Connect with us

ჯანმრთელობა

ამ მეთოდის დახმარებით ფეხის დაღლილობას სწრაფად მოიშორებთ

ფეხებში სიმძიმე ხშირად საღამოს ხანგრძლივი სიარულის ან სირბილის შემდეგ ჩნდება.

ასევე ფეხები შეიძლება ხანგრძლივი ფრენის და მოგზაურობის დროს შეგიშუპდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში საყვარელ ფეხებზე უნდა იზრუნოთ. მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინებით ცხოვრებაში სიმსუბუქეს დაიბრუნებთ.

პირველ რიგში, ცოტა ხნით დაწექით და ფეხები ზემოთ ასწიეთ. ასე სისხლი და დაგუბებული წყალი მოძრაობას დაიწყებენ. მცირე დასვენების შემდეგ ფეხების მოსადუნებელი მეთოდებიდან ერთ-ერთი აირჩიეთ.

შეგიძლიათ კონტრასტული შხაპი მიიღოთ: რამდენიმე წუთის განმავლობაში ხან ცივი, ხან ცხელი წყალი ჩართეთ. ბოლოს ფეხები პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ და დამატენიანებელი ზეთი წაისვით.

სხვა მეთოდიც არსებობს. ტაშტებში წყალი აავსეთ. ერთი – ცივი წყლით, მეორე – ცხელი წყლით აავსეთ. ფეხები ჯერ ცხელ წყალში რამდენიმე წამით ჩადგით, შემდეგ ცივ წყალში გადაიტანეთ. 5-ჯერ გაიმეორეთ. მსგავსი პროცედურა თირკმლების დაავადების დროს უკუჩვენებულია.

მეორე მეთოდი, რომელიც ფეხებს მოდუნებაში დაეხმარება არის მარილიანი წყალი. ჩვეულებრივი და ზღვის მარილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. წყალი ფეხებისთვის კომფორტული უნდა იყოს. 15 წუთის შემდეგ ფეხებზე სუფთა წყალი გადაივლეთ, პირსახოცით გაიმშრალეთ და დაწექით.

თუ ალერგიული არ ხართ, შეგიძლიათ ბალახები გამოიყენოთ. მათ შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ. ინსტრუქციაში ბალახების ნაყენის მომზადების რეცეპტს იპოვით. როცა ბალახის ნაყენი გაგრილდება, შეგიძლიათ თბილი წყლით სავსე აბაზანას დაუმატოთ და მასში ფეხები გააჩეროთ. ბალახების ნაყენი დაღლილობას კარგად ხსნის, კოჟრებს და ჭრილობებს შეხორცებაში ხელს უწყობს.

ყველაზე ეფექტურ ბალახებად ითვლება: გვირილა, პიტნა, ცაცხვი, კრაზანა და სალბი. თუ დრო გაქვთ, შეგიძლიათ ბალახების ნაყენი გაყინოთ, შემდეგ კი ფეხებზე დაიდოთ. სალბი, ბარამბო და გვირილა დაძაბულობას შესანიშნავად მოგიხსნით. შეგიძლიათ ერთად ან ცალ-ცალკე მოხარშოთ. აბაზანას ლავანდის ან ევკალიპტის რამდენიმე ეთერზეთი დაუმატეთ, რომ წარმოუდგენელი არომატი და ენერგია იგრძნოთ. ეთერზეთები შეგიძლიათ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთში გააზავოთ და ფეხებზე წაისვათ. 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ტანვარჯიში დაღლილი ფეხებისთვის

  • სისხლის მიმოქცევა რომ განახლდეს, ფეხები თავს ზემოთ ასწიეთ, თუ დაწოლილი ხართ.
  • მჯდომარე პოზაში ყოფნის დროს, ფეხები იატაკის პარალელურად ასწიეთ.
  • მდგომარე პოზაში თითის წვერებზე აიწიეთ, შემდეგ კი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით.

ფეხების დაძაბულობას მასაჟიც კარგად ხსნის. უბრალოდ ფეხებზე დამატენიანებელი ლოსიონი წაისვით, ნაზად დაიმასაჟეთ და ქვემოთ ზემოთ შეიზილეთ. არც ერთი თითი არ გამოტოვოთ. ამ მეთოდების გამოყენებით თავს კვლავ ჯანსაღად იგრძნობთ, ფეხებში ძალა და მხნეობა დაგიბრუნდებათ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.