საკითხავი
ეს სუნები განწყობის ამაღლებაში წამიერად დაგეხმარებათ
ცუდი განწყობა ერთმნიშვნელოვნად უსიამოვნოა. ხოლო განწყობის გაფუჭება შეუძლია ყველაფერს – მკაცრი უფროსი, პრეტენზიული პარტნიორი, მუდმივი საცობი, სიცხე, ხმაურიანი მეზობელი და ა.შ.
როგორ გავუმკლავდეთ ცუდ განწყობას, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გარეშე?
არ დაიჯერებთ: თქვენ სუნები დაგეხმარებათ!
კვლევა აჩვენებს, რომ ზოგიერთ არომატს განწყობის გაუმჯობესება შეუძლია. ნებისმიერი ქვემოთ მოცემული არომატი სცადეთ – ამით ცუდი არაფერი მოხდება!
1. ციტრუსების სუნი
ნებისმიერი ციტრუსი – ფორთოხალი, ლიმონი, ლაიმა, გრეიფრუტი და ა.შ. – თავისი არომატით განწყობას წამიერად აუმჯობესებს. კონკრეტულად ლიმონის სუნი ენერგიას შეგმატებთ და ნერვებს დაამშვიდებს.
2. წიწვის სუნი
წიწვის სუნი ზამთართან და შობასთან სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს. სწორედ ამიტომ, ეს არომატი მოგონებებს აღძრავს და განწყობას ამაღლებს.
3. მზისგან დამცავი კრემის სუნი
ბოლოს როდის იყავით სანაპიროზე და მზისგან დამცავ კრემს ისვამდით? უსუნეთ და გაიხსენეთ ის დრო, რაც განწყობას გარანტირებულად აგიმაღლებთ.
4. პიტნის სუნი
პიტნა – კარგი განწყობის საუკეთესო საშუალებაა. საკმარისია უსუნოთ ან ნებისმიერი პიტნიანი სასმელი დალიოთ. ეს არომატი დაგამშვიდებთ და მოგადუნებთ.
5. სანდალოზის სუნი
სანდალოზის არომატი კარგად დაძინებაში დაგეხმარებათ, შფოთვას მოგაშორებთ და განწყობას აგიმაღლებთ. ასევე სანდალოზი გაღიზიანებას და აგრესიას აქრობს.
სად ვიპოვოთ ეს სუნები?
საუკეთესო ვარიანტია ნებისმიერი არომატის ეთერზეთის შეძენა. ის კომპაქტური და მსუბუქია, მისი თან ტარება კომფორტულია. ჩანთას თუ რამდენიმე წვეთი დაეწვეთება, ამით გაღიზიანებული არ იქნებით!
შეგიძლიათ ზეთით ცხვირსახოცი დაასველოთ და თან ატაროთ. უსუნეთ ცხვირსახოცს, როცა კარგი განწყობის შევსება დაგჭირდებათ.
თქვენ გაქვთ საყვარელი არომატი?