძლიერდება.

თუმცა, ამ შემთხვევაში გვეხმარება მაგნიუმი, რომელიც მოქმედებს ჩვენს ჰორმონებზე, ამცირებს კორტიზოლის დონეს და გვეხმარება სტრესზე რეაქციის გაკონტროლებაში.

4. მაგნიუმს შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკა

მაგნიუმი, თავისთავად, ალცჰაიმერის დაავადებისგან 100%-ით ვერ დაგვიცავს. თუმცა, იგი მოქმედებს პროფილაქტიკის სახით, ამცირებს ამ დაავადების განვითარების ალბათობას.

მაგალითად, ეს მინერალი ხელს უშლის ამილოიდური კოლტების გაჩენას თავის ტვინის ჰიპოკამპში. იგი, ასევე, ამცირებს ამ კოლტების არსებობას პრიფრონტალურ ქერქშიც.

5. მაგნიუმი ამცირებს შფოთვას და გვეხმარება კონცენტრირებაში

ჩვენ დროდადრო განვიცდით ამას – ჩვენი აზრები უაზროდ ირევა ერთმანეთში და ნებისმიერი სტიმული, ნებისმიერი მოვლენა “ფეთქდება” ჩვენში, რაც კონტროლის დაკარგვას გვაიძულებს.

გარემოებები ჩვენზე ზეწოლას ახდენს, ჩვენ განვიცდით ნერვოზულობას, უძილობასა და სრულ მორალურ გამოფიტვას. ამ მშფოთვარე პერიოდის აღკვეთა შეგეძლებათ, თუ იზრუნებთ მაგნიუმის დეფიციტის შევსებაზე.

არ დაგავიწყდეთ, რომ მაგნიუმი ჩვენი უჯრედების ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, ამიტომ იგი “საწვავის” სახით იმოქმედებს. ორგანო, რომელსაც მეტი ენერგია სჭირდება, არის ტვინი, ამიტომ მას დიდი რაოდენობით მაგნიუმი სჭირდება.

ჩვენი განწყობის გასაუმჯობესებლად(ინტენსიური შფოთვის პერიოდში), კარგი იქნება “მაგნიუმის დიეტის” დაცვა.

როგორ შევავსოთ მაგნიუმის დეფიციტი

მაგნიუმის დღიური ნორმა ზრდასრულ ადამიანში შეადგენს 300-350 მგ-ს, ზოგიერთი დაავადების ან განსაკუთრებული მდგომარეობის დროს, დეფიციტი შეიძლება გამწვავდეს.

მაგნიუმის მთავარი წყაროებია:

  • პარკოსნები
  • თხილეული
  • მსხვილი ფქვილის პური
  • ქერისა და ფეტვის ფაფები
  • ბრინჯი
  • ბოსტნეული(განსაკუთრებით მუქი მწვანე ფერის)
  • ბანანი
  • ზღვის კომბოსტო
  • ქლიავი
  • კურაგა

ნეგატიურად ისახება მაგნიუმის ათვისებაზე ალკოჰოლი და ყავა. მაგნიუმის დამატებითი მიღება პრეპარატების სახით აუცილებელია სწორი კვების შეუძლებლობის, სტრესის, ფეხმძიმობისა და სპორტით ინტენსიური დაკავების დროს.