Connect with us

ყვავილები

9 მცენარე სამაგალითო მებაღის სიიდან

ჩემს ოჯახში ბალახების მცოდნეები არასდროს ყოფილან, მაგრამ როგორც კი შესაძლებლობა მაქვს, ბუნებაში მივდივარ, რომ მცენარეებს ახლოს გავესაუბრო. ახლა კი, როგორც იქნა, ჩემი მწვანე სიმდიდრე ერთ სიაში შევკრიბე.

გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ ველური ყვავილი შეგიძლიათ ბაღში გაზარდოთ, რომელიც არა მხოლოდ დეკორატიულად ლამაზი, არამედ ძალიან სასარგებლო და მოსავლელად უპრეტენზიო იქნება. მათ განსაკუთრებული ყურადღება არ სჭირდებათ.

გავრისკავ და  ჩემი ბაღის 9 ყველაზე საინტერესო და ცოტა ველურ მცენარეებზე გიამბობთ.

რა შეიძლება დარგოთ ბაღში

1. თავშავა

თავშავას (Origanum vulgare) ქალის ბალახს ხშირად უწოდებენ, რადგან ქალები მას სილამაზის, ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ.

ჩვენთან ეს სასარგებლო მცენარე ჩაის მოსადუღებელი კომპონენტის სახითაა ცნობილი. იტალიასა და საბერძნეთში კი სუნელია, რომელსაც ორეგანო ეწოდება, და ისეთივე პოპულარულია როგორც ბაზილიკი. იტალიური პიცა მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.

გარდა ამისა, თავშავა ბაღს და ბოსტანს მავნებლებისგან იცავს და შესანიშნავ გაფორმებას წარმოადგენს. თავშავა კარგად განათებულ ადგილას უნდა დარგოთ, რადგან სიბნელეში არომატული არ იქნება. ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არაა და თქვენი ბაღის ნებისმიერ ნაკვეთში გაზრდას შეძლებს.

2. მზიურა

მზიურას მზისფერი ყვავილი, რომელსაც ელენას ცრემლს უწოდებენ, თავისი სამკურნალო ძირნაყოფით ცნობილია. თქვენს ბაღს შეიძლება წლები ამშვენებდეს და სანაცლოდ ზრუნვას პრაქტიკულად არ ითხოვს.

მზიურას ყვითელი ყვავილები დიდ გვირილას ან მინიატურულ მზესუმზირას ჰგავს. მცენარე ივლისიდან ოქტომბრამდე ყვავილობს. ზომიერი ტენიანობა, მზიანი ადგილი და ნეიტრალური ნიადაგი ურჩევნია. დეკორატიული მიზნით მაღალ, მრავალწლიან მცენარეს ხშირად ისე რგავენ, როგორც ცოცხალ ღობეს.

3. სალბი

სალბი სურნელოვანი მრავალწლიანი მცენარეა ლამაზი ყვავილებით. მის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვისპირეთი ითვლება.

აგარაკზე სალბის დარგვაზე უფრო მარტივი არაფერი არსებობს. მისი ყვავილი ერთ ადგილას შეიძლება 8-ზე მეტი წელი იზრდებოდეს, ნაკვეთს ამშვენებდეს და თავისი მშვენიერი არომატით გახარებდეთ.

სალბის საუკეთესო წინამორბედად ითვლება კარტოფილი, ხახვი, კომბოსტო ან პარკოსანი კულტურა. მისი დარგვა არ შეიძლება ისეთ ადგილას, სადაც ადრე პიტნა, თავშავა, ბაზილიკი, ბეგქონდარა და სიმინდი იზრდებოდა.

4. კრაზანა

სამკურნალო მიზნით კრაზანა შეგიძლიათ ტყეში შეაგროვოთ ან პირდაპირ თქვენ სახლთან დარგოთ. აგარაკზე კრაზანას გაზრდის ყველაზე მარტივი მეთოდი – კრაზანას ბუჩქი ცოტა მიწასთან ერთად ტყიდან მოიტანეთ.

ასევე შეგიძლიათ თესლით გაამრავლოთ, რომლის მოგრევა სექტემბერში მოსახერხებელია. თესლს შემოდგომაზე ან გაზაფხულზე რგავენ. გაზაფხულზე დარგვამდე სველ ქვიშას ურევენ და 2 თვე მაცივარში ინახავენ.

ყვავილობას უკვე მეორე წლიდან იწყებს. ივნისი-ივლისში ყლორტის ზედა ნაწილს თანაყვავილედით 25 სმ სიგრძეზე ამზადებენ. აქ ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერება გროვდება. თაიგულებს კრავენ და კარგად განიავებულ ადგილებში ახმობენ.

5. გულყვითელა

გულყვითელა ჩემი რჩეულია. ლამაზი, კაშკაშა მცენარე თითქმის მთელი ზაფხული უხვად ყვავილობს, თავისით მრავლდება და ძალიან უპრეტენზიოა.

გულყვითელას ზეთი საბაზო ზეთების ნაკრებში შედის, რომელიც ყველა დიასახლის უნდა ჰქონდეს. ეს ზეთი უნივერსალურია და შეგიძლიათ კოსმეტიკური მიზნით გამოიყენოთ. თქვენს აფთიაქში შეიძლება შეუცვლელი ნაწილი გახდეს.

6. პიტნა

ზაფხულის საღამოს, როცა სიცხე იკლებს, პიტნის ახალი და დამამშვიდებელი არომატის შეგრძნება მიყვარს. ეს ბალახი თავისი სასარგებლო თვისებებით ცნობილია და კულინარიაში ფართოდ გამოიყენება. ნაცნობი პროდუქტების გემოს ახლებურად ხსნის.

აგარაკზე პიტნის გაზრდა საკმაოდ მარტივია. ის უპრეტენზიო კულტურას მიეკუთვნება და განსაკუთრებულ ყურადღებას არ საჭიროებს. მაგრამ ერთი მაგრამ არსებობს: პიტნას მთელ ნაკვეთზე სწრაფად გავრცელების უნარი აქვს, მისი ფესვების სისტემა ობობის ქსელივითაა, მთელ სივრცეს ითრევს და მის მოშორებას მხოლოდ ღრმა ამოთხრით შეძლებთ.

7. გვირილა

სააფთიაქო გვირილას ყვავილები სასიამოვნო თაფლი-ვაშლის არომატს ფლობენ, მისი ჩაი ყვავილებთან ერთად იმუნიტეტის გაზრდას და უამრავი უსიამოვნების თავიდან მოშორებას ხელს უწყობს.

სამკურნალო ჯადოსნური ბალახი მზიან ნაკვეთზე კარგად იზრდბა. ერთწლიანი გვირილა თვითდამტვერვის ხარჯზე ერთ ადგილას შეიძლება 5 წელი გაიზარდოს. სწორედ ამიტომ, ერთხელ დარგვით, შეგიძლიათ ნერგებზე აღარ ინერვიულოთ.

8. წყალნაწყენი

წყალნაწყენი, ან ივან-ჩაი წყალნაწყენის ოჯახის მცენარეა.

აგარაკზე წყალნაწყენის დარგვა სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან მცენარე არა მხოლოდ სამკურნალო თვისებებს შეიცავს, არამედ ლამაზიცაა.

თუ აგარაკზე საფუტკრე გაქვთ, წყალნაწყენის დარგვა უბრალოდ აუცილებელია. ის მშვენიერი თაფლის მცენარეა. მცენარიდან მიღებული თაფლი წარმოუდგენელ გემოს თვისებებს ფლობს და მოყვარულებს შორის დიდად ფასობს.

9. მონარდა

ამ მცენარეს ხშირად „ბერგამოტს“ უწოდებენ, რადგან მონარდის ფოთლების სუნი ბერგამოტის სუნს აკოპირებს. შეგიძლიათ ბერგამოტის ჩაი თავად მოამზადოთ, თუ ნებისმიერ ჩაის მონარდის ახალ ფოთლებს აურევთ და ორი კვირა გააჩერებთ, რომ ფოთლები გახმეს და თავისი არომატი ჩაის გადასცეს.

მონარდის ყვავილის აგარაკზე გაზრდა განსაკუთრებულ პრობლემას არ შეგიქმნით: ის სიცივის ამტანი და უპრეტენზიოა, თუმცა ჰუმუსით მდიდარი ნიადაგი ურჩევნია.

საუკეთესო მცენარეებია ის, რომელსაც გსურთ, რომ ყოველდღე მოუაროთ.