Connect with us

თავის მოვლა

9 ჰიგიენური ხრიკი

რატომ არ შეიძლება ბალიშის პირების კონდიციონერით რეცხვა

თეთრეულიდან – ბალიშის პირი ყველაზე მეტად ბინძურდება. თუ მათ კონდიციონერით გარეცხავთ მისი ნარჩენები ბოჭკოებს შორის ჩარჩება და ქსოვილის შეწოვის უნარს შეამცირებს. ამან კი შეიძლება კანის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს, თმაც უფრო მარტივად გაგიჭუჭყიანდებათ!

რატომ უნდა იქონიოთ კბილის ძაფი

კბილების საწმენდი ძაფი კბილებს შორის ჩარჩენილი საკვებისგან გაგათავისუფლებთ, ამის მიღწევა მხოლოდ კბილის ჯაგრისით შეუძლებელია. თუ კბილის საწმენდ ძაფს გამოიყენებთ პირიდან უსიამოვნო სუნის მოცილებაში დაგეხმარებათ.

რატომ არის სასარგებლო თეთრეულის გარეშე ძილი

სინამდვილეში ღამე საცვლები საერთოდ არ გჭირდებათ. მათ გარეშე ძილი სხეულს სუნთქვის საშუალებას მისცემს და ბევრი სოკოვანი დაავადებისგან გიხსნით.

რატომ არ არის საკმარისი კბილის ჯაგრისი

ალბათ შეგიმჩნევიათ ენაზე არსებული თეთრი ნალექი – ეს ბაქტერიებს, ორგანული ნივთიერებების ნარჩენებს და მკვდარ უჯრედებს წარმოადგენს. ალბათ ხვდებით რომ მათ თქვენი ორგანიზმისთვის სარგებელი არ მოაქვს… ამიტომ შეიძინეთ ენის საწმენდი და რეგულარულად გამოიყენეთ ის. მისი გამოყენების შედეგად თქვენი სუნთქვა უფრო ჯანსაღი გახდება, გაქრება უსიამოვნო სუნი, საკვების გემოს უკეთ შეიგრძნობთ და იმუნიტეტიც გაგიმაგრდებათ.

რატომ უნდა ჩაალაგოთ ფეხები ჩაის ნაყენში

შავი ჩაი – ნატურალური ანტიბიოტიკია, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა პათოგენების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორისაა საფუარის სოკოც. რეგულარულად გაიკეთეთ მაგარი შავი ჩაის აბაზანები ფეხებზე და ის ფეხის სუნისა და სოკოს გაქრობაში დაგეხმარებათ!

რატომ არის ხელის ანტისეპტიკი სასარგებლო შენაძენი

ანტისეპტიკური გელი ინფექციებისგან დაგიცავთ მაშინ როცა ხელის დაბანის საშუალება არ გაქვთ! გარდა ამისა მისით იღლიების გასუფთავება და ოფლის სუნის მოშორებაც შეგიძლიათ – მაშინ როცა შხაპირ მირებას ვერ ახერხებთ!

რატომ არ ვარგა ხშირი დაბანა

ქალის ორგანიზმის ისეა მოწყობილი, რომ ვაგინა თავისით ახერხებს თავის გასუფთავებას ყოველგავირ დაბანისა და ჰიგიენური საშუალებების გარეშე. თქვენს მიერ საპნის, სხვადასხვა ქიმიური საშუალებების, არომატიზირებული საფენებისა და ტამპონების გამოყენება პირიქით მისი დაავადების რისკებს ზრდის!

რატომ უნდა დაიბანოთ აუცილებლად ყურს უკან არე

ამ ადგილას განლაგებულია ჯირკვლები რომელბიც განსაკუთრებულ სეკრეტს გამოყოფენ, ის ერევა ჭუჭყს და უსიამოვნო სუნი ჩნდება. შეგიძლიათ ყოველდღე მიიღოთ შხაპი, დაიბანოთ პირი, მაგრამ, თუ ამ ადგილს სათანადოდ არ გაისუფთავებთ თქვენი შრომა წყალში ჩაიყრება.

რატომ უნდა შეცვალოთ საპარსი გელი – თმის კონდიციონერით

კონდიციონერი არბილებს და მაღლა წევს თმას, ეს კი პარსვის დროს დაზიანებისგან დაგიცავთ.

რატომ არის სასარგებლო ლიმონიანი წყალი

ლიმონიანი წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს და აღადგენს წყლის ბალანსს. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ მასში მწიკვი კაიენის წიწაკა ჩაამატოთ, მას პრობიოტიკული ეფექტი აქვს და იმუნიტეტის სტიმულაციას ახდენს. იყავით ფრთხილად: თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები გაქვთ ლიმონიან წყალს ნუ გამოიყენებთ, განსაკუთრებით კი უზმოზე!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.