Connect with us

საკითხავი

34 ფრაზა, რომელთა აზრს მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ვხვდებით

იაპონია წარმოუდგენლად მდიდარი ისტორიის, კულტურის და თავისებური ქვეყანაა.

აღმოსავლეთს ნამდვილად შეუძლია განსაკუთრებული სიბრძნით და აუჩქარებლობით იტრაბახოს. რეგულარულმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იაპონელები მიახვედრა, რომ ადამიანი და ბუნება ერთი მთლიანია, რომ მას კი არ უნდა შეეწინააღმდეგონ, არამედ მიიღონ და შეიყვარონ.

ჩვენ 34 იაპონური გამონათქვამი ვიპოვეთ, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ.

1. გიჟებს და სულელებს გზა დაუთმეთ.

2. ცოლ-ქმარი თვალისა და ხელის მსგავსად უნდა იყვნენ: როცა ხელი ავადაა – თვალი ტირის, როცა თვალი ტირის – ხელი ცრემლს წმენდს.

3. წამსვლელი არ გააჩეროთ, მომსვლელი არ გააგდოთ.

4. სწრაფად – ეს ნიშნავს ნელა, მაგრამ შესვენების გარეშე.

5. სჯობს კარგი ადამიანის მტერი იყოთ, ვიდრე ცუდი მეგობარი.

6. ჩვეულებრივი ადამიანების გარეშე დიდებული ადამიანი არ არსებობს.

7. ვისაც მწვერვალზე ასვლის ძლიერი სურვილი აქვს, ის კიბესაც მოიფიქრებს.

8. ქალს თუ მოუნდა – კლდეშიც გაძვრება.

9. მზემ მართალი არ იცის. მზემ მტყუანი არ იცის. მზე ყოველგვარი მიზნის გარეშე ანათებს, რომ ვინმე გაათბობს. საკუთარი თავის შემცნობი მზეს ჰგავს.

10. ზღვა იმიტომაა დიდი, რომ პატარა მდინარეებს აბუჩად არ იგდებს.

11. შორეული გზა ახლოდან იწყება.

12. ვინც სვამს, ღვინის მავნებლობის შესახებ არ იცის. ვინც არ სვამს, მისი სარგებლის შესახებ არ იცის.

13. მაშინაც კი, თუ ხმალი ცხოვრებაში ერთხელ დაგჭირდებათ, ყოველთვის თან უნდა ატაროთ.

14. ლამაზ ყვავილებს კარგი ნაყოფი არ აქვთ.

15. დარდი, როგორც გახეული კაბა, სახლში უნდა დატოვოთ.

16. როცა სიყვარული არსებობს, ჩუტყვავილას წყლულებიც ისეთივე ლამაზია, როგორც ღრმული ლოყაზე.

17. ლოგინში წამოწოლილს ფეხს არავინ წამოგკრავთ.

18. ერთმა კეთილმა სიტყვამ ზამთარში სამი თვე შეიძლება გაგათბოთ.

19. თუ პრობლემის გადაჭრა აუცილებელია, მასზე ნერვიულობა არ ღირს. თუ პრობლემის გადაჭრა არ შეიძლება, მასზე ნერვიულობა უსარგებლოა.

20. როცა ქარს ხატავთ, ქარის სუნთქვას უნდა მოუსმინოთ.

21. შვიდჯერ გადაამოწმეთ, სანამ ადამიანში ეჭვი შეგეპარებათ.

22. გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, დანარჩენი ბედს მიანდეთ.

23. ჭარბი გულწრფელობა სიბრიყვის ტოლფასია.

24. სახლი, სადაც იცინიან, ბედნიერება მოდის.

25. გამარჯვება წილად ხვდება მას, ვინც ნახევარი საათით უფრო მეტს გაძლებს, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე.

26. ისეც ხდება, რომ ფოთოლი იძირება, ქვა კი ტივტივებს.

27. მომღიმარე სახეს ისრებს არ ესვრიან.

28. ცივი ჩაი და ცივი ბრინჯი ასატანია, მაგრამ ცივი მზერა და ცივი სიტყვა – აუტანელია.

29. ათი წლის ასაკში – სასწაული, ოცი წლის ასაკში – გენიოსი, 30 წლის შემდეგ – ჩვეულებრივი ადამიანი.

30. მოიფიქრე – გააკეთე, გაკეთებულზე კი აღარ იფიქრო.

31. კითხვის დასმა – ერთი წუთით სირცხვილია, არ ცოდნა კი მთელი ცხოვრების სირცხვილია.

32. სრულყოფილი ლარნაკი ცუდი ოსტატის ხელიდან არასდროს გამოსულა.

33. ოდნავ დახრის არ შეგეშინდეთ, უფრო კარგად გაიმართებით.

34.თუ გზას საკუთარი სურვილით დაადექით, 1000 რიც (3927 მ) ერთად გეჩვენება.