Connect with us

ჯანმრთელობა

9 მიზეზი, რომელიც ხურმის ყოველდღე ჭამას გაიძულებთ

ყველამ არ იცის, თუ ხურმა ორგანიზმისთვის რამდენად სასარგებლო და საჭიროა. დღეში ერთი ხურმის ჭამით არა მხოლოდ დანაყრდებით, არამედ უამრავ ვიტამინს, მინერალურ ნივთიერებას და ჯანმრთელობას მიიღებთ!

რატომ არის ხურმა ასეთი უნიკალური?

1. მხედველობას აუმჯობესებს

ხურმა დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს შეიცავს, რომელიც თვალის დაბერების საწინააღმდეგო, ასევე მხედველობის გასაუმჯობესებელ პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს.

2. სასუნთქ სისტემას იცავს

ბეტა-კაროტინი ფილტვებს აძლიერებს და პნევმონიისა და ბრონქიტის პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს.

3. გულ-სისხლძარღვთა სისტემას იცავს

ხურმა კალიუმს შეიცავს, რომელიც სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს, სისხლის წნევას არეგულირებს და ჰიპერტონიის პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს.

4. კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ეხმარება

ხურმა შემკვრელ თვისებას ფლობს, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობის და კუჭის ტკივილების დროს დაგეხმარებათ.

5. თირკმლებს აჯანსაღებს

ხურმა დიდი რაოდენობით მაგნიუმს შეიცავს, რომელიც ორგანიზმიდან და თირკმლებიდან ნატრიუმის მარილების გამოდევნას ხელს უწყობს. შარდმდენი ეფექტი რომ მიიღოთ, დღეში 3 ხურმა უნდა შეჭამოთ, მათ მიღებებს შორის კი ცხელი რძე დალიოთ.

6. ანემიას ებრძვის

ხურმა და მისი ფოთლები ბევრ რკინას შეიცავს. სწორედ ამიტომ, ხურმის ჭამა არა მხოლოდ შეიძლება, არამედ მისი ფოთლებისგან ჩაი უნდა მოადუღოთ.

7. ყელის ტკივილს დაემშვიდობეთ

ხურმა დიდი რაოდენობით A და C ვიტამინს შეიცავს. ის იმუნიტეტს აძლიერებს. თუ ყელის ტკივილი გაწუხებთ, ხურმის წვენი 40 გრადუსამდე შეათბეთ და ყელი გამოივლეთ.

8. განწყობას აგიმაღლებთ

ხურმაში შემავალი მაგნიუმი ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ხოლო გლუკოზა განწყობას აგიმაღლებთ.

9. კოსმეტიკური საშუალება

ხურმის რბილობი ქათმის კვერცხის გულს აურიეთ და კანზე წაისვით. ნიღაბი 20-30 წუთში ჩამოიბანეთ. ის გამონაყარს ებრძვის და კანს უფრო მოქნილს გახდის.