ჰოროსკოპი
არ გამოგრჩეთ! 2 ივლისი – ძლიერი დაბნელება
2 ივლისს 2019 წლის რიგით მეორე მზის დაბნელება იქნება. ამ დღეს პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ასტროლოგის, ანჯელა პერლის რჩევები გაითვალისწინეთ.
ბევრი შეცდომით ფიქრობს, რომ დაბნელებას მხოლოდ ნეგატიური მოვლენები ახლავს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მზის დაბნელება ახალ მთვარეობის დროს ან მასთან ახლო პერიოდში ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2 ივლისს თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი მოხდება. დღე სიყვარულსა და საქმეებში ცვლილებებით სავსე იქნება. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, ახალი სამსახური, გატაცება. ექსპერტები გირჩევენ 2 ივლისამდე წინ არ იმოძრაოთ, მაგრამ ეს ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რადგან ახალ მთვარეობის დროს განწყობა ხშირად უარესდება.
2 ივლისის მზის დაბნელების განსაკუთრებულობა
პირველ რიგში, ეს სრული დაბნელება იქნება და არა ნაწილობრივი. სრული დაბნელება ყოველთვის უფრო ძლიერია, ამიტომ ცხოვრების ყველა სფეროში დიდ ცვლილებებს ელოდეთ.
დაბნელება კირჩხიბის ნიშანში მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილებები დიდწილად ოჯახებს და სასიყვარულო სფეროს შეეხება. ამ დღეს შორეული ნათესავების მონახულება და მშობლებისთვის დახმარების გაწევა სასარგებლო იქნება.
დაბნელება ციკლურია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაბნელება უკვე იყო და არა ერთხელ. ბოლო ასეთი დაბნელება კირჩხიბის ათ გრადუსში 2000 წლის 1 ივლისს იყო. თუ გაიხსენებთ, რაც ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 19 წლის წინ, მზის დაბნელების შედეგების პროგნოზირებას თავად შეძლებთ. მაგალითად, თუ 2000 წელს თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები მოხდა, ახლაც მსგავსს უნდა ელოდოთ.
2 ივლისის რჩევები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის დაბნელება ოჯახის ან საცხოვრებელ ადგილის სახლშ მოხდება. ეს შესანიშნავი დღეა რემონტის დასაწყებად და ადგილის შესაცვლელად. ქორწილი და ერთობლივი საქმეები თამამად დაიწყეთ. ვერძისთვის ნებადართულია ახალი ადამიანების გაცნობა, ურთიერთობის დაწყება ან დასრულება.
კურო
დაბნელება მესამე სახლში მოხდება. მესამე სახლი ურთიერთობასა და კონტაქტზე პასუხისმგებელია. 2 ივლისს და მომავალი რამდენიმე დღე ახალი ნაცნობობისთვის შესანიშნავი იქნება. ინფორმაციის ათვისება გაგიადვილდებათ. სამშაბათიდან ხუთშაბათამდე ახალი იდეები გაგიჩნდებათ. ზოგიერთი იდეა თანამშრომლების და ახლობლებს გაუზიარეთ, ხოლო უფრო ინტიმური და პირადი იდეები დროებით მაინც საიდუმლოდ შეინახეთ.
ტყუპები
დაბნელება ფინანსების და სამსახურის სახლში მოხდება. მთელი კვირა იდეალური იქნება ძვირადღირებული საყიდლების შესაძენად, შემოსავლის ახალი წყაროს მოსაძებნად და სამსახურის შესაცვლელად. შეგიძლიათ კრედიტი ან იპოთეკური სესხი აიღოთ. ასეთი დაბნელება ტყუპებს ბევრ წარმატებას უქადის. ყურადღებით იყავით, რომ წარმატება ხელიდან არ გაუშვათ.
კირჩხიბი
კირჩხიბისთვის ეს დაბნელება პირველ სახლში მოხდება, რომელიც თავად ჩვენ, ჩვენს პიროვნებას, გატაცებას და შინაგან სამყაროს წარმოადგენს. იდეალური დროა იმიჯის შესაცვლელად და ახალი საქმის დასაწყებად.
ლომი
ლომი შინაგან შიშს უნდა შეხვდეს. თვითანალიზი სასარგებლო იქნება, რადგან 2 ივლის და მის შემდეგ მავნე ჩვევების და კომპლექსების მოხსნა მოგიწევთ. ლომებს ანჯელა პერლი ყველა მნიშვნელოვანი საქმის დასრულებას გირჩევთ.
ქალწული
ამ მიწის ნიშნის წარმომადგენელს ასტროლოგი ახალი ნაცნობების შეძენას და ბევრ ხალხთან ურთიერთობას ურჩევს. მე-11 სახლი – ეს მეგობრების, თქვენი თანამოაზრეების სახლია. შეგიძლიათ გარკვეული მიზნით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფს დაუკავშირდეთ. შეგიძლიათ თქვენი ჯგუფი შექმნათ და საკუთარი ბიზნესი დაიწყოთ.
სასწორი
მე-10 სახლში დაბნელება სამსახურში ცვლილებებს გპირდებათ. ეს ახალი ბიზნეს პროექტების და თანამშრომლებთან გაერთიანების დროს. მოსალოდნელია სამსახურში დაწინაურება. სასწორს შეიძლება წარმატებული შეთავაზება შესთავაზონ, მასზე უარის თქმა არ ღირს.
მორიელი
მორიელს სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტებში გაუმართლებს დაწყებული სამსახურიდან და სწავლიდან და დამთავრებული სასიყვარული საქმეებით. მე-9 სახლი მოგზაურობასთან არის დაკავშირებული, ამიტომ ამ დღეებში ვიზის და საზღვარგარეთის პასპორტის მოგვარებაზე იზრუნეთ. სასამართლო პროცესის დაწყებას და იურიდიულ პრობლემებს მოერიდეთ.
მშვილდოსანი
მე-8 სახლი ფინანსების სახლია. 2 ივლისს და მომდევნო დღეებში ახალი ფინანსური ვალდებულება გაგიჩნდებათ. მათი არ შეგეშინდეთ, კრედიტი ან იპოთეკა თამამად აიღეთ. მოსალოდნელია მოულოდნელი მოგება, ფულის მიღება და დიდი წარმატება ფინანსურ საკითხებში.
თხის რქა
დაბნელება მე-7 სახლში მოხდება. ეს ურთიერთობის სახლია. ეს დაბნელება თხის რქას სიყვარულში ყველა სუსტ წერტილს აჩვენებს, ან შეიძლება წარუმატებელი კავშირის დასასრული იყოს. მზის დაბნელება სიმართლის გაგებას ხელს ყოველთვის უწყობს. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ან ახალ ნაცნობთან გულწრფელი დიალოგი დაიწყოთ.
მერწყული
მზის დაბნელება თქვენს ცხოვრების წესს, ჯანმრთელობას და ოჯახურ საქმეებს შეეხება. 2 ივლისიდან საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ. სახლის საქმეებით დაკავება სასარგებლო იქნება: ფენ-შუის მიხედვით დაალაგეთ, ზედმეტი ნივთები და ნაგავი მოიშორეთ.
თევზები
2 ივლისს და მომდევნო დღეებში თევზებს შეიძლება ძლიერ შეუყვარდეს. ვინც უკვე ურთიერთობაში, მათ მზის დაბნელება ბევრ პოზიტივს ჰპირდება და ვნებისთვის ახალ შესაძლებლობებს აძლევს. თევზის ნიშნის ბევრი წარმომადგენელი გრძელვადიანი ურთიერთობის დაწყებას შეძლებს.
თითოეულ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს ამ ასტროლოგიურ მოვლენაში რაღაც პოზიტივის პოვნა შეუძლია. მზის დაბნელება რაღაც ახლისკენ და განვითარებისკენ გვიბიძგებს.