საკითხავი
როგორ გავაცალოთ ხილ-ბოსტნეულს მავნე პესტიციდები
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხილისა და ბოსტნეულის მოყვანისას პესტიციდებს იყენებენ. მაშინაც კი, თუ პროდუქტს ბაზარში ყიდულობთ, გარანტია არ გაქვთ, რომ ხილი ან ბოსტნეული უვნებელია.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომლებიც პროდუქტის გაწმენდაში დაგეხმარებათ:
ძმარი
მოამზადეთ წყლისა და ძმრის ხსნარი 3:1 პროპორციით. ეს მასა ბაქტერიების 98%-ს აშორებს. ხილი და ბოსტნეული ამოავლეთ ამ მასაში 10-20 წუთით, შემდეგ გადაავლეთ გამდინარე წყალი. გარდა ამისა, შეგიძლიათ მასა შხეფიან ბოთლში გადაასხათ და შეაშხეფოთ ბოსტნეულსა და ხილს. გააჩერეთ სითხე 10 წუთით და გაავლეთ სუფთა წყლით.
სოდა
1 ჭიქა წყალს, 1 ს.კ. სოდასა და 1/2 ჭიქა ვაშლის ძმარს შეურიეთ რამდენიმე წვეთი გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი. დააყენეთ 1 საათით და ამოავლეთ სითხეში ხილი და ბოსტნეული.
თქვენ როგორ წმენდთ პროდუქტს?