Connect with us

ჯანმრთელობა

რამდენიმე რჩევა, თუ როგორ მოიშოროთ კბილის ქვა სახლის პირობებში

ჰოლივუდმა მოდაში შემოიტანა ქათქათა კბილები, რაც თავის მხრივ ჯანმრთელი კბილების და სილამაზის ნიშნად ითვლება.

ადამიანებს ხშირად აწუხებთ კითხვა: პროფესიონალური მეთოდი გამოიყენონ და უზარმაზარი თანხა დახარჯონ, თუ კბილების გათეთრება სახლის პირობებში სცადონ? ორივე შემთხვევაში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შეიძლება კბილის ემალი დააზიანოთ.

კბილების გათეთრება სახლის პირობებში

სოდა

1 კოვზი საკვები სოდა და მწიკვი მარილი ნადებს შესანიშნავად აშორებს და კბილებს რამდენიმე ტონით ათეთრებს. კბილების გასათეთრებლად კბილის ჯაგრისი დაასველეთ, მომზადებული ნარევი წაუსვით და უბრალოდ კბილები გაიწმინდეთ. ამის შემდეგ პირის ღრუ წყლით გამოივლეთ. სოდა პირის ღრუს ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს, მაგრამ ამ პროდუქტის ჭარბად გამოყენება რეკომენდებული არაა.

ალოე ვერას გელი

1 ჭიქა წყალს 0,5 ჭიქა საკვები სოდა, 1 ჩ/კ ალოე ვერას გელი, 10 წვეთი ლიმონის ეთერზეთი და 4 ჩ/კ მცენარეული გლიცერინი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და სითხე შესანახად გამოსადეგ ჭურჭელში გადაასხით. გამოიყენეთ ყოველდღე, კბილებზე წაისვით და საშინელ ნადებსა და ქვებს სამუდამოდ დაივიწყებთ.

ფორთოხლის ქერქი

კბილების გაწმენდის სწრაფი და მარტივი მეთოდი ფორთოხლის ქერქის გამოყენებით. ქვის მოსაშორებლად კბილები ქერქით გაიწმინდეთ, შემდეგ 10 წუთის განმავლობაში, როგორც კაპი ისე ატარეთ.

კიდევ ერთი საკმაოდ ეფექტური საშუალება ციტრუსის დაქუცმაცებული ქერქისგან, უფრო სწორად მისი თეთრი ნაწილისგან. ყავის საფქვავში დააქუცმაცეთ და კბილის პასტას დაუმატეთ. ყოველდღიურად გამოიყენეთ, რადგან პირის ღრუში ბალთის წარმომქნელ მიკროორგანიზმებს ებრძვის და გაყვითლებული ემალის გასათეთრებლად ნატურალური და იაფი საშუალებაა.

გათეთრების შემდეგ კბილები მგრძნობიარე ხდება, ამიტომ ემალს და ღრძილებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.