Connect with us

ყვავილები

9 მცენარე რომელიც ჰაერს აუმჯობესებს და სასურველია სახლში 2-3 მათგანი მაინც გვქონდეს!

სახლის გაფორმებისას, ავეჯის და დეკორაციის ელემენტების შეძენის დროს, ჩვენ ჩვეულებრივ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენს სახლში ჰაერის ხარისხი შეიძლება გაუარესდეს… ყველაფერ ამაში კი ჩვენს მიერ შეძენილი ნივთები იყვნენ დამნაშავე.

ელექტრომოწყობილობები, ლამინატის იატაკი, ლინოლეუმი და ჩვეულებრივი ქაღალდის ხელსახოცებიც კი შეიძლება ფორმალდეჰიდებს შეიცავდეს, რომლებიც ჩვენს სახლში არსებულ ჰაერთან არიან კონტაქტში. ჩვენს მწვანე მეგობრებს კი შესწევთ ძალა ჰაერის სისუფთავის შენარჩუნებაში დაგვეხმარონ. ბევრ მცენარეს სახლის მტვრის, კვამლის, ასევე სხვა ნაწილაკებისა და მძიმე ნაერთების შეგროვებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გასუფთავება შეუძლიათ, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.

1. ქლოროფიტუმი

ოთახში მოთავსების შემდეგ ქლოროფიტუმი მისი “ფილტვები” ხდება: იგი ჰაერიდან ნახშირორჟანგს და მრავალ ტოქსიკურ ნივთიერებას აგროვებს. ჰაერის ფორმალდეგიდებისგან წმენდაში და ჯანგბადის გამოყოფაში მას ვერაფერი შეედრება!

2. ბენჟამინის ფიკუსი

ქლოროფიტის შემდეგ, ბენჯამინის ფიკუსი ავეჯისა და პლასტიკური ნივთებისგან გამოშვებული მტვრისა და ტოქსიკური ნაერთებისგან ჰაერის გაწმენდისთვი იდეალური ვარიანტია.
ამ მცენარის საინტერესო თვისება ის არის, რომ ზრდის პროცესის დროს მისი ტოტების გადაგრეხვა და მათთვის თქვენთის სასურველი უცნაური და საინტერესო ფორმის მიცემა შეგიძლიათ.

3. სპატიფილუმი

მისს ყვავილებს დიასახლისები ხშირად „გადასაფარებელს ” უწოდებენ.
ის არა უბრალოდ ლამაზი, არამედ ძალიან შრომისმოყვარეცაა. იღებს ჰაერიდან მტვერს, ობს, ნაწილაკებს, ასევე კარგად ასუფთავებს ჰაერს ტრიქლორეთილენისა და ფორმალდეჰიდისგან.

4. ოთახის გერანიუმი, იგივე პელარგონია

იმისდა მიუხედავად, რომ პელარგონიას ალერგიულ ადამიანებზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია, მას უყურადღებოდ მაინც ვერ დავტოვებთ, რადგან მას პათოგენურ მიკრობებსა და ბაქტერიებთან გამკლავება შეუძლია.
საქმე მის ეთერზეთებშია, რომლებიც (უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში) სასარგებლო გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე. გერანიუმი აუმჯობესებს ძილს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

5. სანსევიერია, ან „სიდედრის ენა“

გამეორებით არასდროს დავიღლები: ეს არის არაჩვეულებრივი მცენარე. არვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ გეტყვით, ზაფხულში ის აივანზე დამრჩა ერთი თვით. დღისით იქ ტემპერატურა +35 ° C– ზე მეტი იყო. თითქოს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, მაგრამ გადარჩა! გამხმარ მცენარეს წყალი დავასხი და ჩრდილში გადავიტანე, შემდეგ კი ფესვებიდან ზემოთ გამწვანებული ადგილი აღმოვაჩინე. მე თხევადი სასუქი დავუსხი მას და ექვსი თვის შემდეგ იგი უფრო ლამაზად გამოიყურებოდა ვიდრე უწინ.
მეცნიერულად დამტკიცებულია რომ ეს მცენარე შთანთქავს აზოტის ოქსიდებს და ფორმალდეჰიდებს. ის საუკეთესოა ბავშვის ოთახში, სამზარეულოში და საერთოდ ნებისმიერ ოთახში დასადებად.

6. ბამბუკის პალმა, იგი არის ქამედორეა

ქამედორეა ძალიან ლამაზი მცენარეა, ის აუცილებლად დედოფალი იქნება თქვენს ბაღშიც და ოთახშიც. იგი სრულყოფილად ატენიანებს ჰაერს (რაც აადვილებს სუნთქვას ოთახში) და ასევე შლის ფორმალდეჰიდს.
ამ პალმის ხის სახელი 2 ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს: დორეა, რაც ნიშნავს “საჩუქარს”, ხოლო ქამაი კი “ჯუჯას”, სინამდვილეში, ეს “საჩუქარი”არც ისე ჯუჯაა(სახლში 2 მ სიმაღლეზე აღწევს), მაგრამ ძალიან სასარგებლო და ლამაზია. გადახედეთ ისეთ გავრცელებულ სახეობებს, როგორიცაა ელეგანტური ქამედორეა და მაღალი ქამედორეა.

7. ბეგონია

ბეგონიებს ძალიან ბევრ ოჯახში შეხვდებით და ამას საკმაოდ დიდი მიზეზის აქვს! ის იზიდავს მტვერს და ჰაერს უფრო ტენიანს ხდის. თქვენ მხოლოდ უნდა შეასხუროთ პულივიზატორით წყალი რათა საშუალება მისცეთ, რომ მტვერსასრუტის მსგავსად მტვრის ახალი პორცია შეიწოვოს. გარდა ამისა, ბეგონია კლავს სოკოს ძალიან ბევრ სახეობას და სხვა მიკრობებს. ასევე ხელს უწყობენ ელექტრო მოწყობილობების გამოსხივების ზემოქმედების შემცირებას. მის ამდენ დადებით თვისებას ბონუსად ლამაზი ყვავილებიც მოყვება.

8. დიფენბახია

ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ზედმიწევნით სასარგებლოა.მას შეუძლია გაანადგუროს სტაფილოკოკები, რომლებიც უამრავი უსიამოვნო და საშიშ დაავადებებს იწვევენ.
ასევე ეს მცენარე იჭერს და ანადგურებს ტოქსიკურ ნივთიერებებს (ტოლუენი, ქსილენი), რომელიც გამოიყოფა იატაკებისა და კედლების საიზოლაციო მასალებიდან.

9. ალოე

ალბათ ყველას აქვს სახლში ალოე ვერა, და ამას თავისი მიზეზი აქვს. თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ ის გირჩევთ აუცილებლად მიაბრძანოთ თქვენს სახლში.
ალოე ახალი ავეჯისგან გამოყოფილი ფორმალდეჰიდისგან ასუფთავებს ჰაერს. რაც შეეხება დაავადებებს მათთან საბრძოლველად ეს მცენარე შეუცვლელია. ცივ ამინდებში ამ მცენარის წვენი ჩაიწვეთეთ ცხვირში და დაივიწყეთ გაციება და სურდო, გამოიყენება როგორც სამკურნალოდ ასევე პროფილაქტიკისთვის.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.