Connect with us

კულინარია

9 დიეტური სალათი, რომელიც საღამოს 10 საათის შემდეგაც შეგიძლიათ მიირთვათ. წონას მაინც დაიკლებთ

6 საათამდე ვახშმობის წესი უკვე მოძველდა. თანამედროვე ადამიანისთვის იგი ვერ იმუშავებს მხოლოდ იმიტომაც, რომ საღამომდე მუშაობს, იძინებს გვიან და გადარბენებზე უხდება ჭამა. სწორედ ამიტომ, ჩაანაცვლეთ ეს წესი რამდენიმე მარტივი ხერხით: ივახშმეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე, გამორიცხეთ ნახშირწყლები, არ ჭამოთ ტელევიზორის წინ, ყურადღება მიაქციეთ ულუფის ზომას და ვახშმად მსუბუქი სალათები შეარჩიეთ.

რჩევის გარდა, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მსუბუქი სალათის რეცეპტს ვახშმისთვის. ზეთით, ლიმონის წვენით, მდოგვით ან იოგურტით შეზავებული სალათები შესანიშნავი ვარიანტია სავახშმოდ, რაც მთავარია, თავიდან აიცილებთ სიმძიმეს მუცელში.

სალათი მდოგვით

ინგრედიენტები

  • 260 გ სალათის ფოთლები
  • 3 პომიდორი
  • 2 კიტრი
  • 1 თავი ხახვი
  • 0.5 კონა ქინძი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 4 ს.კ. მაწონი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. მდოგვი
  • 80 გ მყარი ყველი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

გარეცხეთ სალათის ფოთლები და ბოსტნეული. დახიეთ ფოთლები ხელით, დაჭერით კიტრი, პომიდორი და ხახვი, დააქუცმაცეთ მწვანილი, წვრილად დახეხეთ ყველი. შეურიეთ ყველი მაწონს, მდოგვსა და დაჭყლეტილ ნიორს. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთ ღრმა ჭურჭელში, დაუმატეთ ბოსტნეულის სალათს მარილი და პილპილი გემოვნებით.

სალათი ქათმითა და სოიოს სოუსით

ინგრედიენტები

  • 1 პომიდორი
  • 1 კიტრი
  • 200 გ ქათმის მკერდი
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 100 გ სალათის ფოთლები
  • 1 კბილი ნიორი
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ სოიოს სოუსისა და ნივრის მასაში 20 წუთით. ამის შემდეგ, შეწვით ხორცი ზეთზე. გარეცხეთ სალათის ფოთლები, დახიეთ ხელით და მოათავსეთ ღრმა თასში. დაუმატეთ კიტრი და პომიდორი, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, შეაზავეთ ზეთით, მარილითა და პილპილით.

სალათი დაკონსერვებული თინუსით

ინგრედიენტები

  • 2 კიტრი
  • 4 პომიდორი
  • 250 გ დაკონსერვებული ლობიო
  • 200 გ დაკონსერვებული თინუსი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი, იტალიური ბალახები გემოვნებით

მომზადება

გარეცხეთ ბოსტნეული, დაჭერით კიტრი და პომიდორი პატარა ნაჭრებად. დაკონსერვებული ლობიო მოათავსეთ ღრმა სასალათეში, დაუმატეთ დაჭრილი ინგრედიენტები. თინუსის ფილე დაბეგვეთ ჩვეულებრივი ჩანგლით და მოათავსეთ სასალათეში. მორთეთ ხახვის რკალებით. შეაზავეთ ზეთით, ლიმონის წვენით, მარილითა და სანელებლებით.

სალათი ქათმის მკერდითა და ზეთისხილით

ინგრედიენტები

  • 2 ვაშლი
  • 3-4 კიტრი
  • 1 ქათმის მკერდი
  • 5-8 ზეთისხილი
  • 3 ს.კ. უცხიმო მაწონი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

მსუბუქი დიეტური სალათისთვის დახეხეთ ვაშლი ან დაჭერით წვრილ ნაჭრებად. ასევე, დაჭერით კიტრიც. მოხარშეთ და დაჭერით ქათმის მკერდი. ზეთისხილები გაჭერით შუაზე. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, შეაზავეთ მაწვნით, მარილითა და პილპილით.

ფიტნეს-სალათი ქათმის მკერდით

ინგრედიენტები

  • 300 გ ქათმის მკერდი
  • 1 კიტრი
  • 1 პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 2-3 ს.კ. დაკონსერვებული სიმინდი
  • 1 ს.კ. მაწონი
  • 0.5 კონა კამა
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერით კიტრი, პომიდორი და წიწაკა. მოხარშეთ ფილე და გწიწკნეთ ან დაჭერით წვრილად. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, შეაზავეთ მაწვნით, პილპილითა და მარილით.

ვაშლისა და კომბოსტოს სალათი

ინგრედიენტები

  • 1 ვაშლი
  • 300 გ კომბოსტო
  • 1 სტაფილო
  • 1ს.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

გათალეთ ვაშლი, ამოჭერით გული და დახეხეთ. დაჭერით კომბოსტო და სტაფილოც. შეურიეთ დაკონსერვებული სიმინდი და ვაშლი. შეაზავეთ ყველაფერი პილპილით, მარილითა და ლიმონის წვენით.

კალმარის სალათი

ინგრედიენტები

  • 1 კგ კალმარები
  • 6 კვერცხი
  • 200 გ დაკონსერვებული ანანასი
  • 150 გ დაკონსერვებული სიმინდი
  • 0.5 ლიმონი

მომზადება

ცალკე მოხარშეთ კალმარი და კვერცხები. ორივე გაწმინდეთ და დაჭერით წვრილად. წვრილად დაჭერით დაკონსერვებული ანანასიც. შეურიეთ ყველა პროდუქტი ღრმა თასში და შეაზავეთ ლიმონის წვენით.

სალათი კალმარითა და ყველით

ინგრედიენტები

  • 300 გ კალმარი
  • 2 პომიდორი
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 1 კბილი ნიორი
  • მაწონი გემოვნებით

მომზადება

მოხარშეთ კალმარები, გაწმინდეთ და დაჭერით. დააქუცმაცეთ პომიდორიც და ნიორიც, მსხვილად დახეხეთ ყველი. შეურიეთ ინგრედიენტები და შეაზავეთ მაწვნით.

ორაგულის სალათი

ინგრედიენტები

  • 150 გ სალათის ფოთლები
  • 1 პომიდორი
  • 1 კიტრი
  • 250 გ ორაგულის ფილე
  • 20 გ მდოგვი
  • 20 გ თაფლი
  • 20 გ სოიოს სოუსი
  • ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

დახიეთ სალათის ფოთლები, დაჭერით კიტრი და პომიდორი. მოათავსეთ ყველაფერი ღრმა თასში. დაუმატეთ სოიოს სოუსი, თაფლი და მდოგვი. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ მარილიც. დაჭერით ორაგულის ფილე, შეწვით ცოტა ზეთზე, შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს და შეაზავეთ თაფლისა და მდოგვის სოუსით. დაუმატეთ სანელებლები.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.