Connect with us

ჯანმრთელობა

9 მარტივი სამედიცინო ტესტი, რომლებიც ახლავე უნდა ჩაიტაროთ

9 მარტივი სამედიცინო ტესტი, რომლებიც ახლავე უნდა ჩაიტაროთ

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სრული სამედიცინო გამოკვლევა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროთ. თუმცა ორგანიზმის მდგომარეობაზე დაკვირვება პერიოდულად ექიმთან ვიზიტის შემთხვევაშიც ღირს. ამისთვის არსებობს სპეციალური ტესტები, რომელთა სერიოზული დაავადების გამოვლენა პირველი ნიშნების გამოჩენამდე შეუძლია.

თქვენთვის მარტივი მანიპულაციები შევაგროვეთ, რომელთა დახმარებით დაავადების განვითარების რისკის შეფასებას და სპეციალისტთან დროულად მისვლას შეძლებთ.

1.გულის და ფილტვების დაავადება

საჩვენებელი თითებით ინგლისური J ასოს ფორმა გააკეთეთ და ერთმანეთს ფრჩხილებით მიადეთ. მათ შორის მცირე რომბს ხედავთ? შესანიშნავია, თქვენი გული და სისხლძარღვები სრულ წესრიგშია.

ფრჩხილებს შორის დიდი უფსკრულია? ეს შეიძლება დოლის ჩხირების ნიშნები იყოს. გასქელებული თითების ფალანგი – სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის ნიშანია. ჟანგბადის დეფიციტს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგ., გულის, ფილტვების დაავადება ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება.

2.ინსულტი და დემენცია

ამ ტესტის ჩასატარებლად წამზომი დაგჭირდებათ. ერთი ფეხი ისე ასწიეთ, რომ თეძო იატაკის პარალელურად იყოს და დრო დაინიშნეთ. 20 წამით ან უფრო დიდხანს გაჩერება შეძელით? შესანიშნავია: ინსულტი და ადრეული დემენცია არ გემუქრებათ. და პირიქით: ერთი ფეხით ბალანსის დაცვა თუ გიჭირთ, ეს თავის ტვინის წვრილი სისხლძარღვების დაზიანების ალბათობაზე საუბრობს.

3.ანემია

სარკის წინ დადექით, ქვედა ქუთუთო ჩამოსწიეთ. ნორმაში მისი ფერი ღია ვარდისფერი უნდა იყოს. თუმცა ანემიის დროს შიდა ქუთუთო მკრთალი ვარდისფერი ან საერთო ყვითელი ფერის ხდება. ანემია ჰემოგლობინის ნაკლებობითაა გამოწვეული. კუნთები და ქსოვილები ნაკლებ ჟანგბადს ღებულობენ და 100%-ით მუშაობას ვერ ახერხებენ. თუ სიმკრთალე, ჭარბი ოფლიანობა და სუნთქვის გახშირება შეამჩნიეთ, სჯობს ანალიზები ჩააბაროთ და სისხლში რკინის დონე განსაზღვროთ.

4.ჰორმონალური დისბალანსი და მიკროელემენტების ნაკლებობა

თმის ცვენა ბუნებრივი პროცესია. ექიმები ამბობენ, რომ ყოველდღე ადამიანი 50-დან 100 ღერ თმას კარგავს. და ეს ნერვიულობად არ ღირს. მაგრამ იმის გასაგებად, თუ როდის ღირს განგაშის ატეხვა, მარტივი ტესტი ჩაიტარეთ:

თმა მშრალი და სუფთა უნდა იყოს. მცირე რაოდენობის თმა თითებში გაატარეთ და ასწიეთ. თუმცა დიდი ძალისხმევა არ გასწიოთ. თუ ხელში მხოლოდ 2-3 ღერი დაგრჩათ, ყველაფერი ნორმაშია. თუ უფრო მეტი, სჯობს ტრიქოლოგს ეწვიოთ.

თმის ცვენას ბევრი მიზეზი აქვს: სტრესი და არასწორი მოვლა ან საერთოდ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. თმა ჰორმონალური დისბალანსის და საკვები ნივთიერებების დეფიციტის შემთხვევაში იფიტება. ამ ნიშნების უგულებელყოფა არ შეიძლება.

5.გვირაბის სინდრომი

ეს ტესტი ოფისში მომუშავე ადამიანების, მხატვრების და მოტოციკლის მძღოლების პროფესიულ ჩივილს გამოავლენს – მაჯის (კარპალური) გვირაბის სინდრომი.

ხელები ისე ასწიეთ, რომ იდაყვები სახის პარალელურად იყოს. ეცადეთ თითებით მაჯის დასაწყისს შეეხოთ. ამ მდგომარეობაში 1-2 წუთით გაჩერდით. თუ გაღიზიანებას, დაბუჟებას ან მაჯის ან თითის ტკივილს გრძნობთ, ეს შეიძლება მაჯის არხის სინდრომი იყოს.

გვირაბის სინდრომი მაშინ ჩნდება, როცა მიმდებარე ქსოვილები საშუალო ნერვს აწვება. დროული მკურნალობის გარეშე ტკივილი და დაბუჟება მხოლოდ გაძლიერდება.

6.შაქრიანი დიაბეტი

ამ ტესტის ჩასატარებლად დახმარება დაგჭირდებათ. პარტნიორს საშლელიანი ფანქრის აღება სთხოვეთ. დამხმარე თქვენს ტერფებს და თითებს ბასრი და ფანქრის საშლელიანი თავით თანმიმდევრობით უნდა შეეხოს. შეხედვის გარეშე შეგიძლიათ თქვათ, თუ რომელი მხრიდან შეგეხეს?

თუ შეხებას სრულყოფილად ვერ აღიქვამთ, ტერფებზე წვრილი ნერვული დაბოლოება ცუდად მუშაობს. მგრძნობელობის შემცირება ნერვოპათიაზე საუბრობს – დაზიანებული ნერვები შაქრიანი დიაბეტის გამო.

7.არტერიების პრობლემა

მწოლარე პოზიციიდან ფეხები 45 გრადუსიანი კუთხით ასწიეთ და ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წამით გაჩერდით. ახლა თქვენი ფეხის ფერი შეაფასეთ. ძალიან მკრთალი (თითქმის თეთრი) ქუსლები და თითები – გაჭედილი არტერიების გამო ცუდი სისხლის მიმოქცევის ნიშანია. ფერის შეცვლა შეძლება ერთ კიდურს ან ორივე ფეხს ეხებოდეს.

პერიფერიული არტერიები კიდურებს სისხლს აწვდის. ხოლო როცა არტერიები იჭედება, კუნთები საჭირო ჟანგბადს ვერ ღებულობს და უსიამოვნო ნიშნები ჩნდება: დაბუჟება, ტკივილი და სიკოჭლე. დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუ მას არ უმკურნალებთ ინფარქტის და ინსულტის რისკი იზრდება.

8.სმენა

ამ ტესტის ჩასატარებლად წყნარ ოთახში გასვლა მოგიწევთ. ხელი ყურთან მიიტანეთ და ხელები ერთმანეთს გაუსვით. ხმა გესმით? ახლა ყურსა და ხელს შორის მანძილი ნელ-ნელა დააშორეთ, სანამ მანძილი 15 სმ არ იქნება. ახლაც გესმით? გილოცავთ, თქვენი სმენა წესრიგშია. პროცედურის მეორე ყურთან გამეორება არ დაგავიწყდეთ.

9.გულ-სისხლძარღვთა დაავადების მიდრეკილება

ამ ტესტის გასავლელად, სახლიდან გასვლა მოგიწევთ. კიბეებზე (8-12 საფეხური) აიარეთ და თან წაიმღერეთ. შეგიძლიათ ტელეფონზე ისაუბროთ ან ლექსი წაიკითხოთ. მთავარია – ჩუმად არ იყოთ. თუ გული საგულედან ამოვარდნას ცდილობს, სუნთქვა გახშირებულია, გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ფილტვები დატვირთვას ვერ უძლებს.

შეგახსენებთ, რომ თვით ჩატარებული ტესტები პროფესიულ სამედიცინო გამოკვლევას ვერ ჩაანაცვლებს. ხოლო ნებისმიერი სახიფათო ნიშნის შემთხვევაში ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

 

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.