Connect with us

ჯანმრთელობა

სახსრების ტკივილი გაწუხებთ? გთავაზობთ ხალხურ საშუალებას მის მოსაშორებლად

დაავადების საწყის სტადიებზე აუცილებელია მტკივან სახსრებზე დატვირთვის შემცირება. მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის ართროზის დროს, უნდა შეამციროთ ისეთი მოძრაობები, როგორებიცაა სირბილი, ხტომა, სიმძიმის აწევა და გადატანა, ჩაჯდომა, სწრაფი სიარული, აღმართზე ასვლა, კიბეზე ასვლა საყრდენის გარეშე.

სანამ მტკივან სახსრებს დატვირთავდეთ, ჯერ სრულად უნდა განკურნოთ, აღკვეთოთ გამწვავება და მოიშოროთ ტკივილი. ამას იდეალურად უმკლავდება ხალხური საშუალებები – კომპრესები, რომლებიც ამსუბუქებს ტკივილს.

ცხელი კომპრესები ართროზის დროს

ცხელი კომპრესების ეფექტი ემყარება სისხლის მიმოქცევის გაუჯობესებას მტკივან მონაკვეთში, რაც ტკივილის შემსუბუქებასა და შეშუპების გაწევას იწვევს. ცხელი კომპრესის როლის შესრულება ჩვეულებრივ მდოგვის ან შვრიის კომპრესსაც შეუძლია, გახსნილს თბილ წყალში.

განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს სახსარზე ცხელი ქვიშით სავსე ტომრის დადებას – ასეთი ტომარა 20 წუთით უნდა გაიჩეროთ.

ყველაზე უბრალო ორთქლის კომპრესიც კი დადებით შედეგს იძლევა, თუ ზუსტად დაიცავთ მოქმედების ალგორითმს. დაგჭირდებათ პირსახოცი(ვაფლისებრი ან სელის). დაკეცეთ იგი 4-6 ფენად და დაასველეთ ახლახან ადუღებული წყლით, ოდნავ დაწურეთ. შეფუთეთ სველი პირსახოცი ფლანელის ან შალის ქსოვილში ორივე მხრიდან და ასე დაიდეთ მტკივან სახსარზე. დაიცავით სიფრთხილე მდუღარე წყალთან!

კომპრესის ქვეშ უნდა იგრძნოთ სითბო და არა მწველი ტკივილი. ქსოვილის კომპრესის ზემოდან დაიდეთ სათბური და დააფიქსირეთ იგი პირსახოცით ან შარფით. როგორც კი სათბური გაგრილებას დაიწყებს, გამოცვალეთ მასში წყალი და ჩაასხით ცხელი. შეცვალეთ წყალი სათბურში მინიმუმ სამჯერ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!